http://soccerday.ge/126-bbbbbbb-bbbbbbbbbb...bbbbbbbbb-.htmlროგორც მოგეხსენებათ, 2010 წლის 15 ივლისს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართება უეფას ევროპის ლიგის 2010-2011 წლის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი, რომელშიც საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უმასპინძლებს სლოვაკურ ”დუკლას”.
მატჩზე სპორტულ ჟურნალისტთა აკრედიტაცია იწარმოებს 2010 წლის 14 ივლისის 17:00 საათამდე, რედაქციათა ოფიციალური წერილობითი განცხადებების საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება პუბლიკაციების გამოქვეყნების ან სიუჟეტების ეთერში გასვლის დრო. განცხადებები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე:
2000, ქ. ზესტაფონი, სტაროსელსკის ქ. № 2, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახურს;
შესაძლებელია განცხადებების გამოგზავნა ფაქსით - (8-292)-4-00-24 ან ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე - fczestafoni@rambler.ru
იმის გათვალისწინებით, რომ დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონის პრეს-ლოჟაში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, მედია-საშუალებებს უწესდებათ შემდეგი ქვოტები:
1. სპორტული გამოცემები - 2 სააკრედიტაციო ბარათი (ფოტოგრაფის ჩათვლით)
2. სატელევიზიო არხები - 2 სააკრედიტაციო ბარათი (ოპერატორის ჩათვლით)
3. გამოცემები, რომლებიც აშუქებენ ფეხბურთს - 1 სააკრედიტაციო ბარათი
4. რადიო არხები - 1 სააკრედიტაციო ბარათი.
სააკრედიტაციო ბარათების გაცემის დროისა და ადგილის შესახებ გეცნობებათ დამატებით.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური.