სიონი-დინამო
ეს წყვილიც არანაკლებ ინტერესს იწვევს: სეზონის დაწყების წინ ბევრისგან აუტსაიდერობისათვის განწირული "სიონი" ტურიდან ტურამდე აუმჯობესებს თამაშის ხარისხს და ყოველივე ეს სატურნირო ცხრილშიც აისახა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უნდა ვაღიაროთ, რომ "სიონისგან", ალბათ, ბევრი არ ელოდა ორი ურთულესი გასვლითი შეხვედრებიდან (ზუგდიდიდან და ქუთაისიდან) ქულების წამოღებას. ეგ კი არა, "ბაიასთან" სტუმრად შეხვედრაში ბოლნისელები არბიტრის შეცდომებისგან დაზარალდნენ, თორემ, სულაც გამარჯვებას მოიპოვებდნენ. სწორედ ამ მატჩის შემდეგ არის დისკვალიფიცირებული მასპინძელთა ახალგაზრდა თავკაცი გიორგი ყიფიანი და "სიონს" დღეს მოედანზე გიორგი ყიფშიძე გამოიყვანს. ისე, ამ უკანასკნელს, "დინამოს" წინააღმდეგ ჩატარებული მატჩების რაოდენობით კონკურენტი, ალბათ, არც ეყოლება: ჯერ როგორც ფეხბურთელის, მერე კი უკვე მწვრთნელის რანგში...
ადრეც არაერთხელ აგვიღნიშნავს, რომ "სიონის" ყველაზე უხერხული მეტოქე სწორედ "დინამო" იყო _ მხოლოდ და მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევებია, ჩვენ ყველაზე ტიტულოვან კლუბს ბოლნისიდან 3 ქულა რომ ვერ მოჰქონდა. თუმცა, ისიც ხშირად ყოფილა (განსაკუთრებით, ბოლო წლებში), როცა "სიონისა" და "დინამოს" ბოლნისურ დაპირისპირებებს, მასშტაბური თუ არა, "ლოკალური" სკანდალები მაინც რომ ახლდა ხოლმე; ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად ყველაფერი ჭეშმარიტად სპორტული პრინციპების დაცვით ჩაივლის; ოღონდ, "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ, ალბათ, ჩვენზე უკეთ იცის, თუ როგორი ძნელია ბოლნისში გამარჯვების მოპოვება; მით უფრო, რომ "დინამოს" რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი აკლია. ყოველივე ამის მიუხედავად, ამ წყვილში ფავორიტად მაინც "დინამო" მიგვაჩნია _ საჩემპიონო რბოლაში ჩართულ გუნდს ხომ მეტოქეზე უკეთესი შემადგენლობა ჰყავს, გამოცდილი ახალწვეულების (დავით მუჯირი, გია კვარაცხელია, ირაკლი ლილუაშვილი) დამატებით კიდევ უფრო რომ გაძლიერდა.
PriestOfDorlaKრატო არ ხარ 18 კაცში ტრავმის გამიზეზების ეშინიათ მეთქი?
და არა ვაფშე მაგრად ვარო..
და მერე მწერს მაგას...
ცუდი ვარიანტი ისაა...უნდა წავიდე სადმე და მაგიტომ არ მათამაშებენო?
ეს გამორიცხული მგონია..
ალბათ ეხლა სადმე ეჩქარებოდა ჯერ ეგ მომწერა და მერე დამეთანხმა ხო ალბათ ეგ არის მიზეზიო

გავიდა ეგრევე
რავიცი

აუ 2ზე ბაზაზე უნდა ვყოფილიყავი

გამიხურებენ ეხლა საქმეს რეკვებით

მერე ვიტყვი დროზე მოვდივართქო..მაგრამ მიზეზი მქონდა ძმაო...მუშები მყავს სახლში
I Love Dinamo Tbilisi......
მე მიყვარს თბილისი...
Ribo #1
AC MILAN