მე მგონი წესებს არ ვარღვევ. თუ დავარღვიე ეს ერთი მაპატიეთ
http://www.georgiansport.com
მოკლედ
მიზანია ქართული სპორტის პოპულარიზაცია. გულშემატკივართა დაბრუნება სტადიონებზე თუ სხვადასხვა სპორტულ დარბაზებში დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხდება ამა თუ იმ სპორტის სახეობის პოპულარიზაცია ქვეყანაში და ჩვენც შევეცდებით მცირე წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში.
ძალიან კარგია როცა ამდენი უცხოური გუნდის ფან-კლუბი და ქართული ფან-საიტები არსებობს, მაგრამ რატომ არ უნდა გვქონდეს ქართული სპორტის მხარდამჭერი თუნდაც ფორუმი?
რაც შეეხება თვითონ ფორუმს. ეს ფორუმი მე თვითონ დავაყენე ყოველგვარი სპეციალისტის დახმარების გარეშე, ამიტომ სრულად გაქართულებული არაა. გპირდებით რომ ნელ-ნელა დარჩენილ ნაწილსაც გავაქართულებ. ასევე მკაცრად ნუ განმსჯით დიზაინისთვის, ესეც ჩემი დაყენებულია, არაპროფესიონალის. შესაძლოა კიდევ სხვა პატარ-პატარა შეცდომებიც იყოს, რომელთაც გამოვასწორებ მალე.
ძალიან მინდა რომ გულშემატკივარი დაუბრუნდეს სტადიონებს! სწორედ ამ მიზეზით გადავწყვიტე ამ საიტის გახსნა. შემოგვიერთდით! ერთად დავუბრუნოთ გულშემატკივრები სპორტულ ასპარეზობებს!!!
პატივისცემით - ქართული სპორტის ერთ-ერთი რიგითი გულშემატკივარი და საიტის ადმინისტრატორი .......

პ.ს.
თუ ვინმე საჭირო რჩევებით დამეხმარება ძალიან მადლობელი დაგრჩებით
პ.პ.ს.
შეაფასეთ, მაგრამ მთლად მიწასთან ნუ გამასწორებთ კრიტიკული პოსტებით
hattrick.org. ==> FC_Dinamo Tbilisi
---
buzzerbeater.com ==> Tbilisi Hawks