როგორი წარმომიდგენია მე ლვოვის კარპატი ?
ჩემი აზრით ეს გუნდი არის დაცვითი სტილის, რადგან მისი მთავარი მწვრთნელი თავის დროზე მცველი იყო და დაცვა ეყვარება
ასევე ამაზე მეტყველებს გუნდის შემადგენლობა, წინა სეზონში სულ 3 ლეგიონერი ყავდათ და აქედან 2 ცენტრალური სერბი მცველები, რომელთა სიმაღლე ორივესი 189 - აა. ფრანგებზე შედარებით დაბალი მცველები ყავთ, მაგრამ 180 -ზე ნაკლები არცერთია.
კარებში გუნდის კაპიტანი დგას, არამგონია რამე მეკარე იყოს, სერიოზულ გუნდში არ აქვს არსად ნათამაშები, უკვე 31 წლისაა და კაპიტანიც იმიტომ იქნება რომ კარიერა ლვოვში დაუწყია 1997 წელს.
ნახევარდაცვა:
ნახევარდაცვაში ცნობილი სახე არავინაა, ერთი ყავთ შახტიორის არშემდგარი ვარკსვლავი, მასზე ზემოთ დავწერე, 9 ნომერი, დაბალი ფლანგის მოთამაშე. ალბათ ფიზიკურად ძალიან ძლიერი ნიგერიელი (7 ნომერი), რომელიც დაბალი დონის იქნება, რადგან როგორც ვიკიპედიაზე წერია, ლვოვის კარპატს რამოდენიმეჯერ გაუშვია სხვა გუნდებში ე.წ "პრასმოტრზე" , მაგალითად თელ-ავივის მაკაბიში, მაგრამ ებრალებს დაუწუნიათ და დაწუნებული ფეხბურთელი ყახაზეთის შახტიორში გადასულა, სადაც ასევე ჯერ "პრასმოტრზე" იყო და არ გაუფორმებიათ მასთან პირდაპირი კონტრაქტი. ვერც ყაზახეთში დამკვიდრდა და უკან დაბრუნდა 2009 წელს ლვოვში. ნახევარდაცვაში ასევე ძირითადის ფეხბრუთელია და გუნდის ლიდერად ითველბა 16 ნომერი იგორ ხუდობიაკი, რომელიც 9 ნომერის არ იყოს, საკმაოდ დაბალია და გამხდარია. ალბათ ტექნიკურია, მაგრამ ამაზე არ მეტყველებს მის მიერ უკრაინის ჩემპიონატში გატანილი გოლები, 134 მატჩში მხოლოდ 19 გოლი. საყრდენი არაა, მისი მოვალეობა თამაშის შექმნაა, შემტევი ტიპის ნახევარმცველია. ერთხელ უკრაინის ნაკრებშიც ათამაშეს ამხანაგურ მატჩში რუმინეთის წინააღმდეგ.
ძირითადის წევრი უნდა იყოს კიდევ ერთი ძირძველი ლვოველი 17 ნომერი გოლოდიუკი, რომელიც 180 ია და 22 წლისააა, გუნდში უკვე 4 წელია თამაშობს, სავარაუდოდ ეს უნდა იყოს საყრდენი ნახევარმცველი.
16 და 17 ნომერზე ვისაუბრეთ და მივედით მე-18 ე ნომერზე, კიდევ ერთ დაბალ ნახევარმცველზე (170) მიხაილ კოპოლოვეცზე, რომელიც სამი წელია კარპატის ძირითადის ფეხბურთელია მაგრამ ნაკრებს არავინ აკარებს და ბოლოს ერთადერთი მაღალი ნახევარმცველი გუნდში ანდრეი ტკაჩუკი, სავარაუდოდ სწორედ ის თამაშობს ნიგერილეთან ერთად საყრდენის პოზიციაზე, გუნდშია უკვე 5 წელია. გამოდის რომ ლვოვის კარპატის ნახევარდაცვა საკმაოდ შეთამაშებული უნდა იყოს, რადგან ერთად უკვე 3-4 სეზონია თამაშობენ !
თავდასხმა:
აქ შედარებით ტექნიკური ფეხბრუთელები უნდა ყავდეთ, ნუ ს.გურულს ვიცნობთ, ხანდახან ნახევარდაცვაშით ათამაშებენ (ზიდანის პოზიციაზე

) კიდევ ყავთ ესტონეთის ნაკრების თავდამსხმელი სერგეი ზენიოვი. რომელიც ადრე ტვკკ-ში თამაშობდა და არ უნდა იყოს დიდი რამე ფეხბრუთელი. ბრაზილიელიც ყავთ ბატისტა. 2009 წელს ბაქოს "ბაქის" ყავდა დამატებული და აზერბაიჯანის ჩემპიონატში 8 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა, ამ კაცის შესახებ შეიძლება ინფოს მოძიება აზერბაიჯანში ნათამაშები ან მოთამაშე ფეხბრუთელებისგან. ისე კი სულ 32 გოლი აქვს გატანილი ამ კაცს უკრაინის ჩემპიონატში მის მიერ ჩატარებულ 108 მატჩში. უკვე 29 წლისაა და ალბათ მალე იღლება ბრაზილიელია რა

კიდევ ერთი უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი ყავთ, საკმაოდ დაბალი ტიპია, 170 ია მისი სიმაღლე და ძირითადად სულ სათადარიგო სკამზე უზით.
ეტყობა უკრაინელები ხვდებოდნენ რომ ამ შემადგენლობით შორს ევროპაში ვერ წავიდოდნენ და ევროპისთვის ორი ბრაზილიელი დაუმატებიათ :
No. Position Player
MF Danilo Avelar (on loan to December 2010 from Rio Claro[9])
DF Nenu (on loan to December 2010 from Rio Claro[10])
ორივე რაღაც ბანძი გუნდი რიო კლაროდან არიან, ორივე ახალგაზრდაა და ალბათ ტექნიკურები არიან, რაც ასე აკლია უკრაინულ გუნდს.