“ჩიხურამ” შანსი დაიბრუნა
ეროვნული ჩემპიონატის პირველლიგელთა გათამაშების XXVII ტურში 5 შეხვედრა გაიმართა. მორიგი გამარჯვებები იზეიმეს ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებმა – “მერანმა” “ადელს” (2:0) და ბათუმის “დინამომ” “მერცხალს” (3:1) შინ მოუგო, “დილამ” კი, სტუმრად იმარჯვა. გორელებმა ჭიათურაში 3:0 მოიგეს და ძველი პოზიციები შეინარჩუნეს. თუმცა, შიდაქართლელებს, რომლებიც უმაღლეს ლიგაში დასაწინაურებელ ფლეი ოფში თამაშის უფლების მოპოვებაზე აცხადებენ პრეტენზიას, “მშვიდად ყოფნის” ნაკლები საშუალება აქვთ. ჩვეულ ადგილს იბრუნებს “ჩიხურა”, რომელმაც ხობის “კოლხეთს” უმასპინძლა და 5:1 სძლია. სხვათა შორის, ამ მატჩამდე, საჩხერეში გამართული მატჩის ორივე მონაწილეს, ზედიზედ 5-5 შეხვედრა ჰქონდა მოგებული.
ხობელთა მარცხით ისარგებლა ლანჩხუთის “გურიამ”, რომელიც თბილისის “ლოკომოტივს” შინ დაუხვდა და 1:0 მოუგო. ამით “გურია” მე-6 ადგილს დაუბრუნდა, რომელიც კარგა ხანს არავისთვის არ ეთმობოდა. საინტერესო დერბი შედგა ხონში, სადაც ადგილობრივი “იმერეთისა” და ხარაგაულის “ჩხერიმელას” დაპირისპირება ნულოვანი ფრით დასრულდა.
გამოტოვებული მატჩების ჩატარების გამო, ტურის დარჩენილი შეხვედრები 14-15 აპრილზე გადანაწილდა, რომელთაგან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს თბილისში, კერძოდ კი ისანში მდებარე “მერანზე”, “გაგრასა” და ხობის “კოლხეთის” პაექრობა. მატჩი აპრილისთვის ტრადიციულ 16:00 საათზე დაიწყება.
გამოტოვებული მატჩები, 11 აპრილი
მეშახტე - ნ. დინამო 0:0 (3:2)
ჩიხურა - კოლხეთი (ხ) 5:1 (1:0)
XXVII ტური, 13 აპრილი
ჭიათურა - დილა 0:3 (I წრე 1:2)
დინამო (ბთ) - მერცხალი 3:1 (3:0)
გურია - ლოკომოტივი 1:0 (0:0)
იმერეთი - ჩხერიმელა 0:0 (1:2)
მერანი - ადელი 2:0 (3:0)
14 აპრილი
გაგრა - კოლხეთი (ხ)
15 აპრილი
მეშახტე - სამგურალი-2009
ნ. დინამო - სქური
ჩიხურა ისვენებს თ მ ფ წ ბ ქ
1 გაგრა 25 18 5 2 59-15 59
2 მერანი 26 17 7 2 48-11 58
3 დილა 26 15 8 3 48-20 53
4 ჩიხურა 25 16 4 5 48-21 52
5 დინამო (ბთ) 25 14 7 4 53-13 49
6 გურია 26 12 3 11 44-48 39
7 კოლხეთი 24 10 9 5 26-23 39
8 ჩხერიმელა 25 6 10 9 29-38 28
9 მერცხალი 25 7 6 12 37-55 27
10 სამგურალი-2009 24 7 5 12 29-47 26
11 იმერეთი 25 7 3 15 23-35 24
12 ნ. დინამო 24 7 2 15 27-50 23
13 მეშახტე 23 6 5 12 26-36 23
14 ჭიათურა 25 6 5 14 22-56 23
15 ლოკომოტივი 25 6 5 14 25-39 23
16 სქური 24 6 4 14 22-40 22
17 ადელი 25 6 2 17 26-45 20
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=18989&lang=1