5.8 მაგნიტუდის მიწისძვრა საკმაოდ სერიოზულია, ღმერთმა დაგვიფარა რომ მსხვერპლი და ნგრევა არ იყო.
ეს ორი კვირა კიდევ იქნება პატარ-პატარა რყევები, მაგრამ საშიში არა მგონია რომ განმეორდეს.
წინა გვერდებზე დაიწერა, რომ 8 ან 9 იქნებოდა ვანშიო, მაგ სიმძლავრის მიწისძვრას ვერაფერი ვერ გადაურჩებოდა, მაგ სფეროში ვმუშაობ და ვიცი. შარშან 27 თებერვალს იყო ჩილეში 8.8 სიმძლავრის და გაანადგურა ყველაფერი იმ რეგიონებში, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ჩილეს მიწისძვრის სურათები და ვიდეოები და საკუთარი ყურით მაქვს მოსმენილი მსოფლიოს წამყვანი სეისმოლოგების და ექსპერტების მოხსენებები მაგ მიწისძვრის შესახებ, ეგ სიმძლავრე არის კატასტროფული და მიწასთან გამასწორებელი, ღმერთმა ქნას რომ არათუ საქართველოში, არსად არ მოხდეს მსგავსი საშინელი მიწისძვრა.
მაკედონიაში სექტემბერში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის დროს ჩემს მიერ გადაღებულ რამოდენიმე სურათს შემოგთავაზებთ სადაც ჩანს ჩილეში 8.8-სიმძლავრის მიწისძვრის შედეგები:


