ამდენი სად გვიფრენია
საგაისო "ევრო ბასკეტის" შესარჩევის მერვე რაუნდში რომ ვიუქმეთ, რიცხვობრივად გადავამოწმეთ ვარაუდი, შედეგებზე ფრენის სიშორე ფრიად ზეგავლენას ახდენს და ამად ევროპის აღმოსავლეთ კიდეზე მდებარე საქართველო სხვებზე მეტად იჩაგრებაო.
<< გამართული + ცხრილები + გასამართი @ საქ დროით
<< წინა რაუნდების შემდეგ: 1 2 3 4 5 6 7
ერთხელაც ვიტყვით, ვერ ვიხსენებთ შემთხვევას, ჩვენს მობურთალთა გუნდს, თვეზე ნაკლებ დროში, მიმოსვლით რვა მატჩი გაემართოს. რა თქმა უნდა, მეტისმეტი ფრენის გამო არც მეტოქეებს ულხინთ, მაგრამ თუ შევადარებთ კილომეტრაჟს, დავრწმუნდებით, რომ ჩვენზე უარეს დღეში მხოლოდ პორტუგალიაა, ბულგარეთი და პოლონეთი კი შუა ევროპაში რომ სუფევენ, ნაკლებს მოგზაურობენ.
განრიგი როგორი შეგვხვდა, მაგაზე მსჯელობით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ თუ ჩვენს მატჩებს გავყვებით, შევნიშნავთ, რომ ექვსივე (!) იმ გუნდმა მოიგო, ვისაც მის წინ ნაკლები ეფრინა. ისე არ გაგვიგოთ, თითქოს საბურთაო კლასის მნიშვნელობასა და მოედნის ფაქტორსაც ვაკნინებდეთ, მაგრამ ეგეც უდაო ფაქტია, რომ ფრენით გათანგვა ასეთ დაძაბულ ტურნირში ანგარიშ-გასაწევია.
დაღლილობა შეგვეტყო
სტარტზე მივიღეთ 2141 კილომეტრზე ნაფრენი პოლონეთი და 19 ქულით დავანგრიეთ. მერე 3229 კილომეტრზე ჩავაკითხეთ ნაუქმარ ბელგიას და 10 ქულით წავაგეთ. შემდეგ გვიწია უქმობამ და 16 ქულით ვძლიეთ პორტუგალია, ვისაც ნამგზავრი 2914 კილომეტრით მეტი დაგროვებოდა, პირველი წრის ფინიშზე კი გარეთ 4 ქულით ვაჯობეთ ბულგარეთს, რაკი მასზე 580 კილომეტრით ნაკლები გვეხეტიალა.
ბულგარეთიდან გავუტიეთ პოლონეთისკენ და იმათ რომ 2495 კილომეტრი ჰქონდათ ფორად, 9 ქულით მოგვიგეს, რაც სტრატეგიულად ხელს გვაძლევდა, მაგრამ უკვე შეგვეტყო დაღლილობა და შინ შეგვემთხვა კატასტროფა: ბელგიამ გამოიყენა 3217 კილომეტრიანი უპირატესობა და 23 ქულით მოგვსრა, მაგრამ თავადაც ისე წახდა, რომ შინ მიბრუნებული პორტუგალიასთან ერთით აგებდა სირენამდე 45 წამით ადრე. არადა, ზურგს 9096 კილომეტრი უმაგრებდა.
მეორე რეალურია
ახლა ის ვიკითხოთ, რა გველის ფინიშზე. ჩარტერი (კერძო რეისი) დიდებული რამაა. პორტუგალიას ნაუქმარიც ვხვდებით და მასზე 6217 კილომეტრით ნაკლებიც გვექნება ნაფრენი, რაც მოგების შანსს გვმატებს, მაგრამ ძაან გვაფიქრებს სულ ბოლო მატჩი - შინ, ბულგარეთთან, რაღაი ნაგროვი კილომეტრაჟის სხვაობა 7866 იქნება, რაც შეიძლება გადაულახავი ბარიერი გამოდგეს.
ბედად, აქ შეიძლება იმან გვარგოს, რომ მაგ დროისთვის ბულგარეთს იმედი გადაწურული ექნება შინ, ბელგიასთან წაგების გამო. გასათვალისწინებელია ჩვენი, კავკასიური ჯიგარიც, ასე ძალუმად რომ ვლინდება კალათბურთელთა მოძმე ბორჯღალოსნების ბრძოლებში.
სხვაფრივ, ბელგიის ყოჩაღობის გადამკიდე, პულში ჩვენი პირველობა გამოირიცხა, მეორე ადგილზე გასვლა კი ჯერაც რეალურია, მაგრამ მაშინ შეიძლება ვერ გვეყოს პროცენტი, რომელიც ერთობ გავიუარესეთ ბოლო მატჩში. ერთი კია, გაისად კიდევ ვიბრძოლებთ ლიტვის ბოლო, მე-16 საგზურისთვის და შემდეგ ციკლსაც ამ დონიდანვე დავიწყებთ.
>> მონაწილეთა შედეგები კილომეტრაჟის მატების მიხედვით
2010
ბელგია
ბულგარ
საქართვ
პოლონთ
პორტუგ
02/08
უ
0
მ
2758
მ
0
წ
2141
წ
0
05/08
მ
0
უ
5381
წ
3229
მ
4508
წ
2618
08/08
მ
1483
მ
5381
უ
6458
წ
5734
წ
4998
11/08
მ
2966
წ
7095
მ
6458
უ
6787
წ
9372
14/08
წ
4011
წ
8809
მ
8229
მ
6787
უ
13746
17/08
უ
5056
მ
8809
წ
9282
მ
6787
წ
16504
20/08
მ
8285
უ
8809
წ
11502
წ
9208
მ
19127
23/08
მ
11514
წ
9711
უ
11502
მ
11500
წ
20610
26/08
.
13228
.
10613
.
15876
უ
11500
.
22093
29/08
.
14942
.
12384
.
20250
.
12584
უ
22093
ცხრილს რაღაც ჯანდაბა ეტაკა გაიშალა
This post has been edited by kobakaxeti on 25 Aug 2010, 15:13