"დინამოს" და კატუშიჩის დავას სპორტული არბიტრაჟი გადაწყვეტს
თბილისის “დინამოსა” და ხორვატი ფიზ-მომზადების მწვრთნელის, ივო კატუშიჩის დავამ, საქართველოს სპორტულ არბიტრაჟში გადაინაცვლა, რომელიც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტს” იურისტმა დავით ებრალიძემ აცნობა, რომელიც არბიტრაჟში კატუშიჩის ინტერესს იცავს.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის აპრილში, “დინამოს” მმართველმა დირექტორმა გიორგი ტყავაძემ, ხორვატი სპეციალისტი, რომელსაც თბილისელებთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებდა, “ზესტაფონთან” ფარულ მოლაპარაკებაში და კლუბის შიდა სამზარეულოდან “ფეროელებისთვის” ცნობების მიწოდებაში დაადანაშაულა.
ტყავაძემ, რომელიც “მსოფლიო სპორტისა” და “ლელოს” ჟურნალისტს, კლუბის პრეს-ატაშე გიგა გვენცაძის თანდასწრებით, მიმდინარე წლის 15 აპრილს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე საკუთარი ინიციატივით შეხვდა, განაცხადა, რომ კატუშიჩს კონტრაქტს ნაადრევად არ შეუწყვეტდნენ, მაგრამ “დინამოს” ძირითად გუნდს ჩამოაშორებდნენ და დაავალებდნენ ინდივიდუალურად ევარჯიშებინა ის მოთამაშეები, რომლებსაც კლუბი საჭიროდ ჩათვლიდა. ხორვატს კი, თბილისელებთან ხელშეკრულება 2010 წლის 20 მაისამდე აკავშირებდა. ტყავაძემ აღნიშნა, რომ კატუშიჩი თავისი საქმის კარგი მცოდნეა და შანსს კიდევ მისცემდნენ, თუ “დინამოსთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებდა. თუმცა, სეზონის დასრულების მერე, ბალკანელმა გუნდი დატოვა.
სხვათა შორის, “დინამომ”, ამჟამად “ზესტაფონში” დასაქმებული კატუშიჩის დისკვალიფიკაციის მოთხოვნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასაც მიმართა, მაგრამ საბოლოოდ, საქმე არბიტრაჟის განსახილველი გახდა. შეგახსენებთ, რომ არბიტრაჟი გასული წლის დეკემბერში დაფუძნდა, თუმცა, რეგისტრაციაში გასავლელად გარკვეული დრო დასჭირდა და სრული დატვირთვით, მიმდინარე წლის დასაწყისში ამოქმედდა.
არბიტრაჟში ამ საკითხის განხილვა უკვე დაიწყო და ის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ორ კვირაში გამოიტანს. “დინამოს” ინტერესს იურისტი ლევან ზუხბაია იცავს, რომელიც ამავე დროს, “დინამოს” ლიცენზირებული ფეხბურთელთა აგენტია.
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=11104&lang=1vanikaზვიადაძეს თამაშა წინა სეზონის ბოლო ტურებში ვნახეთ...
ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა...
კარგი პასი და დარტყმა აქ...და ჭკვიანურ მოძრაობებს აკეთებდა რასაც დავაკვირდით
donsheloმერე მანამდე ვერ გვითხარი შე კაცო?

ჩვენც დავდებდით
არაფერი ეტყობოდა მაგ თამაშს გაყიდულის თუნდაც პირველი წუთებიდან...
კაი ფული კი მოგიგია ისე
This post has been edited by acdachi on 28 Sep 2010, 11:15
I Love Dinamo Tbilisi......
მე მიყვარს თბილისი...
Ribo #1
AC MILAN