ს.კ. “ჩხერიმელას” გულშემატკივრების მიმართვა სამსაჯო კომიტეტს
30 სექტემბერს,ხარაგაულის სტადიონზე გამართული ჩხერიმელა – გაგრას მატჩის არბიტრის მიერ დამატებული 7 წუთი საბოლოოდ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის,რომ ჩხერიმელას კარში გოლი გასულიყო.
ხარაგაულის “ჩხერიმელას” გულშემატკივრების სახელით მინდა მივმართო სფფ–ს სამსაჯო და სადამკვირვებლო განყოფილებას და სამსაჯო კომიტეტს მოახდინოს ამ მატჩზე დაფიქსირებული ინციდენტების გამოძიება და სათანადოდ დასაჯოს მატჩის არბიტრი.
სამწუხაროდ მატჩის სრული ვიდეორეპორტაჟი “ჩხერიმელას” არ გააჩნია,მატჩს სრულად იღებდა საფეხბურთო კლუბ გაგრას ოპერატორი.
მინდა ვთხოვო სათანადო ინსტანციას,განიხილინ აღნიშნულის ფირი და მოახდინონ გამოძიება პენალტის დანიშვნასთან დაკავშირებულ სადაო მომენტზე და თუ რამდენი წუთი გადააჭარბა არბიტრმა ოფიციალურად დამატებულ სამ წუთს.
სადაო მომენტების აღწერა:
22′: “გაგრა” მარჯვენა ფლანგიდან ახორციელებს შეტევას.მათი ფეხბურთელი საჯარიმოში შედის,ორთაბრძოლის დროს მცველმა ვარდნაში ბურთის გადაგდება მოახერხა,შემდეგ შემტევსაც მოარტყა ფეხი,რომელიც ამ დროს უკვე მოედნის გარეთ იმყოფებოდა,მსაჯმა ეს ყველაფერი საჯარიმოს შიგნით დაინახა და ერთობ საეჭვო პენალტი დანიშნა ჩხერილელას კარში
90′: მეოთხე სათადარიგო მსაჯმა დამსწრე მაყურებელს აჩვენა,რომ ძირითად დროს დამატებული იყო 3 წუთი
97′

!) უკვე ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა,რომ სანამ გაგრა ანგარიშს არ გაათანაბრებდა,მსაჯი მატჩის დამთავრებას არ აპირებდა.ყველა საათს უყურებდა და ყველა აღნიშნავდა,რომ მატჩის დამატებულ 3 წუთს მინინუნ ერთი იმდენი გადაამეტა არბიტრმა.
“გაგრა” მასირებულ შეტევებს ახორციელებდა,თუმცა “ჩხერიმელას” მცველები კარგად იცავდნენ თავს.
…მარცხენა ფლანგზე გვერდითმა არბიტრმა აუტი აჩვენა გაგრელთა სასარგებლოდ,თუმცა საბოლოოდ ეს აუტი მთავარმა არბიტრმა ჯარიმად გადააკეთა და ბურთის საჯარიმოში ჩაწოდების საშუალება მისცა,რაც საბოლოოდ საბედისწერო არმოჩნდა,და შავკანიანმა ოვონიკოკომ თავით გაათანაბრა 97–ე წუთზე.
http://chkherimela.fanebi.com/?p=236#more-236
მიმაგრებული სურათი