შემდეგ თამაშს უეჭველი ვიგებთ....
მილანს რთული თამაში აქ მადრიდში..არმგონია მოიგოს
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=11785&lang=1საქართველოს ჩემპიონატი აბლაბუდას წააგავს. ძნელია გაარჩიო, რა ხდება, ვინ ვისკენაა, ვის რა მართებს, ვის რა აქვს დასაბრუნებელი. აი, მაგალითად, გუშინ ტრიბუნებზე ხმამაღლა ისმოდა ვერსიები - “ზესტაფონმა” გააქეზა დავით ხარიტონაშვილი, რათა “დინამო” “დაწვას” და პლუს, თბილისელთა იმ ფეხბურთელებს აჩვენოს ყვითელი ბარათები, რომლებიც დისკვალიფიკაციის ზღვარზე არიან. რატომ? იმიტომ, რომ მომდევნო ტურში “ზესტაფონი”-“დინამოა”. საერთოდ, ეს აპრობირებული მეთოდია ფეხბურთში და გუშინ-გუშინწინ არ მოუგონიათ, მაგრამ ასე იყო კი ხარიტონაშვილი დარიგებული?
ეს ვერსია მატჩის 57-ე წუთზე გამოითქვა, როცა ხარიტონაშვილმა “დინამოს” კამერუნელ ფორვარდ დონალდ ჯიუსს მისცა ყვითელი. აღვწეროთ ეს ეპიზოდი – ჯიუსი აშკარად ვერ ხედავდა “სპარტაკის” მეკარე სოსო გრიშიკაშვილს, მაგრამ დაეჯახა და დააშავა. რამდენად იყო საყვითელბარათო, ვერ გეტყვით, რადგან ეს ისეთი მომენტია, როცა არბიტრს შეეძლო გაეფრთხილებინა ჯიუსი, შეეძლო – დაენდო. ისე, ამაზე გაცილებით “ლმობიერი” დაჯახებისთვისაც გვინახავს გაფრთხილებული ფეხბურთელი.
“დინამოს” თავკაცმა კახა კაჭარავამ მხოლოდ ამ მომენტზე კი არა, სხვაზეც თქვა – ჯიუსის გაფრთხილებიდან რამდენიმე წუთში დინამოელებმა ზედა ძელს მოარტყეს ბურთი და გადმოვარდნილზე, შესაძლოა, გოლიც გასულიყო, მაგრამ ხარიტონაშვილმა მანამდე დაუსტვინა. სტუმართა ფეხბურთელზე წესების დარღვევა დააფიქსირა.
და მხოლოდ ეს? 88-ე წუთზე, “სპარტაკის” ფეხბურთელმა მეტოქის საჯარიმოში პასი გააკეთა და “დინამოს” მცველ ლაშა ჩადუნელს ბურთი ხელზე მოხვდა. ხარიტონაშვილი იქვე იდგა, მაგრამ... არავითარი პენალტი.
საინტერესოა, რომ “სპარტაკის” მთავარ მწვრთნელს ამ ეპიზოდზე პროტესტი არ გამოუთქვამს და კაჭარავაც რომ არაფერს იტყოდა, თქმა რად უნდა.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ “დინამოს” მთავარ მწვრთნელს ერთხელაც არ უხსენებია კომენტარში, რომ მისმა გუნდმა კარგად ვერ ითამაშა. ლაპარაკია “დინამოზე”, რომელსაც პირველ ტაიმში ერთი ნახევარმომენტიც კი არ შეუქმნია აუტსაიდერის კართან! პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი საგოლე მომენტი იყო და ისიც “სპარტაკმა” შექმნა, როცა გიორგი ბაბულაიძის გარღვევისა და პასის შემდეგ, ზურაბ ძაგანიამ დაარტყა და მეკარე გიორგი ლორიამ იყოჩაღა.
“დინამო” შესვენების შემდეგ გააქტიურდა და დაახლოებით, 55-ე წუთიდან, სტაბილურად “დასახლდა” მასპინძელთა ნახევარზე. გრიშიკაშვილს ირაკლი ლილუაშვილის, ედნილსონისა და ზვიად მეტრეველის დარტყმების მოგერიება მოუხდა. მართალია, “სუპერ-სეივი” არც ერთი ყოფილა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ გრიშიკაშვილი ბოლო ნახევარი საათი ფეხმტკივანი იდგა კარში. 37 წლის მეკარე აშკარად საუკეთესო იყო მატჩში.
იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ “სპარტაკი” ძალიან დაიღალა და სტუმართა ერთი მძლავრი შტურმი გოლს მოიტანდა, მაგრამ ბოლო 5-10 წუთში ისევ გათანაბრდა თამაში, “დინამო” ჩქარობდა და ფეხბურთელები ელემენტარულ პასებშიც კი ხშირად უშვებდნენ შეცდომებს.
საბოლოოდ, ყველაფერი უგოლოდ დასრულდა, “დინამომ” მე-2 ადგილი “ოლიმპს” დაუთმო, თვითონ კი მესამეზე დაქვეითდა.
...მაგრამ მარტო ცხრილშია საქმე? გუშინდელი მატჩის ნახვისა და შემდგომი კომენტარების მოსმენის შემდეგ, მოდი და გააკრიტიკე ფეხბურთელი, აზერბაიჯანში ან ყაზახეთში რატომ მიდიხარო...
მატჩის შემდეგ:
კახა კაჭარავა: “ფეხბურთელებს ვერაფერს დავაბრალებ, იბრძოლეს, რაც შეეძლოთ. ცალმხრივი თამაში იყო, რომელზეც მსაჯი ზემოქმედებდა. ჯიუსი გავაფრთხილეთ, რომ ყვითელ ბარათს მორიდებოდა, მაქსიმალურად ფრთხილად თამაშობდა, მაგრამ მაინც მისცეს გაფრთხილება. პირველად არ ხდება, როცა მომდევნო მატჩისთვის აკეთებენ გათვლას – ჯიუსი “მომდევნო ტურს ტოვებს “ზესტაფონთან”. თუ ასე გაგრძელდება, ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება”.
ბადრი კვარაცხელია: “აუტსაიდერები ვართ და ამიტომაც, ჩემთვის მთავარი შედეგია. ქულის აღებით კმაყოფილი ვარ, თამაშის ხარისხი კი უკეთესის სურვილს ტოვებს. პირველი ტაიმი თანაბარი იყო, მეორეში კი “დინამოს” უპირატესობა ჰქონდა. ჩვენ უკან დავიხიეთ და კონტრშეტევებზე ვცდილობდით მიზნის მიღწევას. ვაღიარებ, შეცდომები დავუშვი შეცვლებში”.
სოსო გრიშიკაშვილი: “კარგია, რომ ქულა ავიღეთ. შესაძლოა, “დინამო” მოგებას იმსახურებდა, მაგრამ ვიბრძოლეთ და ეს დაგვიფასდა. რაც შეეხება ჩემს ტრავმას, ფეხი მტკიოდა, მაგრამ შეცვლა მაინც არ ვითხოვე. თანაც, ჩვენი მეორე მეკარე ახალგაზრდაა და “დინამოსთან” ასეთ დროს ძნელია თამაშში ჩართვა”.
16. ოქტომბერი. თბილისი. “მერანი”. 400 მაყურებელი
“სპარტაკი” (ცხინვალი) – “დინამო” (თბილისი) 0:0
სპარტაკი: გრიშიკაშვილი, ფრიდოლინი, ალავიძე, ჭაფოძე, კაშია, დეკანოიძე (მამედოვო 46; ჯაყელი 66), შონია, ნარიმანიძე, კაკაშვილი (ტეტუნაშვილი 89), ბაბულაიძე, ძაგანია.
მთავარი მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია.
დინამო: ლორია, გავაშელიშვილი (ჩადუნელი 46), თომაშვილი, გივი კვარაცხელია, ოთარაშვილი, ედნილსონი, ხმალაძე, კოშკაძე, ლილუაშვილი (მეტრეველი 61), მუჯირი, ჯიუსი (ლეკვთაძე 79).
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.
გაფრთხილება: ჭაფოძე (26), ჯიუსი (57).
არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი (თბილისი).
ილია ნანობაშვილი
გასწორდა საიტი
http://www.fcdinamo.ge/ This post has been edited by acdachi on 17 Oct 2010, 12:46