გამარჯვება ან სიკვდილი - `ტორპედო` ზესტაფონში მოსაგებად ჩავა!
http://www.goli.ge/index.php?lang_id=GEO&s...36&info_id=1517უმაღლეს ლიგას დაბრუნებული ქუთაისის "ტორპედო" არც თუ სახარბიელოდ გამოიყურება, მაგრამ მიზეზების პოვნა რთული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ახალმა მფლობელმა ყველა პირობა შეუქმნა, ფინანსურიდან დაწყებული საჭირო სავარჯიშო პირობებით დამთავრებული, თამაშების მოგებას გუნდი მაინც ვერ ახერხებს და წინა ტურში, მოულოდნელად, "სამტრედიასთანაც" დამარცხდა.
გაცხარებული გულშემატკივრები, ამ მარცხის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის ნესტორ მუმლაძის წასვლასაც ითხოვდნენ, თუმცა, თავად ეს გადაწყვეტილება, როგორც ინფორმაცია გავრცელდა, მუმლაძეს არც "ვისოლმა" დაუკმაყოფილა. ალბათ, სწორადაც!
გუნდი ორ-სამ თვეში არ შენდება. ამას წლები სჭირდება. კარგი მაგალითი გვაქვს "ზესტაფონის". გუნდი ცხრილის აუტსაიდერებთან მოგებას ვერ ახერხებდა, მაგრამ კლუბის სწორი პოლიტიკის გამო, მთავარი მწვრთნელი პოსტიდან არავის გაუშვია. მუმლაძე კი მხოლოდ სამი თვეა გუნდში მივიდა და თითქმის, ყველა ახალი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაც შეთამაშება სჭირდებათ. ჩემპიონატის დაწყებიდან, ჯერ მხოლოდ ოთხი ტური გავიდა.
"ტორპედო" ცხრილის აუტსაიდერია 2 ქულით, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ 4 წრეა სათამაშო, ეს ტრაგედია სულაც არ არის. ნესტორ მუმლაძე საკმაოდ მაღალი დონის მწვრთნელია და იმედი გვაქვს, რომ მალე მოახერხებს გუნდის გადმოწყობას და მობილიზებას და "ტორპედოც" გულშემატკივრის მოსაწონ თამაშს აჩვენებს.
რაც შეეხება მომდევნო ტურს, ხვალ, "ზესტაფონი" საკუთრ არენაზე სწორედ "ტორპედოს" დაუხვდება და "ბაიასთან" წაგების შემდეგ რეაბილიტირებას საკუთარ მინდორზე შეეცდება. თავის მხრივ, საბრძოლო განწყობაა სტუმართა გუნდშიც.
როგორც "ტორპედოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი დათუნაიშვილი ამბობს, ზესტაფონში ყველაფერს გააკეთებენ, რომ არ წააგონ.
გიორგი დათუნაიშვილი: " არ ვიცი, რა გითხრათ, ფსიქოლოგიური პრობლემებია, ჩვენ ვერ ვთამაშობთ. ტრენერი კარგი გვყავს, გამოსწორდება და მოვიგებთ, ერთი თამაშს მოგება გვინდა, ფსიქოლოგიურ მომენტს დავაბრალებ. რწმენა დავკარგეთ. რწმენა რომ დაგეკარგება, შემდეგ ძნელია თამაში. ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, ამ პრობლემებზე და მივდივართ იმ აზრზე, რომ ყველა რაღაცას ვაკლებთ.
მადლობა გულშემატკივრებს, რომ მხარს გვიჭერენ და ბოლომდე გვქომაგობენ. იმაზეც მწყდება გული, რომ მათ იმედებს ვერ ვუმართლებთ, კარგი ხალხია და მხარში გვიდგანან. ჩვენც ვნერვიულობთ ამაზე. მაგრამ ჯერ მხოლოდ ოთხი ტურია გასული და ოთხი წრე გვაქვს სათამაშო. ჩვენ სამი თვის გუნდი ვართ და შედეგი უცებ არ მიიღწევა. "ვიტ ჯორჯიაში" ხუთი წელი მოვდიოდით და ვვარჯიშობდით და მხოლოდ ამის შემდეგ გავხდით ჩემპიონები. დრო სჭირდება ყველაფერს.
ვპირდებით გულშემატკივარს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმითვის, რომ თამაში არ წავაგოთ ხვალ და დავდებთ თავს. რა იქნება და როგორ, ამას თამაში გვაჩვენებს. ხვალ გავდივართ დიდი შემართებით - სიკვდილი ან გამარჯვება!"
თენგო ჩიკვილაძე გუნდის ნაჩვენებ შედეგს უიღბლობას აბრალებს:
"ოლიმპში" რომ ვთამაშბდი, რვა ტური არ გვქონდა მოგებული, სეზონი მესამე ადგილზე დავასრულეთ, თასის ფინალი ვითამაშეთ და ევროტურნირზეც გავედით. ნებისმიერ წუთს შეიძლება შემოტრიალდეს ჩვენსკენ იღბალი. სხვა გუნდები დიდი ხანია ერთად არიან, ჩვენ ყველა ფეხბურთელი ახალი ვართ და ერთმანეთს არ ვიცნობთ ისე და ამის ბრალიცაა. არცერთი თამაში არ გვქოდნა წასაგები, რომელიც წავაგეთ. იქით გასატანი გოლები, ჩვენ მივიღეთ კარში. ახლო მომავალში გადმოგვხედავს ფორტუნა. მხოლოდ ერთი მოგება გვჭირდება".
მაგდა კლდიაშვილი