ბ დივიზიონში ომარ კუკზე უკეთესი სტატისტიკა ქონდა.
პრინციპში ხო არ ჯობია ცინცაძე თუ ფორმაში შევა ელისი ვათამაშოთ ევროპაზე და მერე უკვე ახალი ნომინალური მსროლელი ვეძებოთ?
გრინი სუფთა გამთამაშებელია და რა ლოგიკაა მისი მსროლელის პოზიციაზე თამაში?
ბ დივიზიონში სამქულიანების რეალიზაციის ყველაზე მაღალი პროცენტი გვქონდა 44 !!!!!
ა დივიზიონში ყველაზე დაბალი - 30 !
მსროლელის პოზიციაზე ვათამაშებთ კაცს, რომელსაც ამ ამპლუისთვის დილეტანტის სროლა აქვს. ნორმალურია ეს?
ის არგუმენტი რომ გრინი უფრო მრავალფეროვანი მოთამაშეა (მეც პირადად მაგითი ვიიმედებდი თავს) არის აბსოლიტურად დილეტანტური. მრავალფეროვანი არის იმიტომ, რომ ნომინალური გამთამაშებელია და ნებისმიერ გამთამაშებელს მსროლელზე კარგი პასი და შესვლა აქვს. ეგეთი ლოგიკით ცინცაძეც ელისზე მრავალფეროვანია და ვათამაშოთ ცინცაძე მაშინ მსროლელად.
გრინს ვაცალოთ, ელისსაც უჭირდა თავიდანო არის მამალი ტყუილი. ნახეთ ელისის სტატისტიკა პირველ სეზონში. უჭირდა არა კვატი კოდე. ელემენტარულად როცა სასტარტო ხუთეული გამოდის მოედანზე შემდეგი შემადგენლობით: ცინცაძე, ზაზა, ვიკა, გრინი, შენგელია (ნუ გაისად ბოისა იქნება), ვისზე უნდა გაათამაშო კომბინაცია იმის იმედით, რომ სამიანი უეჭველი ჩავარდება? ბოისაზე? რეალურად სამიანებს ბოისა ყველაზე უკეთ ისვრის აქედან. ელემენტარულად ცინცაძესაც უფრო არ გაუადვილდება გათამაშება, თუ მოედანზე ერთდროულად მანუ და ელისი იქნება? მემგონი პატარა ბავშვიც მიხვდება, რომ როცა ელისია მოედანზე, პერიმეტრიდან გაცილებით დიდი საფრთხე ემუქრება მეტოქეს, რაც ასევე მაღლების წისქვილზე ასხამს წყალს. რეალურად ელისი უფრო მრავალფეროვანს ხდის გუნდის შეტევებს. კიდე ერთი სამწამიანში კარგად მოთამაშე იგროკი (შესვლებს ვგულისხმობ, რაც გრინის კოზირია) რად გვინდა, როცა ერთ-ერთი უძლიერესი წინა ხაზი გვყავს ევროპაში?
ბოლოს სტატისტიკა ილუსტრაციისთვის:
გრინმა 8 თამაშში 35-დან ჩააგდო 11 სამიანი. 31 პროცენტი. ელისმა 6 თამაშში 72 დან 38, ანუ 53 პროცენტი. ევროპაზე 45 პროცენტიც რო ჩააგდოს უკმაყოფილო დარჩება ვინმე?
This post has been edited by java83 on 11 Sep 2010, 16:57