ხალხო გამაგებინეთ რატომ ამბობს ეს ბიჭი ახალგაზრდულში ჩემს თამაშს აზრი არაქვსო

საერთოდ FIFA რთავს ნებას ახლა რომ უკრაინის გარდა სხვა ნაკრებში ითამაშოს?და საერთოდ ასეთი პრეტენზიით? ე.ი. თუ ძალიან შემეხვეწებით ვითამაშებიო არა?
* * *
irakli01
28.11.2010 15:36:11
ერთ რაღაცას ვიტყვი. ძალზე ვნანობ, რომ თემურის შესახებ ილია ნანობაშვილს ვუთხარი. ვიცოდი, რომ მასთან ინტერვიუთი ბევრი ქართველი ჟურნალისტი იყო დაინტერესებული და მაგიტომ.
ჯერ ერთი ადამიანი საქართველოში დასასვენებლად და ახლობლების სანახავად ჩამოვიდა და არა საქართველოს ნაკრებში გასასინჯად, სათამაშოდ ან მასზე სალაპარაკოდ. ჟურნალისტმა კი მას პროვოკაციული და გამომწვევი შეკითხვები დაუსვა და გამომწვევი ინტერვიუც გააკეთა შედეგად მას შემდეგ რაც თემურის სიტყვები კონტექსტიდან ამოიღო. ეს სტატიაც ალბათ მიზნად ისახავს თემურ ფარცვანიას სახელი შეაძულოს ხალხს. სხვაგვარად ამას მე ვერ ავხსნი.
ეს სიტყვები: "რა თქმა უნდა, ისე არ მინდა გამოვიდეს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთხელ გამსინჯონ და მერე აღარ გამომიძახონ. მართალია, წინასწარ ვერ გაიგებ, მომავალში ვინ რა დონეზე ითამაშებს ნაკრებში, მაგრამ მაინც..." თემურს საერთოდ არ უთქვამს, მან თქვა, რომ სანამ ფეხბურთელს ნაკრებში აიყვანენ მანამ მის შესახებ დოსიეს აგროვებენ, მის თამაშებს უყურებენ და მერე წყვეტენ მის აყვანა-არაყვანასო. ბატონმა ნანობაშვილმა კი 15-ჯერ ერთიდაიგივე კითხვა დაუსვა გინდა თუ არა მითხარი გაქაჩავ ნაკრებში თუ არაო. თემურ ფარცვანიას საქართველოს ნაკრებზე პრეტენზია არა აქვს და არც ჰქონია. უბრალოდ მან თქვა როცა ნანობაშვილმა ჰკითხა თუ გამოგიძახებენ რას იზამო - რომ სურვილი მექნებაო. მეტი არაფერი. ინტერვიუს მე ვუსმენდი.
რაც შეეხება საქართველოს 21 წლიანებში თამაშს თემურმა უთხრა რომ უკრაინაში უკვე ვარ 21 წლიანებში და რაღა აზრი აქვსო. უეფას წესების მიხედვით ადამიანი იგივე ასაკობრივ ნაკრებში სხვა ქვეყანაში ვერ ითამაშებს თუ კი უკვე ირიცხება ერთი ქვეყნის გუნდში.
ასე რომ ახლა რაც გინდა თქვით და დაწერეთ. უბრალოდ იმ აზრამდე მივდივარ, რომ ბეჭდურ მედიას ზოგიერთი ჟურნალისტის გადამკიდე სპორტსმენმა საერთოდ აღარ უნდა მისცეს ინტერვიუ....................ძალზედ საყურადღებოა

ისე კარგად ვიცი ჩვენი ზოგიერთი უზრდელი და უნიჭო ჟურნალისტის ამბავი ყველაზე სენსაციური და ასე ვტქვათ ექსკუზიური ინტერვიუების დაცერა-დაჯღაბნვა რომ უყვართ