http://worldsport.ge/Read.aspx?news=21481&lang=1“ტორნადომ” დიონისიო მირანდა “იმსხვერპლა”
პროფესიული კრივის ქართველმა ვარსკვლავმა, IBO-ის (კრივის საერთაშორისო ორგანიზაციის) ვერსიით მსოფლიოს უძლიერესმა საშუალოწონოსანმა ავთანდილ ხურციძემ მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. პრომოუთერული კომპანია Elite Boxing Promotion-ის მიერ 11 ივნისს, კიევის სპორტის სასახლეში ჩატარებული საკრივო საღამოს ცენტრალური შეხვედრა სულ რაღაც ორწუთნახევარი გაგრძელდა.
მსოფლიოს საკრივო წრეებში “ტორნადოდ” წოდებულმა ქართველმა კოლუმბიელ დიონისიო მირანდას პირველსავე რაუნდში ისე მძლავრად შეუტია, ეს უკანასკნელი ორჯერ დავარდა. პირველად წამოდგომა და ბრძოლის გაგრძელება შეძლო, მეორედ – ვეღარ.
“რა თქმა უნდა ჩვეულად, სწრაფი შეტევით დავიწყე. კარგად მყავდა მეტოქე შესწავლილი. ვიცოდი მისი სუსტი მხარეები და აქცენტი ამ სისუსტეებზე გავაკეთე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, ასე სწრაფად თუ მივაღწევდი საწადელს. ძალიან კარგ ფორმაში ვარ და შემეძლო თორმეტი რაუნდი სწრაფ ტემპში ჩამეტარებინა. მოხარული ვარ, რომ ეს საჭირო არ გახდა” – ასე შეაფასა ქართველმა მოკრივემ ბოლო ბრძოლა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხთან საუბრისას.
ავთანდილ ხურციძეს პროფესიულ რინგზე 29 შეხვედრა აქვს ჩატარებული. 25-ჯერ იმარჯვა (15-ჯერ ნოკაუტით), 2-ჯერ დამარცხდა, 2-ჯერ კი ბრძოლა ფრედ დასრულდა. "მისტერ ნოკაუტად" წოდებული დიონისიო მირანდას ანგარიშზე კი 30 შეხვედრაა, რომელთაგანაც 21-ში იმარჯვა (18-ჯერ ნოკაუტით) და 7-ჯერ რინგი წაგებულმა დატოვა.
ხურციძისა და მირანდას შეხვედრის ჩანაწერის ხილვა ინტერნეტში ამ მისამართზე შეგიძლიათ:
http://www.youtube.com/watch?v=NvAHB-re7Hoოთარ მაღლაკელიძე
ვულოცავ ტორნადოს და მის გულშემატკივრებს.
საამაყო მოკრივე გვყავს, ძალიან მაგარია.
This post has been edited by donshelo on 14 Jun 2011, 01:08