geor-gienიქეთობისას რაღაც სასწაული მატარებლით...
10-ის ნახევრიდან 5 სთმდე ფეხზე ვიდექით ფაქტიურად...
მერე 5ზე ურეკში მაგარი ამბები გადაგვხდა...პირველად რო მიწას აღმოაჩენენ ეგეთ პონტში ვიყავით..
მერე დილამდე პარკში ვიყავით..მერე ზღვაზე..მერე ფოთში ბოდიალი...სიცხეში ლოდინი როდის დაიწყებოდა თამაში..
იქეთობისას ნორმალ წამოვედით...მე და ლექსო გუნდის ავტობუსს გამოვყევით...დანარჩენები მარშუტკას..
მაგრად გაგვიმართლა თორე ღამეც იგივე ბედი გვეწვეოდა..ღამე 3 სთ-ზე წამოსვლელი მატარებელი იყო ბოლო იმედი, თუმცა 2 კაცი ავტობუსს გამოვყევით, დანარჩენებმა კიდე ნახევარ ფასში მარშუტკა მოძებნეს

ღამე ჩამოვედით თბილისში 12 იყო უკვე.
მე და ფირცხელა ერთად წავედით სახლში..
სხვების ამბავი არ ვიცი..
მემგონი მეტროს ვერ მიუსწრებდნენ....
მაგარი გაციებული ვარ იმენნა, მაგრამ ამ დროს რო ჩამოვსულიყით იქიდან ხო გავრეკავდი ჩემი...
"მუმუ" გოლით დაბრუნდა
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდისათვის ფოთის "კოლხეთი" ყოველთვის უხერხულ მეტოქედ ითვლებოდა და შესაბამისად, დინამოელებს "ფაზისზე" წარმატება უძნელდებოდათ. თან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოლხები საშინაო მატჩებს განსაკუთრებული შემართებით ატარებენ და ეს ტრადიცია მათ არც იმ პერიოდში დაუკარგავთ, როდესაც უმაღლეს ლიგაში არ ირიცხებოდნენ.
მიმდინარე ეროვნული ფოთელებმა საკმაო წარმატებით დაიწყეს. სამ ტურში საკუთარი კარი მშრალად შეინახეს და შინ "ვიტ ჯორჯიას" დამარცხებაც მოახერხეს. ასე რომ, "დინამოსთან" მატჩის წინ კოლხები წინასწარ განწირულ აუტსაიდერებად არ უნდა მიგვეჩნია.
შეხვედრა გუნდებმა საშუალო ტემში დაიწყეს, თუმცა, გოლი დებიუტშივე ვიხილეთ. მე-7 წუთზე სტუმრებმა კუთხურის ჩამოწოდების უფლება მიიღეს. სტანდარტული ფირცხალავამ შეასრულა. ნიკამ ბურთი ახლო ძელთან ჩააგდო, სადაც ლევან ხმალაძე მას შედეგიანი თავური დარტყმით გამოეხმაურა. ფოთელთაგან ვერავინ შეძლო დინამოელთა ნახევარმცველზე ხელის შეშლა – 0:1.
სწრაფად გაშვებულმა გოლმა მასპინძლები მცირე ხნით დააბნია, თუმცა, სტადიონზე მოსულ ქომაგთა ყიჟინამ ისინი მალევე გამოაცოცხლა. ისე, ამ რაოდენობის მაყურებელს ფოთში კარგა ხანია თავი არ მოუყრია. პირველად სერიოზულად მასპინძლები ლორიას კარს 23-ე წუთზე დაემუქრნენ, როდესაც მახვილაძის პასის შემდეგ ჯიქია ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ რეზოს დარტყმული სტუმართა კიპერის იოლი ნადავლი აღმოჩნდა. ცოტა ხანში კი, ზღვისპირელებმა ულამაზესი კომბინაციის გათამაშების შემდეგ წონასწორობა აღადგინეს. საჯარიმოს მარცხენა კუთხესთან ჯიქიამ თავით დაუგდო სიჭინავას, რომელმაც დროულად ჩაუწოდა სილაგავას, ამან კი, მკერდით უპასა გვალიას და ფოთელთა ნახევარმცველმაც ერთი შეხებით ლორიას აუღებელი დაურტყა - 1:1.
გოლმა მასპინძლებზე დადებითად იმოქმედა, თუმცა, სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი არ დაბნეულან და თამაში ჩვეულ რიტმში განაგრძეს. 36-ე წუთზე კოშკაძემ შეასრულა საჯარიმო კარგად, მაგრამ შენგელია ადგილზე დახვდა ბურთს. ორიოდ წუთში თავი კარგად წარმოაჩინა რობერტინიომ. ბრაზილიელმა მარცხენა ფლანგზე იჩაუქა, რამდენიმე მოწინააღმდეგე ჩამოიშორა და მეტოქის კართან მარტოდ მდგარ კოშკაძეს ზუსტად გადააწოდა. გამოცდილ ნახევარმცველს კი გატანა არ გასჭირვებია და "დინამო" კვლავ დაწინაურდა - 1:2.
