რაც შეეხება იმას რატომ არ ვთვლი ქეცბაიას მაღალი დონის მწვრთნელად...
beshqenacolianiBeso19801. ყოველთვის ერთგვარი კომპლექსის და არასათანადო გამბედაობის "არამაღალიდონის" მქონე მწვრთნელები თავს არიდებენ მაღალი მიზნის დასახვას და ისინი არასოდეს არ გეტყვიან თქვენ რომ გუნდს აქვს დასახული უმაღლესი მიზნები!!!
ჩვენს შემთხვევაში დაუშვათ ჯგუფიდან გასვლა ან მეორე ადგილის დაკავება. ასეთი კატეგორიის მწვრთნელები ყოველთვის შემოიფარგლებიან რაღაც ზოგად მიზნებზე საუბრით და თავს არიდებენ პასუხისგებლობის აღებას. ხომ გეუბნები ვერასოდეს გაიგებ მათგან რომ ვთქვათ მიზინია ჯგუფიდან გასვლა!!!
ერთი შეხედვით თითქოს რა, მერე რამოხდა, მაგრამ ეს სინამდვილეში გუნდის საერთო განწყობას და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას მაგრად აკნინებს! შეუძლებელია ამ კონკრეტული მიზნის გარეშე მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა შემდეგ შეძლოს ფაქტიურად უკვე შეუძლებელი და იბრძოლოს ჯგუფიდან გასვლისათვის!!! არადა გამაგებინეთ, თუ ეს კონკრეტული მიზანი არ ექნება ჩვენს ნაკრებს და არ იბრძოლებს ამისთვის, მაშინ რისთვის ვიაროთ თამაშებზე?! რას უყუროთ?! უბრალო სტატისტის როლში ყოფნით დავკმაყოფილდეთ?!
beshqena განსაკუთრებით შენ მოგმართავ ამ წერილით რადგან საკმაოდ საინტერესოდ ჩამოაყალიბე ჩემთვის უმნიშვნელოვანესი რამდენიმე საკითხი, მაგრამ მინდა დაგანახო რომ უბრალოდ ცდები...
და სწორ და საერთო აზრამდეც ერთად მივიდეთ...
მაგალითად ნახე რა დაემართა წელს პარმას (14 წლიდან, 15 წელია უკვე მისი გულშემატკივარუ ვარ) ზუსტად ასე მთელი ჩემპიონატისწინა პერიოდი იძახეს რომ ამოცანაა სერია ა-ში ადგილის სენარჩუნებაო იმის მაგივრად ეთქვათ რომ ამოცანა ლიგის მეოთხე საგზურის მოპოვებაა და ამდენი არადადებითი პროგნოზების შემდეგ თავისივე განწყობით შექმნეს ის რეალობა სადაც არიან და იმის მაგივრად სულ ცოტა ევროპის ლიგის საგზურისთვის მაინც ებრძოლათ დღეს მართლა გასავარდნ ზონაში არიან! არადა პოტენციალით დიდი იტალიური ოთხეულის სემდეგ ნამდვილად არიან მაგრამ რად გინდა, ისეთი დამაკნინებელია ასეთი ამოცანის დასახვა მოთამაშეებისათვის რომ ისინი უკვე რისთვისაც სინამდვილეში უნდა იბრძოლონ ამაზე გადაწყობას ვეღარ ახერხებენ!!! ზუსტად ეს პრობლემა აქვს ქეცბაიასაც...
მან ფაქტიურად მიზნის არ მქონე "დაშლილი" ნაკრები ჩაიბარა და იმის ნაცვლად გუნდში განწყობა შეექმნა იმისი რომ შესაძლებელია ჯგუფიდან გასვლა დაიწყო საუბარი იმაზე რომ უბრალოდ ღირსეული გამოსვლაა საჭირო. არა!!! მე არ მჭირდება ღირსეული გამოსვლა და ღირსეული მარცხები, თუნდაც ბრძოლაში. მე მჭირდება უმაღლესი მიზნებისათვის ბრძოლა და წარმატებები!!! არადა ქართული ფეხბურთის რეალური პოტენციალი ამ ოპტიმისტური განწყობის არსებობის უფლებას ნამდვილად გვიტოვებს და თუნდაც ქეცბაია რომელიც ვიმეორებ ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელი იყო იატალიასთანაც, გერმანიასთანაც და ინგლისთანაც გამართულ შეხვედრებში მარტო ჩვენ ნაკრებში კიარა, 22 კაცში საუკეთესო იყო!!! აღარაფერს ვამბობ ქინქლაძის პოტენციალზე რომელიც ვფიქრობ კიდევ უფრო დიდი იყო ვიდრე ქეცბაიასი ან არველაძის!!! მე არ ვლაპარაკობ ჰაერზე და მაქვს რეალური საფუძველი იმისი რომ ვთქვა ჩვენ რეალურად შეგვიძლია ვიყოთ ერთ ერთი ყველაზე წარმატებული საფეხბურთო ქვეყანა !!! ბუნებრივია თავისი ეროვნული ნაკრებით და ზუსტად ნაკრებია ამათუიმ ქვეყნის საფეხბურტო სახე.
