ოზურგეთის `მერცხალის~ ადმინისტრაცია ადგილობრივი ხელისუფლებისაგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებაში დახმარებას ითხოვს.
ამის შესახებ განცხადება, გასული კვირის პარასკევს, კლუბის ადმინსიტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე `მერცხალის~ დირექტორმა, ხარიტონ ჩხატარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით ოზურგეთში საკლუბო ფეხბურთის წარმატებისათვის აუცილებელია-მწვრთნელთა განათლებაზე ზრუნვა, სოფლებში საფეხბურთო ტრადიციების აღდგენა, სარეზერვო გუნდის მონაწილეობა რეგიონლიგაში და საფეხბურთო სკოლის ჩამოყალიბება.
`რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ამაში პირველ რიგში სტადიონის კეთილმოწყობასა და გუნდისათვის სავარჯიშო ბაზის მშენებლობას ვგულისხმობ~-დაგვიკონკრეტა კლუბის დირექტორმა. `მერცხალის~ წარმატებებზე და მისი უმაღლეს ლიგაში გადასვლაზე ფიქრი ამ პრობლემების მოგვარების შემდეგ სავსებით რეალურია. აღნიშნა ჩხატარაშვილმა.
დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე `მერცხალის~ მიზანი მოახლოებულ გათამაშებაში კვლავ ძველი რჩება: `პირველ ლიგაში ადგილის სენარჩუნება.~
`მესმის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების სრულფასოვნად მოგვარება სერიოზულუ ინვესტორის გუნდში მოსვლამდე თითქმის შეუძლებელია, თუმცა ბოლო დროს ადგილობრივი ხელისუფლებიდან კლუბისადმი გამოჩენილი ყურადღება იმედს გვიტოვებს, რომ მუნიციპალიტეტი მის ხელთარსებული შესაძლებლობებით კლუბს ძველებურად დაეხმარება.~ დასძინა ბატონმა ხარიტონმა და ამის ნათელ დადასტურებად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გია ტაკიძის `მერცხალში~ სტუმრობა დაასახელა.
ოზურგეთის `მერცხალი~ და ლანჩხუთის `გურია~ სეზონს ტრადიციულად სათასო მატჩებით გახსნიან. პირველ წრეში ოზურგეთელები სახლში უმაღლესში აღზევებულ ქუთათურებს, 24 აგვისტოს, დაუხვდებიან, ხოლო ლანჩხუთლები წალენჯიხაში, I ლიგაში გადმოსულ `სქურს~ ეახლებიან.
კენჭისყრის შედეგად ერთმანეთს შეხვდნენ: 24 აგვისტო
“სამგურალი” (წყალტუბო) – “მერანი” (მარტვილი); “გორი” – “ლოკომოტივი” (თბილისი); “ზოოვეტი” (თბილისი) – “სიონი” (ბოლნისი); “ნორჩი დინამო” (თბილისი) – “გაგრა”; “იმერეთი” (ხონი) – “ბაია” (ზუგდიდი); “ჭიათურა” – “სამტრედია”; “მერცხალი” (ოზურგეთი) – “ტორპედო” (ქუთაისი);
25 აგვისტო “ივერია” (ხაშური) – “სპარტაკი” (ცხინვალი); “ადელი” (ბათუმი) – “კოლხეთი” (ფოთი); “სქური” (წალენჯიხა) – “ლანჩხუთი” (გურია); “მეშახტე” (ტყიბული) – “ჩიხურა” (საჩხერე); “კოლხეთი” (ხობი) – “დინამო” (ბათუმი)
აღნიშნულის ეტაპის გამარჯვებულებს ერთი მატჩი გაარკვევს. თამაშები 16:30 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება I ლიგის გათამაშებას, მას ოზურგეთელები 29 აგვისტოს უმაღლესიდან დაქვეითებულ `ლოკომოტივთან~ მატჩით ხსნიან, ხოლო ლანჩხუთის `გურია~ ორი დღის შემდეგ, 31 აგვისტოს საკუთარ `ევგრაფი შევარდნაძეზე ხონის იმერეთთან დაპირისპირებიტ იწყებს
I - წრე - სექტემბერი 1 ტური -29 აგვისტო, კვირა
.ლოკომოტივი (თბილისი)-მერცხალი(ოზურგეთი)
31 აგვისტო, სამშაბათი .გურია (ლანჩხუთი)-ხონი (იმერეთი)
2 ტური-8 სექტემბერი, ოთხშაბათი.დინამო ბთ-გურია მერცხალი-ადელი
3 ტური-13 სექტემბერი, ორშაბათი.სამგურალი-მერცხალი.გურია-ჭიათურა
4 ტური-17 სექტემბერი, პარასკევი.ნორჩი დინამოელი-გურია.მერცხალი-კოლხეთი 5 ტური-23 სექტემბერი, ხუთშაბათი .გაგრა-მერცხალი.გურია-ჩიხურა
6 ტური-30 სექტემბერი, ხუთშაბათი.მერცხალი-მეშახტე 1 ოქტომბერი, პარასკევი .სქური-გურია
http://guriismoambe.com/index.php?option=c...83%98&Itemid=55