მოკლედ, რაკიღა მთელი დღე სახლში უსაქმურად ვზივარ, დავითვალე ჩვენი გუნდის სრული სტატისტიკა მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე. ჰოდა მივიღე ყველა კომპონენტში "ყველაზე, ყველაზე"...

ყველაზე მეტი ორქულიანი ისროლა ფაჩულიამ. მან 70 ორქულიანი ისროლა და ზუსტად ნახევარი - 35 ჩააგდო. შემდეგ ადგილებზე არიან სანიკიძე (37/22), ცინცაძე (25/9), მარკოიშვილი (23/13), გრინი (23/13) და შენგელია (22/12)
პროცენტულად ორქულიანების საუკეთესო მსროლელია შერმადინი (15/11).
ყველაზე მეტი სამქულიანი ისროლა გრინმა (32/9). შემდეგ მოდიან მარკოიშვილი (29/11), ცქიტიშვილი (23/8), სანიკიძე (22/6) და ცინცაძე (21/5)
სამქულიანების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი აქვს შენგელიას (5/2)
ყველაზე მეტი ჯარიმა ისროლა ფაცულიამ (61/42). შემდეგ მოდიან გრინი (30/24), მარკოიშვილი (20/17), სანიკიძე (18/12) და შერმადინი (17/12)
საჯარიმო სროლების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი აქვთ ცინცაძეს და ცქიტიშვილს (7/6 ორივეს)
მოედანზე ყველაზე მეტი დრო დაჰყო ვიქტორ სანიკიძემ. იგი საშუალოდ 33,3 წუთს თამასობდა. შემდეგ მოდიან ფაჩულია (28,7), გრინი (28,3) ცინცაძე (26,3) და მარკოიშვილი (24,6)
ყველაზე მეტი შეცდომა (ბურთის დაკარგვა) აქვს ცინცაძეს (25). შემდეგ მოდიან ფაჩულია (22), სანიკიძე (11), მარკოიშვილი (10) , გამყრელიძე, შენგელია და გრინი (7-7).
ყველაზე მეტი შედეგიანი პასი გააკეთეს ცინცაძემ და გრინმა (17-17). შემდეგ მოდიან ფაჩულია (13), სანიკიძე (12), მარკოიშვილი და გამყრელიძე (7-7).
ყველაზე მეტჯერ მსაჯებმა დააჯარიმეს ფაჩულია (24). შემდეგ მოდიან გრინი (20), ცინცაძე (19), სანიკიძე (18), გამყრელიძე (15), მარკოიშვილი (13), შერმადინი (11) და შენგელია (10).
ყველაზე მეტი ჩაჭრა გააკეთა სანიკიძემ (11). შემდეგ მოდიან ცინცაძე, ფაჩულია და მარკოიშვილი (4-4)
ყველაზე მეტი დაფარება აქვს სანიკიძეს (7). მომდევნო ადგილებზე არიან შენგელია (5) და ფაჩულია (4).
This post has been edited by kobakaxeti on 29 Aug 2010, 15:21