2009 წლის ოქტომბერში, როცა დომენტიმ მითხრა საიტზე შენი მუშაობა არ მომწონსო და უნდა წახვიდეო, ვკითხე, რას მიწუნებ-მეთქი. იცით, რა მიპასუხა? კაკ მინიმუმ, დღეში ორი ნუსი (კორექტურა არ გეგონოთ, ზუსტად ეგრე თქვა) უნდა გამოქვეყნდესო. და თუ არაფერი ხდება-მეთქი? ეგ მე არ მეხებაო... ეხლა არათუ დღეში ორი ნიუსი, რაც ხდება იმასაც არ აქვეყნებენ (დასტურად, ბოლო სანაკრებო თამაშები) და თუ დებენ, ისეთი ენით, ოფიციალურ ვებ-გვერდს რომ არ შეეფერება.
ამ სირს გონია, რომ ისეთი ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, როგორიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა, ყოველდღე რაღაც უნდა გამოქვეყნდეს, თან ორჯერ. და ვერ ხვდება, რომ ასეთ საიტებზე, შეიძლება ერთ დღეში 10 ნიუსი გამოქვეყნდეს (რაც ჩემი იქ მუშაობის 4 წლის მანძილზე არაერთხელ მომხდარა) - როცა ნაკრებები თამაშობენ ან რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენაა, მერე კი ორმა-სამმა დღემ წყნარად ჩაიაროს. მე შენ გეტყვი და სფფ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციაა, რომ პრეს-ცენტრს მოცლა არ ჰქონდეს...
2009 წლის 1 ნომებრიდან მაგ საიტს აღარც გავკარებივარ, ჩემი ინიციატივით გაკეთებული ყველა ნაკრების სტატისტიკა (რაშიც, საბოლოო ჯამში, ფული არ გადამიხადეს) წამოვიღე და წამოვედი.
ყველაზე საინტერესო კიდე ისაა, რომ პაროლი, რომლითაც ვსარგებლობდი, არც შეუცვლიათ: ანუ, იდეაში შემიძლია საიტი ახლაც ვმართო და რაღაც ნიუსი გამოვაქვეყნო, რაღაც წავშალო.
- აქეთ ერთი ჩემი მეგობარი მოდის და ვითომ, ჩვენ სულ სხვა რამეზე ვლაპარაკობთ... (c) ”გიორგობისთვე”
- პანიკას არ აყვეთ, ბატონო ვასო! (c) ”ცისფერი მთები”
- ვოეე, ჯულიო, შე ჩემა! (c) ”სამოსელი პირველი”