დინამოელები შვედეთში მიემგზავრებიან - 13.07.2010
დინამოელები 15 ივლისს შვედეთის გეფლესთან უეფას ევროლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავენ. მატჩი სტოკჰოლმის რასუნდას სტადიონზე თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.
დინამოელები შვედეთში დღეს ღამით თბილისი-რიგა-სტოკჰოლმის ავიარეისით გამეგზავრებიან და შვედეთის დედაქალაქში სასტუმრო ამანიში დაბინავდებიან. ჩვენი გუნდი ასეთი შემადგენლობით მიემგზავრება: გიორგი ლორია, ბექა შეყრილაძე, გიორგი კახელიშვილი, გულვერდ თომაშვილი, ლევან კაკუბავა, ლევან ხმალაძე, გიორგი გველესიანი, ედნილსონი, დონალდ ჯუისი, ნიკოლოზ ფირცხალავა, რობერტინიო, ალექსანდრე კოშკაძე, გიორგი თექთურმანიძე, მათე ვაწაძე, ზვიად მეტრეველი, ირაკლი ლექვთაძე, გიორგი მამუჩაშვილი.
ჩვენმა მეტოქემ, რომელიც ჩემპიონატში 14 ტურის შემდეგ, 16 ქულით მე-11 პოზიციაზეა, კვირას თასის მეოთხედფინალში დამატებით დროში 1-3 წააგო სტუმრად კალმართან.
მიმაგრებული სურათი