აბა წავიდა ესემეს.. ფუ, გამოცანებიი

1. სულ პატარაა სულ ციცქნა
ბურთს გვითამაშებს იორღით,
გამყრელიძეა გვარად და
სახელად - - - - - - - - - -
2. ბურთს ჯარიმით თუ წაართმევ
როცა ფარქვეშ გართულია,
არც მსაჯს უთმობს არც მეტოქეს
კაპიტანი - - - - - - -
3. რა სამიანი ჩააგდო
რა დედამ შობა ეს შვილი,
მეტოქის კალათს ბოლს ადენს
მანუჩარ - - - - - - - - - - -
4. მატჩის ბოლოს აფეთქდება
რა წაიღო ამან ტვინი,
ბურთს ჩააგდებს ცხრა მეტრიდან
ჩვენი ზანგი - - - - - - - - - -
5. აღარ ენდობა იგორა
და სკამზე გვერდით მოისვა
ფეხს ფეხზე რომ გადაიდებს
ეგერ ეგ არის - - - - -
6. წლეულს ვოვა შეგვიცვალა
მშვენიერი შემტევია
მამამისი სპილო არის
ვინ იქნება? - - - - - - - -
7. სამქულიანს რომ გაისვრის
ყველა ძრწოდეს მისი შიშით
თუ დაგვჭირდა სკამიდანაც
ბურთს ჩააგდებს - - - - - - - - - -
8. მერე რა, თუ ბურთს დაკარგავს
პასს გააკეთებს ჯინაზე,
ფარს გადაუფრენს ბუსავით
ნეტავ ვინ არის? - - - - - - -
9. სანამ ჯამლეთასთან გახლდათ
მაშინ იყო ემადინი
საბერძნეთში ვოლვო გახდა
ვინ იქნება? - - - - - - - - -
10. ვაი, ჩვენსკენ ვიღაც მოქრის
აბა ბიჭო განი მივცეთ,
გადაგვიფრენს, დაგვატენის
სუპერ - - - - - - - - - - - - - -
11. პატარაა, გაიზრდება
დაგვჭირდება შეტევებში
მომავალი ვარსკვლავია
ვაჟა-ნიკა - - - - - - - - -
12. იგორას იარაღია
საიდუმლო და ჩუმ-ჩუმი
სადაც არ ველით სწორედ იქ
გამოჰყავს - - - - - - - - - -
13. ჰიმნის დროს ჩხირს ახრამუნებს
არ გამოგვადგა მგონი
და დამკვირვებლად ვიყენებთ
ნეტავ ვინ არის? - - - - -
14. ვიკამ მოხსნა და ჩატენა
ბრავო შერმადინს, დავეცი!
ასეთ კომენტარს აკეთებს
ჩვენი ბებერი - - - - - - -
15. ევროპის ჩემპიონატზე
ჩვენს გუნდს მიათრევს მიწოლით,
სერიოზული მწვრთნელია
გაუცინარი - - - - -
პ.ს. თუ მთლად დალაგებული რითმები ვერ გამომივიდა არ დამცინოთ, ტაბიძე არ ვარ, ხატისაშვილი ვარ