მოკლედ ქეცბაიას სერიოზული მინუსი მგონია მე არასათანადო ფსიქოლოგიური განწყობის სექმნა და ამით ფაქტიურად დასაწყისშივე იმის თქმა რომ ჩვენ არც უნდა ვიფიქროთ ჯგუფიდან გასვლაზე.
თქვენ შეიძლება თქვათ ახალი მწვრთნელი იყო და მივიდა დაშლილ გუნდში და ეგრევე ამ მიზანს როგორ დაისახავდაო, მაგრამ კონტრ შეკითხვას დაგისვამთ მაშინ. იუვენტუსი დღეს მიწასთან გასწორებულია ფაქტიურად და ვისაც მოუნდება ის უგებს, მაგრამ გეკითხებით ახალი სეზონი რომ დაიწყება რისთვის იბრძოლებს ეს გუნდი? რა იქნება მიზანი?! უბრალოდ მაშტაბებია სხვა და სხვა გუნდის მაგალითი მოვიშველიე თორემ რეალურად ჩვენც ქართველ გულშემატკივარსაც სხვა მეტი მიზანი არ უნდა გვაინტერესებდეს და არ უნდა ვცნობდეთ ისეთ მწვრთნელს რომელიც არ უსახავს გუნდს მიზნად ჯგუფიდან გასვლას!!!
შემდეგ..
2. თუნდაც მარტო იმიტომ რომ ასათიანს არ ათამაშებს გამთამაშებლად, ან ანანიძის ოდნავ უკან (საყრდენად მაინც) მარტო ეს მიზეზიც ჩემთვის საკმარისია იმის სათქმელად რომ ქეცბაია არ არის მაღალი დონის მწვრთნელი! სხვა სემთხვევაში ჩემთვის გაუგებარია არაამქვეყნიურად დიდი შესაძლებლობების მქონე ასათიანი როგორ შეიძლება არ ათამაშო შუაში (ნახევარდაცვის ცენტრალურ ნაწილში, ფაქტიურად გამთამაშებლად) გეუბნებით სრული პასუხისგებლობით ყველაზე ნაკლებად სასურველ ფორმაშიც რომ იყოს ასათიანი მინიმუმ 2-3 100%იან საგოლე პასს მაინც გააკეთებს თავდასხმელისთვის და თავისი საოცარი სიღრმიდან გაჭრებით და ბოლო პასით (შეგორებული პასით) აუცილებლად უდიდეს თავსატეხს გაუჩენს ნებისმიერი დონის გუნდს!!! განა ესეთ სასწაულს ის დაცვაში რას აკეთებს და რას ხედავს ასეთს ქეცბაია რომ ასათიანს გამთამაშებლად არ აყენებს!!! იქ ხომ 100 ჯერ უფრო დიდ სარგებელს მოუტანდა ის გუნდს!!!
3. ქეცბაიას გუნდი ჩემი წარმოდგენით ვერასოდეს შეძლებს გამართული ფეხბურთის ჩვენებას. და თუკი წარმატებას მისი გუნდი მიაღწევს ეს უფრო გუნდის ბრძოლისუნარიანობის დამსახურება იქნება ვიდრე სათამაშო კლასის. ის კომბინაციური ფეხბურთის მიმდევარი არ არის. და (მართლა არ ვამბობ ამას ჩასაფრებულის პოზიციიდან) მაგრამ მისი მწვრთნელობისას მოთამაშე ნებისმიერი გუნდი ჩემი აზრით ითამაშებს ეგრეთწოდებულ "უინტელექტო" ფეხბურთს...