მე-2 ტაიმის დებიუტში მასპინძლებმა შტურმის მოწყობა სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. მათ წინახაზელებს ძალიან უჭირდათ დედაქალაქელთა მობილური შუახაზისა და დაცვის წინააღმდეგობის დაძლევა. მე-60 წუთზე, უხეშად შეცდა თავის საჯარიმოში კოლხი მახვილაძე, მაგრამ სიხარულიძემ საჩუქარი ვერ შეირგო - ახალგაზრდა დინამოელმა 5 მეტრიდან ბურთი ხარიხას მოარტყა. 65-ე წუთზე, გველესიანმა ერთი შეხედვით უწყინარი ჩაწოდება განახორციელა მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ ბურთმა უცნაური ტრაექტორია მოხაზა და ლორიას ძალიან გაუჭირდა მისი აღება. როცა კიპერმა ბურთი დაიჭირა, მთელი ტანით კარს შიგნით იყო, მაგრამ ბურთი ხელებით ხაზს გარეთ ჰქონდა გამოტანილი. სტადიონზე შეკრებილები გოლს ითხოვდნენ, თუმცა, არბიტრმაც და ასისტენტმაც სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს. ცოტა ხანში, თავის გამოჩენის შანსი კვლავ ჯიქიას მიეცა, თუმცა, რეზომ ჯოჯუას კარგი გადაცემა ვერ გამოიყენა.
თამაშის მიწურულს კოლხები კიდევ ერთხელ შეცდნენ მოედნის შუაგულში, რითაც კარგად ისარგებლა ჯიუსმა. კამერუნელმა მაღალი სისწრაფე აკრიფა და მეურვეების ჩამოშორებაც იოლად მოახერხა. საჯარიმოში შეჭრილმა კი, მოედანზე ახლადშესულ დავით მუჯირს 100%-ანი საგოლე გადაცემა გაუკეთა. "მუმუმაც" ხელახალი დებიუტი მშობლიურ კლუბში გოლით აღნიშნა. მართალია, ის, ჯერჯერობით, სასურველ ფორმაში ვერაა, მაგრამ "დინამოს" მესვეურები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.
დარჩენილ დროში რაიმე ღირებული "ფაზისზე" აღარაფერი მომხდარა...
კახი კაჭარავა ("დინამო"): "უპირველესად, ვულოცავ ფოთელებს ქალაქში დიდი ფეხბურთის დაბრუნებას. ზედიზედ მესამე გასვლა ვითამაშეთ და მცირე დაძაბულობა გვქონდა. აქ მოგება ყველა გუნდს გაუჭირდება, სასიხარულოა, რომ კარგად ვითამაშეთ და 3 ქულის მოპოვება შევძელით".
ბესიკ შეროზია ("კოლხეთი"): "ვფიქრობ, სწრაფმა გოლმა ჩემს ბიჭებზე ცუდად იმოქმედა. "დინამოსთვის" ფორის მიცემა, თითქმის წაგების გარანტიაა. მთლიანობაში, ცუდად არ გვითამაშია, უბრალოდ, საგოლე მომენტების რეალიზება ვერ შევძელით, ხოლო მეტოქემ ამ კომპონენტში თავი ჩვენზე მეტად წარმოაჩინა".
11.09. 16:00 ფოთი. "ფაზისი". 3000 მაყურებელი
"კოლხეთი" – "დინამო" 1:3 (1:2)
"კოლხეთი": გიზო შენგელია, ჭითანავა (ცხვიტარია, 86), მახვილაძე, ინწკირველი, გველესიანი, თედიაშვილი (გულუა, 76), ჯოჯუა, გვალია, რევაზ ჯიქია, სიჭინავა, სილაგავა (ციცხვაია, 46).
მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
"დინამო": ლორია, კახელიშვილი, თომაშვილი, კაკუბავა, ხმალაძე, კოშკაძე, ნიკოლოზ ფირცხალავა (ლილუაშვილი, 62), გავაშელიშვილი (მუჯირი, 73), ჯიუსი, რობერტინიო, ზვიად მეტრეველი (სიხარულიძე, 46).
მწვრთნელი: კახი კაჭარავა
გოლები: 0:1 ხმალაძე (7), 1:1 გვალია (26), 1:2 კოშკაძე (38), 1:3 მუჯირი (82)
გაფრთხილება: რობერტინიო (13), ფირცხალავა (44), ლორია (45), მეტრეველი (45), ჯოჯუა (55).
არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი
ზაზა ლეთოდიანი ფოთიდან
http://worldsport.ge/Read.aspx?news=10485&lang=1 This post has been edited by acdachi on 12 Sep 2010, 12:29