“მერანი” “ბენდელას თასზე” გოლგაუშვებელია
მორიგი მატჩი ჩატარდა აფხაზეთის ომის გმირის, ზაზა ბენდელიანის ხსოვნის ტურნირზე. “ა” ჯგუფში დაუმარცხებელ და “მშრალ” სერიას აგრძელებს მარტვილის “მერანი”. მალხაზ ჟვანიას გაწვრთნილი გუნდი ზესტაფონში თბილისურ “ველაჯიო-ავაზას” შეხვდა და 6 უპასუხო გოლი გაუტანა. დუბლები შეასრულეს გიგა ამბროლაძემ და კოტდივუარელმა ტაპემ, ლაშა კუჭუხიძემ და ნიკა დარჯანიამ კი თითო გოლი მიითვალეს.
ამ ჯგუფიდან, ნახევარფინალში გასვლასთან ყველაზე ახლოსაა ცხინვალის “სპარტაკი”, რომელიც კვირას, რევაზ ძოძუაშვილის საერთაშორისო აკადემიის გუნდს ეთამაშება. მეორე საგზურისთვის გადამწყვეტი ორთაბრძოლა კი, 2 თებერვალს ზესტაფონში შედგება. აქ, ადგილობრივი გუნდის დუბლშემადგენლობა, “მერანთან” გაარკვევს, გააგრძელებს თუ არა საპატიო თასისთვის ბრძოლას.
შეგახსენებთ, რომ გათამაშების შემდეგ ეტაპზე, ჯგუფებში I-II ადგილზე გასულები ითამაშებენ. ნახევარფინალები 4 თებერვალსაა დაგეგმილი, ხოლო III ადგილისათვის და ფინალური მატჩები 6 თებერვალს ჩატარდება.
“ა” ჯგუფი
1. “სპარტაკი” 3 2 1 0 7-3 9
2. ”მერანი” 3 2 1 0 8-0 8
3. ”ზესტაფონი-2” 3 2 0 1 9-7 7
4. ”აკადემია” 2 0 0 2 1-6 0
5. “ველაჯიო-ავაზა” 3 0 0 3 4-13 0
შენიშვნები: - მატჩის ფრედ დამთავრების შემთხვევაში, გუნდები პენალტების სერიაში ეჯიბრებიან. მოგებულ გუნდს 2 ქულა ემატება, წაგებულს - 1;
- დიდი ანგარიშით (3 და მეტბურთიანი სხვაობით) მოგების შემთხვევაში, გუნდს 4 ქულა ემატება.
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=15783〈=1