გრამ” სეზონი გამარჯვებით განაახლა
25.02.2011 17:38
კვანტალიანს გაგრელები გოლს ულოცავენბადრი კეთილაძის ფოტო
ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშება, თბილისში, კერძოდ კი, თემქაზე მდებარე სპორტკომპლექს “შატილის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე განახლდა. “ნორჩი დინამო” უმაღლეს ლიგაში დაწინაურების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტ “გაგრას” დაუპირისპირდა. უკრაინელი ანატოლი პისკოვეცის გაწვრთნილებმა, კლასში თავიანთი უპირატესობა ანგარიშშიც ასახეს და 3:0 მოიგეს.
ანგარიში 37 წუთზე გაიხსნა. გაგრელთა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ზვიად ჩხეტიანის ჩაწოდებული ბურთი თბილისელმა მცველმა “ამოიტანა”, თუმცა საჯარიმოს კუთხესთან მყოფმა ლევან შარიქაძემ იგი ძირსდაუშვებლად გაგზავნა ცინციბაძის კარში და ეფექტური გოლი გაიტანა. აქედან ორიოდე წუთში, “გაგრას” ახალწვეულმა დათა ციცხვაიამ, მისი გუნდის კიდევ უფრო დაწინაურება მეტად ეფექტური შესრულებით შეძლო. იგი მარჯვენა ფლანგიდან ბურთიანად შევიდა თბილისელთა საჯარიმოში და მაშინ როცა ყველა მისგან უკრაინიდან დაბრუნებული გიორგი გაბედავას მისამართით პასს ელოდა, მეტოქის კიპერს ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო.
მეორე ტაიმის შუაში, სტუმართა რიგებში შეცვლაზე შემოსულმა ფორვარდებმა საგოლე კომბინაცია გაითამაშეს და მატჩს საბოლოო წერტილიც დაუსვეს. ნიგერიელი ოვონიკოკოს პასს შაკო კვანტალიანი “გამოეხმაურა” და “ნორჩების” კიპერს მესამედ მოუწია კარიდან ბურთის გამოტანა.
ტურის დარჩენილი შეხვედრები შაბათს გაიმართება, რომელთაგან ცენტრალურის სტატუსს, უდავოდ ბათუმში გასამართი პაექრობა იმსახურებს. ადგილობრივი “დინამო” გათამაშების თანალიდერ მარტვილის “მერანს” დაუხვდება. დებულებით, თებერვალში დანიშნული ყველა შეხვედრა 14:00 საათზე იწყება.
“ნორჩი დინამო” (თბილისი) - ”გაგრა” 0:3 (0:2)
25 თებერვალი, თბილისი. სპორტკომპლექსი “შატილი”.
“ნორჩი დინამო”: ცინციბაძე, ბერიშვილი, კაკაშვილი, ლომიძე, ნემსიწვერაძე, ქვარაია, ელიზბარაშვილი, თანაშვილი, შუშიაშვილი (ზვიად კვარაცხელია, 59), ლაბარტყავა, ზურაბ ძაგანია.
მთავარი მწვრთნელი: ვალერი გაგუა.
“გაგრა”: ნადირაშვილი, გაბუნია, ტყეშელაშვილი, ნაკონეჩნი (დავით გიგაური, 67), შარიქაძე, კალანდაძე, ქართველიშვილი, ზვიად ჩხეტიანი, ორდინსკი, ციცხვაია (ოვონიკოკო, 62), გაბედავა (შალვა კვანტალიანი, 46).
მთავარი მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი.
გაფრთხილებები: ლომიძე, ძაგანია; ნაკონეჩნი, ციცხვაია, კვანტალიანი.
გოლები: 0:1 შარიქაძე (37), 0:2 ციცხვაია (39), კვანტალიანი (67).
მსაჯი: ირაკლი ურუშაძე.
XVIII ტური, 25 თებერვალი
ნ. დინამო - გაგრა 0:3 (I წრე 1:2)
26 თებერვალი
დინამო (ბთ) - მერანი (0:1)
იმერეთი - გურია (2:4)
სქური - სამგურალი (1:2)
ჩიხურა - კოლხეთი (ხ) (1:0)
ჭიათურა - მეშახტე (1:4)
მერცხალი - ლოკომოტივი (1:1)
გორი - ადელი (2:1)
ჩხერიმელა ისვენებს
თ მ ფ წ ბ ქ
1 მერანი 16 11 4 1 34-9 37
2 გაგრა 17 11 4 2 40-12 37
3 გორი 16 9 5 2 29-16 32
4 ჩიხურა 16 9 4 3 30-16 31
5 დინამო (ბთ) 16 8 6 2 34-8 30
6 გურია 16 9 1 6 33-31 28
7 სამგურალი-2009 16 6 4 6 21-30 22
8 კოლხეთი 16 4 9 3 14-14 21
9 იმერეთი 16 6 1 9 19-23 19
10 ნ.დინამო 17 6 1 10 23-33 19
11 მეშახტე 16 5 3 8 21-27 18
12 მერცხალი 16 5 3 8 28-41 18
13 ლოკომოტივი 16 4 3 9 17-25 15
14 ადელი 16 4 2 10 21-25 14
15 სქური 16 4 2 10 16-29 14
16 ჩხერიმელა 16 2 7 7 19-33 13
17 ჭიათურა 16 3 3 10 14-42 12
შენიშვნები:
- პროფლიგის რეგლამენტით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით: 1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების სხვაობა); 3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა; 4. გატანილი გოლების რაოდენობა; 5. სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა; 6. ფეირ ფლეის პრინციპი; 7. კენჭისყრა;
- ორი წრის შედეგების მიხედვით პირველ ორ ადგილზე გასული გუნდი XXIII ჩემპიონატში გადაყვანილი იქნება უმაღლეს ლიგაში, მესამეადგილოსანი კი, სეზონის მე-8 ადგილზე დამამთავრებელ უმაღლესლიგელთან ერთ შეხვედრაში გაარკვევს - დაწინაურდება, თუ ახალი სეზონიდან კვლავ პირველ ლიგაში მოუწევს ასპარეზობა;
- პირველ ლიგას დატოვებენ მე-16 და მე-17 ადგილზე გასული გუნდები, რომლებსაც II ლიგის აღმოსავლეთ და დასავლეთ (სამეგრელოსა და იმერეთის ჯგუფებში გამარჯვებულები ერთმატჩიან ფლეი ოფში ითამაშებენ) ზონებში გამარჯვებულები ჩაანაცვლებენ.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=17021&lang=1ამას შEხედეთ უკვე წაგვაგებიეს თამაში

:D:D:D:D:D
* * *
კი მარა მიეწერათ რომ ეს ანგარიშიბი პირველი წრის ჩატარებული მატჩების რომ არის თუ ხვალ წაგებას გვიწინასარმეტყველებენ

:D:D