ციმნარიძეს უყვარდა ეს ფრაზა მაშინ, როდესაც ფული აკლდბოდა გუნდს. მაშინ როდესაც ნორმალური საფეხბურთო სკოლები არ გაგვაჩნია სხვა გზა არ არის, თუ არა სხვების მოწვევა და ჩვენებთან ერთად აღზრდა.
ბესის ინტერვიუ - ფორუმის ენაზე
”ადელი” 13 წლისაა
1997 წელს ენთუზიასტთა ჯგუფმა ბატ. Lლევან ადეიშვილის ხელმძღვანელობით “არდაგნის” ტბის მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავება და ჭაობის ამოშრობა დაიწყო. აი სწორედ აქ იწყება საფეხბურთო კომპლექს ადელის ისტორია, სადაც არც თუ ისე ცოტა ნიჭიერი ფეხბურთელი აღზრდილა, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ საფეხბურთო კლუბი “ადელი” რეგიონალლიგის ერთპიროვნული ლიდერია და გაისად საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ვიხილავთ და რადგან “ბათუმის დინამოს” უმაღლესში აღზევება მინიმუმ ერთი წლით გადაიდო, წინ ბათუმური დერბი გველის, ერთი სიტყვით, გულშემატკივარს სანახაობა არ მოაკლდება.
“ადელის” მომავალ გეგმებზე ჩვენ კომენტარი კლუბის ტექნიკურ დირექტორს და საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს თამაზ ცინარიძეს ვთხოვეთ:
- ბატონო თამაზ, 13 წელია რაც “ადელი” ქართულ ფეხბურთს მოევლინა, თუ შეიძლება ეს პერიოდი წარმატებულად ჩაითვალოს?
- ამ 13 წლის განმავლობაში სკოლამ მიაღწია ძალიან დიდ წარმატებებს, ფეხბურთში ასეთი წარმატებების მიღწევა, ასეთ მოკლე დროში ფაქტიურად წარმოუდგენელია, ამ წარმატებების მიზეზი კი ის არის, რომ ამ სკოლას გააჩნია არაჩვეულებრივი პირობები ვარჯიშისთვის და დასვენებისთვის.
- მოედნები როგორ მდგომარეობაშია და ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარებას თუ აპირებთ?
- სამივე დამხმარე და ცენტრალური მინდორი სრულ წესრიგშია, ყოველთვის არის ცხელი წყალი, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით კიდევ ბევრი რამის გაკეთება იყო ჩაფიქრებული, საცურაო აუზის, ტრენაჟორების და ა.შ. რადგან ჩვენ აღმოვჩნდით ქალაქის განვითარების ცენტრში, ეს პროცესები აქ ვეღარ განხორციელდება, მაგრამ სამაგიეროდ ის კომპანია რომელმაც ეს ტერიტორია შეიძინა თანახმაა გამოგვიყოს ტერიტორია, სადაც აგვიშენებენ თანამდროვე სკოლას და მემგონი ამ 13 წელმა გვიჩვენა, რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ.Y
- მწვრთენელების მუშოაბით კმაყოფილი ხართ?
- ამ სკოლის შექმნის დროს სწორედ იქნა შერჩეული მწვრთნელთა გუნდი, მართალია ისინი სხვადასხვა ასაკის არიან, მაგრამ ძალიან შრომისმოყვარე ხალხია, თითქმის ყველამ გაიარა ატესტაცია, ზოგს პირველი კატეგორიაც გააჩნია, რათქმაუნდა კმაყოფილი ვარ მათი მუშაობით.
- ს/კ “ადელი” შეიძლება ითქვას 99%-ით პირველ ლიგაშია, ამავე ლიგაში ასპარეზობს “დინამო ბათუმი” სადაც თქვენ წლების განმავლობაში მუშაობდით, გაისად ბათუმური დერბი გველის, როგორ კონკურენციას გაუწევს თქვენი კლუბი, ქალაქის სახელოვან გუნდს?
- თუ თბილისს ოთხი გინდი ყავს ბათუმს მინიმუმ ორი გუნდი რატომ არ უნდა ყავდეს..
“ბათუმის დინამომ” რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მე ვიყავი, დაასრულა თავისი ისტორია, მაშინ მე თხოვნით მივწერე ფეხბურთის ფედერაციას, რომ “ბათუმის დინამოს” ნაცვლად, პირველ ლიგაში ითამაშებდა “დინამო ბათუმი” უბრალოდ სახელების შეცვლა მოხდა, რადგან პირველი გუნდი გაკოტრებული იყო, დღესდღეობით ჩემი აზრით დინამოსთვის ნაადრევია უმაღლეს ლიგაზე ფიქრი, სანამ არ შეიქმნება ინფრასტრუქტურა. “ადელი” “დინამო ბათუმის” დაპირისპრებით უფრო განვითარდება ფეხბურთი ჩვენს რეგიონში, ის მოსაზრება რომ აჭარაში არ არის ფეხბურთი მცდარია, უბრალოდ აჭარას ჭირდება კარგი სტადიონი და ამ სტადიონზე არენდით ვინ ითამაშებს ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, პირიქით დერბი უფრო საინტერესოა, ისიც შეიძლება რომ ამ ორი გუნდის ბაზაზე შეიქმნას ერთი უმაღლესი ლიგის გუნდი. დღევანდელი შეხედულობით “ადელი” არის პირველი ლიგის ექვსეულის გუნდი რომელსაც სერიოზული მომზადებით და სერიოზული მიდგომით ეს იქნება პირველი ლიგის გამართული გუნდი რომელსაც არ დაემუქრება გავარდნა.
- თქვენი გუნდი ძირითადად 18-19 წლის ბიჭებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ მათ გვერდით ასევე თამაშობენ წარსულში ცნობილი ფეხბურთელები, დარჩიძე, თედორაძე, ცანავა და ქაცარავა.
- ესენი არიან 25-29 წლის ფეხბურთელები, რომლებიც ჯერ ჩამოწერილნი არ არიან, უბრალოდ ვერ მოხვდნენ გუნდებში, ჩვენ შევუწყვეთ ხელი რომ ფორმა შეენარჩუნებინათ, დარწმუნებული ვარ ხვალ და ზეგ რომელიმე გუნდს გამოადგება მათი ნიჭი, ამით ჩვენ ჩვენს საქმესაც ვიკეთებთ, რადგან მათ გვერდით იზრდებიან ახალგაზრდა ფეხბურთელები.
აქვე მინდა დავძინო, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს უფლება ითამაშოს ვეტერანმა თუ ის ორი თავით ჯობია ახალგაზრდა ფეხბურთელს, ეს იმიტომ რომ არავინ არ დაიჩაგროს.
- იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებიდან რომლებიც თქვენს გუნდში თამაშობენ ყველაზე მეტად ვის გამოარჩვედით?
- პირველ რიგში ფუტკარაძე, რომელიც საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებში თამაშობს, ასევე ჯაში და კვანტალიანი
რომლებიც ძალიან პერსპექტიულები არიან და აუცილებლად უნდა ითამაშონ დიდი ფეხბურთი მომავლში, ასევე მინდა ავღნიშნო გობეჯიშვილი და ფალავანდიშილი რომლებმაც საგრძნობლად მოუმატეს ამ სეზონში.
- დღესდღეობით “ადელს” ვინ აფინანსებს და თუ გაქვთ რაიმე სახის მხარდაჭერა?
- მოგეხსენებათ რომ ჩვენს გუნდში ფეხბურთელებს ხელფასები არა აქვთ, ვინაიდან ეს არის სკოლის გუნდი, არ ვიცი მომავალში თუ ამოგვიდგებიან მხარში შეიძლება ამ სისტემაზეც გადავიდეთ, მაგრამ დღეს პირდაპირ ბატონი ლევან ადეიშვილის ჯიბიდან ხდება ყველა ხარჯის დაფარვა, მას სურს რომ რამენაირად ეს ბავშვები გავზარდოთ ფეხბურთელებად და ამაში არავინ დამხმარე არ ყავს, ძირათადად თანხა გვეხარჯება შესატანში, კვებაში და მგზავრობაში, ჩემი გამოთვლებით ეს არის სადღაც 30 000 ლარი მხოლოდ იმისთვის რომ ჩაატარო 28 თამაში, მინდა იმედი ვიქონიო რომ ვინმე მაინც გადაუხდის ბატონ ლევანს მადლობას, იმ დიდი საქმისთვის რომელსაც ის ამდენი წელია, უშეღავათოდ ემსახურება.
This post has been edited by amikoo on 3 Jun 2010, 01:22