4. ქეცბაისათვის ფაქტიურად უცხოა თანამედროვე ფეხბურთის უკვე განუყოფელი ნაწილი "პრესინგი". რამდენადაც ვაკვირდები ის ვერ ხვდება რამდენად დიდი ძალა აქვს ამ დეტალის გამოყენებას. ამას ის არასოდეს იყენებს. მათ შორის ძალიან იშვიათად ვხვდებოდი ამ დეტალს მის კვიპროსულ გუნდშიც.
5. ქეცბაიას უდიდეს მინუსად ვთვლი იმასაც რომ მისი გუნდები "არ იჭერენ" ბურთს!!! მაგალითისათვის სომხეთთან თამაშიც გამოდგება! და ბოდიშით და ზუსტად ამის გამო "დაგვაჯვეს" მეორე ტაიმში როცა მართლა ბურთი დაგვახიეს თავზე!!!
მაგრამ თქვენ ალბათ უდიდესი სიამოვნება მოგგვარათ ამ მოგებამ ხო? მე არა!!! იმიტომ რომ დღეს ჩემთვის შედეგზე მნიშვნელოვანია ზუსტადაც გამართული ფეხბურთის დემონსტრირება და არა ის "ზეპირი" ქულები რომლებიც მხოლოდ დროებითი მოვლენა მგონია!!!
მაგრამ მიუხედავად ამისა, დღევანდელ მდგომარეობაშიც კი მგონია რომ ხორვატიასთანაც და ისრაელთანაც მოგება შეგვიძლია, თუმცა ამ ფეხბურთით რა გითხრათ აბა. ძალიან დიდი ალბათობაა 0 ქულაც დაგვჩეს. მაგრამ ღმერთმა ქნას ვითამაშოთ ზუსტად ჩვენი გენეტიკისათვის დამახასიათებელი ფეხბურთი და 6 ქულა ავიღოთ!
ballack13რაც შეეხება ასათიანის მიმართ ჩემს ზიზღს. სიმართლე რომ გითხრა როცა ეს წერილი დავწერე მერე ამ სიტყვის გამოყენების გამო ვინანე იმიტომ რომ ჯერ ერთი ეს სინამდვილე არაა და არათუ მეზიზღება ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელია დღემდე, და მეორეც არ მინდოდა ვინმე სედარებით უმცროსი თაობის წარმომადგენელს ენახა. შეიძლება არ მოქმედა მასზე კარგად და თუნდაც ამიტომ. მე არასოდეს შემიგინებია არცერთი ქართველი ფეხბურთელისთვის მაშინაც კი როცა მართლა Yლეობას აკეთებდა ესეთუის მოთამაშე! და კინაღამ პირიქით დედისMუტელი ვაგინე მთელ სტადიონს როცა ყველა აგინებდა კალაძეს!!! ან შოთა არველაძეს, როცა გაყვიროდა ბრბო სათანადოდ არ ინდომებსო!!!
ასე რომ ასათიანიც ბუნებრივია არ მეზიზღება და უფრო გადატანითი მნიშვნელობით ვთქვი ეგ სიტყვები. და უფრო გულგატეხილმა იმაზე რომ მან ცემი აზრით თავისი "უტვინობით" ვერ შეძლო იმისი ნახევრის ნახევარიც კი რაც უნდა გაეკეთებინა და რისი "ტრაკიც" სინამდვილეში ქონდა!
იმაზე კი სენ რასაც ამბობ და მე მემგონი ვერ შევთანხმდებით, იმიტომ რომ რასაც სენ ამბობ ეგ ჩემთვის სხვა არაფერია თუარა უპასუხისგებლობა და სიზარმაცე

ნუ კაი, სენ სხვა რამე დაარქვი და თქვი რომ უბრალოდ ფიზიკურად არ შეუძლია..
Bruno Dumont
რაზე გაგეცინა, მაგარი ბანძი ტიპია დარსაძე და მისი მოხსენიება სასაცილოა ხო?
ისე შენს ადგილას მე იმის უფრო შემრცხვებოდა რა ავატარიც გიყენია...
მაგრამ შენგან განსხვავებით მე არ დაგცინებ...
თუმცა არ არაფერი მგონია სასაცილო პრინციპში იმაში რომ საქართველოში ისეთი სამარცხვინო სახელის მქონე გუნდს გულშემატკივრობენ როგორიც არის "დინამო". ეს დაახლოებით იგივეა სენი საყვარელი გუნდი იყოს თბილისის "შახაბასი"

(კაი შენ არაფერი გეწყინოს და უვიცი ვიქნები საფეხბურთო გაგებით დარსაძესთან ერათად მეც)
This post has been edited by nika_144 on 14 Mar 2011, 21:34