Selhurst-ი ძირითადად საბრძოლო არენა ხდება ხოლმე Norwich-ისთვის, ისევე როგორც Coventry-სთან გასვლა, მაგრამ ბევრის გასაკვირად ბოლო უქმეებზე მათ შეძლეს
და გამარჯვება მოიპოვეს (2:1).
Palace-ი ამ წელიწადში წვალებით მიიწევს წინ და ძალზედ არიან დამოკიდებულნი Ambrose-ზე, შეტევის მთავარ სულისჩამდგმელზე. როცა ის თამაშობს Palace-ი ბევრად ძლიერად
გამოიყურება. სავარაუდოდ Palace შეძლებს გოლის გატანას, ისევე როგორც Norwich-ი.
ტრავმირებულია რამოდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის: Wes Hoolahan (ნახევარმცველი), რომელსაც ცვლილებაზე შემოსვლის შემდეგ მოუწია თამაშის შეწყვეტა ფეხის ტრავმის გამო,
Crofts-ი (ნახევარმცველი) ცუდად გრძნობდა თავს და არ უთამაშია Coventry-ის წინააღმდეგ, Henri Lansbury, რომელსაც კოჭი აქვს გასიებული, ასევე კოჭის ტრავმა აქვს
Coventry-სთან თამაშის შემდგომ Russel Martin-საც (მარჯვენა მცველი).
ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ მარცხენა მცველი Drury კვლავ არ დაბრუნებულა. ასევე რამოდენიმე სათადარიგო მოთამაშეს აქვს ტრავმა, როგორებიცაა:
Steven Smith, Zak Withbread და ასე შემდეგ;
Norwich-ი ცოტათი შესუსტებული ჩანს. მაგრამ, 5 მოგება, 4 ფრე და მხოლოდ 2წაგება 11 გასვლით თამაშში საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება და იმაზე მიგვითითებს, რომ
Norwich ყველა მატჩში მოგების მოსაპოვებლად გადის.
Coventry-ს წინააღმდეგ მათ დაიწყეს 3 ფორვარდითა და 1 შემტევი ნახევარმცველით. და ამ განლაგებამ შედეგი გამოიღო. Coventrys-ს წინააღმდეგ Norwich-ი უპირატესობას
სწრაფ და გრძელ პასებს ანიჭებდა.
Crystal-ის საშინაო მონაგარი ასეთია: 5 მოგება 2 ფრე და 4 წაგება, ბურთების შეფარდება 15 - 13. Norwich-ის მიერ ნაჩვენები შედეგი გასვლით მატჩებში ასეთია: 5 მოგება 4 ფრე
და 2 წაგება.ბურთები 16 - 13. Crystal Palace-მა ბოლო მატჩი Nottingham-თან მისსავე მოედანზე დათმო ანგარიშით 0-3. Norwich-მა კი, როგორც უკვე მოგახსენეთ ასევე
გასვლით შეხვედრაში დაამარცხა Coventry.
ყველა ზემოთხსენებულიდან გამომდინარე სავარაუდოდ ორივე გუნდი მოახერხებს გოლის გატანას.
FACEBOOK-ზე დაგვამატეთ რა
Premium Bet
აუ ეს ნახეთ
This post has been edited by FloRenCiaN on 25 Dec 2010, 21:18
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)