ის თემა დაუხურავთ და აქ დავაკოპირებ:
აქ ჯანოს ვინც აკრიტიკებდა, რომელიმემ არ თქვათ ეხლა ჟურნალისტი ვარო, თორე ისეთ ანტიპიარს გაგიკეთებთ მთელი ცხოვრება ფსევდონიმებს გაცვლევინებთ სულ.

კარგად ითამაშა ნამდვილად და ერთერთი საუკეთესოც იყო. რა მომენტებიც შევქმენით ერთი-ორის გამოკლებით ყველაში დაიდო წილი, მათ შორის ყველაზე მწვავე მომენტი მთლიანად მან შექმნა (ივანიშვილის გაცუდებულს ვგულისხმობ).
გასაკრიტიკებელი ისაა, რომ MVP-ს თამაშის მერე ასახელებენ ან მაშინ, როცა თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილია და არა 0:0-ზე, 5 წუთით ადრე. ფეხბურთი ემოციური თამაშია, მითუმეტეს ახალგაზრდები როცა თამაშობენ. ასეთ დროს რისკი იზრდება, რომ ვიღაც გაღიზიანდეს და კონცენტრაცია დაკარგოს.
ყველამ კარგად და დამაკმაყოფილებლად ითამაშა განუგრავას და...გაბელიას გარდა.

თუმცა მწვრთნელისაც მესმის, ენდობოდა ბარაბაძეს ბოლომდე, სანამ არ დაიღალა. აქ ეტყობა პატარები (ასაკით) მომრავლდით ბოლო ხანს, თორე ფეხბურთი Sony Play Station კი არაა ბიძია? ბარაბაძე ყველა პირველ ბურთს იგებს და რაც მთავარია უშეცდომოდ და სწორად ანაწილებს მერე , ანუ ჩათვალეთ, რომ რამდენჯერაც ბურთი მეტოქის ნახევარზე გადავარდება, იმდენჯერ ჩვენი შეტევა დაიწყება.
ივანიშვილსაც ტყუილად ერჩით. ძალიან ბევრი და კარგად იმუშავა. მითუმეტეს ამპლუით ფორვარდია და ნახევრადაცვის ფლანგზე მოუწია თამაში. ყველა ბურთზე ბოლომდე იბრძოლა, როცა თავად ფლობდა არ დაუკარგავს და უშეცდომო პასი თითქმის არ გაუკეთებია. აი მომენტის გაფუჭება ცუდად მენიშნა, როგორც ჩანს რაღაც კომპლექსი აქვს. თუ გახსოვთ ესტონეთთანაც იგივე სიტუაციაში იყო და არ დაარტყა, პასი მისცა ჯანოს (მეორე გოლი რომ გავიდა), აქაც მომეჩვენა, რომ ძალიან ინერვიულა და ასე ვთქვათ "მუხლები აუკანკალდა" დარტყმის დროს.
ბარაბაძე-ანანიძე-ოქრიაშვილი-დაუშვილი მართლა კარგად გამოიყურებოდნენ, კლიმიაშვილი ძალიან დაგვაკლდა.

ისე ჯანოს რაც შეეხება, ტყუილად ავარსკვლავებთ ჯერ. მაგხელა ქინქლაძე მასზე ათი თავით უკეთესი იყო და იგივე ყენია მას ბევრად აღემატება. ერთადერთი რაც თამაშზე, მეორე ტაიმის ბოლოსკენ ვინატრე, ეხლა ყენია რომ გვყავდეს ამათ უეჭველი მოვუგებდით თქო.
P.S. სალამი ფორუმს, სიკვდილი მიშას!
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey