თასის მოპოვების 40 წელი "სინათლის" ვეტერანებმა მხოლოდ წელს აღნიშნეს და "ლოკომოტივზე" თბილისის "დინამოს" ვეტერანებს ამხანაგურად შეხვედნენ. თუმცა, ჭაღარაშერეულ იუბილარებს მუხლი ძველებურად აღარ ერჩოდათ და ვეტერანმა დინამოელებმაც ძალიან არაამხანაგურად (9:3) მოუგეს.
"დინამოში" თამაშობდნენ რამაზ ურუშაძე, ბესარიონ მჭედლიშვილი, გოჩა ჩიქოვანი, ვახტანგ ქორიძე, ლევან ბარათაშვილი, მალხაზ ლაცაბიძე, გოჩა ჯოხაძე, თენგიზ სულაქველიძე, მანუჩარ მაჩაიძე, ოთარ კორღალიძე, ლევან ნოდია.
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...urad-mougo.htmlhttp://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...-dinamoshi.htmlციმაკურიძის ინტერვიუა...
მეგონა პრობლემა სატრანსფერო ფურცლის ჩამოსვლა იყო და აქ ამბობს დინამომ ჟილინას იჯარის ფული უნდა გადაუხადოსო...
არამგონია მაგის საშუალება გვქონდეს....
დინამო-ოლიმპი
ტურის ცენტრალური მატჩის სტატუსიც უნდა გაამართლოს და მართლაც მშვენებად უნდა იქცეს ამ ჩემპიონატის და, საერთოდ, ბოლო წლების ფავორიტთა დაპირისპირება. ბოლო წლებიც შემთხვევით არ გვიხსენებია: უკანასკნელი 4 სეზონის განმავლობაში სამჯერ საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ხომ სწორედ "დინამო" და "ოლიმპი" ინაწილებდნენ. ამ ხნის განმავლობაში ჩატარებულ მატჩებში მცირე უპირატესობა "დინამოს" მხარეს არის: 5 გამარჯვება, 3 ფრე და 4 წაგება. თუმცა, რუსთავის გუნდს, ალბათ, ის ექნება საამაყო, რომ თავისი ორივე ტიტული სწორედ "დინამოსთან" დაპირისპირების შემდეგ მოიპოვა. ისე, მართლაც უცნაური დამთხვევა იყო: ორივეჯერ - 5 მაისი იყო, ორივეჯერ - ჩემპიონატის დამთავრებამდე 4 ტური რჩებოდა და ორივეჯერ, "ოლიმპს" ქულა ჰყოფნიდა სანუკვარ მიზნამდე...
"დინამოსა" და "ოლიმპის" შეხვედრებში, წყვილის ფავორიტზე საუბარი, ალბათ უაზრობა იქნება: წარმატების მისაღწევად ორივე ამ გამორჩეულ (მწვრთნელებიან-ფეხბურთელებიანად) გუნდს აბსოლუტურად თანაბარი შანსები უნდა ჰქონდეს. ასეთ შემთხვევებში კი, გადმწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, თუ რომელი გუნდი უფრო ნაკლებ შეცდომას დაუშვებს; თორემ, მოტივაციის მხრივ, არც ერთს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს: "დინამოც" და "ოლიმპიც" საჩემპიონო რბოლაში აქტიურად არიან ჩართული და "ზესტაფონს" მშვიდად ყოფნის საშუალებასაც არ აძლევენ.
მეტოქესთან შედარებით ამ ბოლო დროს "დინამო" ბევრად უფრო სტაბილურად ასპარეზობს და ამის გამოც არის, ერთპიროვნულ ლიდერს მხოლოდ დამატებით მაჩვენებლით ჩამორჩება. თან, ნუ დაგვავიწყდება არცთუ უმნიშვნელო ფაქტიც: კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამო" ერთადერთი გუნდია, საკუთარ მოედანზე ქულათა მაქსიმუმი რომ აქვს მოპოვებული. ამ ტენდენციის გაგრძელებას "დინამო" ხვალაც შეეცდება, მით უფრო, გუნდს ხომ რევანშიც აქვს ასაღები პირველ წრეში განცდილი მარცხის გამო.
სხვათა შორის, 22 აგვისტოს ჩატარებული ის შეხვედრა ბევრი რამით დაგვამახსოვრდა: "ფოლადის" სტადიონზე ანშლაგი რომ... არ იყო; პროჟექტორები... რომ კარგად ვერ ანათებდნენ, და, რაღა თქმა უნდა, მსაჯობისადმი პრეტენზიებით! არადა, სანახაობრივი თვალსაზრისით მართლაც არცთუ ურიგო მატჩი გამოდგა. მაგრამ დინამოელთა აზრით, მსაჯებმა რამდენიმე ეპიზოდში ერთობ საკამათო გადაწყვეტილებები მიიღეს. სხვათა შორის, მატჩის დასრულების შემდეგ კახა კაჭარავა რომ აღშფოთებული იყო, მსგავსი არასდროს გვინახავს...
დაბოლოს, ხვალინდელი ცენტრალური მატჩის კიდევ ერთ ინტრიგაზეც: გარკვეული პაუზის შემდეგ "დინამოს" წინააღმდეგ მოუწევს ამჯერად უკვე "ოლიმპის" დამოძღვრა რამაზ მუმლაძეს; მწვრთნელს, რომელსაც "ვიტ ჯორჯიაში" ოთხწლიანი მოღვაწეობის დროს, "დინამოსთან" დაპირისპირებებში მეტ-ნაკლებად დადებითი ბალანსი ჰქონდა: 3 მოგება, 5 ფრე და 4 წაგება...
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...aabralebth.html
მიმაგრებული სურათი