31.10, 18:00. თბილისი,“ბორის პაიჭაძე”.
დინამო (თბილისი) - ოლიმპი (რუსთავი) (I - 0:1)
მსაჯები: ლაშა სილაგავა; ზაზა მენთეშაშვილი, ზურაბ ჯვარიძე; ლევან კვარაცხელია.
ტურის ცენტრალურ მატჩს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი უმასპინძლებს. ამ გუნდების ურთიერთშეხვედრები ყოველთვის გამოირჩეოდა პრინციპულობით და გამონაკლისს არც კვირა საღამოს უნდა ველოდეთ. კახა კაჭარავას გაწვრთნილებს კარგი პერიოდი უდგათ - ისინი ბოლოს 24 სექტემბერს, “სიონთან” გასვლით მატჩში დამარცხდნენ (0:1). ბოლო სამ შეხვედრაში “დინამოს” მის კარში გოლი არ გაუშვია. “ოლიმპს” რაც შეეხება, იგი თავკაცად ნესტორ მუმლაძის დანიშვნის შემდეგ, ზედიზედ 3 მატჩი არ დამარცხებულა და პირველი წრის ბოლოს ცხრილში დაწინაურებულ “ზესტაფონთან” სხვაობა, 5-დან მინიმუმამდე შეამცირა.
მეტოქეთა ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკა ასეთია. ერთმანეთში გამართულ 12 მატჩში “დინამომ” 5 მოიგო, “ოლიმპმა” - 4 (ბურთების სხვაობა 13:8 თბილისელთა სასარგებლოდ).
აღნიშნულ შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, პირდაპირ ეთერში გადასცემენ.
1 ზესტაფონი 12 8 0 4 22-10 24
2 დინამო 12 7 3 2 18-7 24
3 ოლიმპი 12 7 2 3 20-12 23
OFFTOPIC:
I Love Dinamo Tbilisi......
მე მიყვარს თბილისი...
Ribo #1
AC MILAN