რუსეთის საპატრიარქო რუს ქალებს მოუწოდებს, კავკასიელი მამაკაცების პროვოცირებისგან თავი შეიკავონ
მოსკოვის საპატრიარქო რუს ქალებს ურჩევს, კავკასიელი მამაკაცების პროვოცირებისგან თავი შეიკავონ . ამის შესახებ გამოცემა "ნიუსლენდი" იუწყება.
როგორც რუსეთის საპატრიარქოს საზოგადოებისა და ეკლესიის ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ვსევოლოდ ჩაპლინმა განაცხადა, თუ რუს ქალბატონს მინი-კაბა აცვია, მას შეუძლია არა მხოლოდ კავკასიელი, არამედ რუსი მამაკაცის პროვოცირება. "ამასთან, თუ ეს ქალბატონი ნასვამია და აქტიურად მოუწოდებს მამაკაცებს კონტაქტისკენ, შემდეგ უკვირთ, რომ ეს კონტაქტი ძალადობით მთავრდება", – განაცხადა რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა.
მამა ვსევოლოდმა რუს ქალბატონებს მოუწოდა, გარეგნულ მხარეს სერიოზულობით მიუდგნენ. "ჩვენი ქალბატონების გარეგნული მხარე სერიოზული თემაა, რომელიც განხილვას საჭიროებს", – აღნიშნა საპატრიარქოს წარმომადგენელმა.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/15...-sheikavon.htmlფრიად საინტერესო საკითხია