ტორპედო ოთხეულში თუ შევიდა წარმატება იქნება მაგათთვის...
ნეტა ყველა ტურში მართლა ზესტაფონს ვეთამაშებოდეთ რა..
ბოლომდე იბრძვიან ტო..
დღეს იყო პაზორი ცვეტში
იმედია მართლა გამოიყენებენ სერიოზულად ამ შესვენებას
თან ერთხელ რო გაგვიმართლოს და გაგვივარდეს ხო არ მოხდება რა იმენნა
* * *
http://championat.ge/news.php?id=3188გთავაზობთ ინტერვიუს თბილისის ”დინამოს” ბრაზილიელ ლეგიონერ, რობერტინიოსთან:
- რობერტო მოგესალმები და იქნებ ორიოდე სიტყვა გვითხრა საქართველოს და თბილისის შესახებ.. მოგწონს აქაურობა ?
- (რობერტინიო) დიახ, მომწონს. თბილისი გემოვნებიანი ქალაქია და მიმზიდველია საცხოვრებლად. ძალიან მომწონს ქართული სამზარეულო.
- შეგიძლია გვითხრა როგორ აღმოჩნდი თბილისის ”დინამოში” ?
- (რობერტინიო) ანტალიაში გავყევი ს.კ. ”გაგრას” შეკრებაზე. იქ ერთ-ერთ თამაშზე ”დინამოს” ხელმძღვანელობას მოვეწონე და საცდელი ვადით ამიყვანეს გუნდში სინჯებზე.. ჩემი შანსი გამოვიყენე და დღეს დინამოს ღირსებას ვიცავ.
- რა შეგიძლია გვითხრა ”დინამოს” შესახებ? რა ამბიციები გააჩნია გუნდს და რა მიზნებისთვის იბრძვის ?
- (რობერტინიო) დინამოს მიზნები უცვლელია ჩემპიონობა და თასის მოპოვება. თუმცა, ამ მიზნის მისაღწევად გუნდს ესაჭიროება რამდენიმე ფეხბურთელის დამატება. ტრავმები ხშირად გვაწუხებს ხოლმე გუნდში და ხანდახან ტრავმების გამო ტკივილგამაყუჩებლებით გვიწევს ხოლმე თამაში, რაც რთულია და სახიფათო. რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმუმს გავიღებთ მიზნების მისაღწევად, მაგრამ ურიგო არ იქნება კლუბი თუ იაქტიურებს ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე. სხვაგვარად რთული იქნება ჩემპიონობის მოპოვება.
- ვინ მიგაჩნია ”დინამოს” მთვარ კონკურენტებად ჩემპიონობისთვის ბრძოლაში?
- (რობერტინიო) რუსთავის ”ოლიმპი” და ”ზესტაფონი”.
- ვის გამოყოფდი ”დინამო”-დან ? ვისთან მეგობრობ კლუბში ?
- (რობერტინიო) დინამო ერთ მუშტად შეკრული ძლიერი და ერთიანი კოლექტივია და ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, სხვებთან შედარებით უფრო ვმეგობრობ ედნილსონთან, მათესთან, ლორიასთან, კაკუბავასთან და ლექვთაძესთან .
- ვინ მიგაჩნია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად და რომელია შენი აზრით საუკეთესო კლუბი?
- (რობერტინიო) საუკეთესო ფეხბურთელია რონალდო, ოღონდ კრიშტიანო არა, ნამდვილი რონალდო . საუკეთესო კლუბი კი მადრიდის ”რეალი”.
ავტორი: სანდრო მანჯგალაძე