akkai ისე ვიდეოთი ნანახს, საკუთარი თვალით ნანახი სჯობს ხომ იცი მეგობარი ??

) ამიტომ შემოგვიერთდი...
ერთი რაღაცის თქმა მინდა და გული არ მითმენს რომ არ ვთქვა... ვისაც კითხვა გეზარებათ წინასწარ ნუ დახარჯავთ ზედმეტ დროს და ნუ წაიკითხავთ..
პირადად მე, ახალგაზრდა თაობას ვეკუთვნი, თაობას, რომელსაც მნიშვნელოვანი წარმატება არ უნახავს ქართული გუნდების ( ნაკრების ) ევროსარბიელზე.
ყოველთვის ვისმენდი უფროსი თაობებისგან ,თუ როგორები იყვნენ მესხი, მეტრეველი , ყიფიანი, გუცაევი, შელია, ჩივაძე, სულაქველიძე და ა. შ. ვისმენდი სინანულით წარმოთქმულ ფრაზებს და ვცდილობდი რეალურად წარმომედგინა ის მომენტები, თუ რა ხდებოდა იმდროინდელ ქართულ ფეხბურთში...
ვნახულობდი კადრებს, თუ როგორ ხარობდა დიუსელდორფში მიღწეული წარმატების შედეგად მთელი თბილისი და სურვილი მიჩნდებოდა, რომ მეც
განმეცადა ამგვარი გრძნობა... მიკვირდა როცა, ვგებულობდი რომ იმ გამარჯვების შემდეგ, როდესაც ხალხი ქუჩებში ზეიმობდა, არც ერთი დანაშაული არ
მომხდარა მთელ თბილისში... დღეს კი რა ხდება?! ტალახში ვართ ჩაძირულნი... ნაკრები, რომელსაც მოწინავე 50 ეულში ადგილი ეჭირა, დღეს 100 ეულში
შესვლას ჰხარობს... დავდივარ სტადიონზე და გულში მღრღნის ის ეჭვი, რომ ალბათ ისევ წავაგებთ, მაგრამ საინტერესოა, როგორ ითამაშებენ ბიჭები.
დადებენ კი ყველაფერს სტადიონზე იმის გამო რომ ქართველი გულშემატკივარი გაახარონ ?? ან ექნებათ კი იმის საშუალება რომ თავაეწულმა დატოვონ სტადიონი... არ მინდა ჩვენი ბიჭების კრიტიკას მოვყვე ( აქ სალაპარაკო ძალიან ბევრია მაგრამ ) და ვეცდები ჩვენი ნაკლოვანებები დავინახო...
აღნიშვნას მოითხოვს ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი, მაშინ, როდესაც, თამაში იწყება 9 საათზე სტადიონზე მივდივართ 20:55 წუთზე... შემდეგ არ გვსიამოვნებს რომ ჭყლეტვაში ვყვებით... თამაში დაწყებულია და ტრიბუნებზე კვლავ დაიარება მოუწესრიგებელთა დიდი ,,ჯგრო''...მოდით ბიჭებო კეთილი ვინებოთ და ყველამ ნახევარი საათით ადრე მაინც შევავსოთ სტადიონი, ერთად დაველოდოთ ბიჭების გვარების გამოცხადებას და ჩვენს ჰიმნსაც ფეხზე ამდგრები შევხვდებით და არა საკუთარი ადგილების ძებნაში...იწყება თამაში და ისმის ეროვნული ნაკრებების ჰიმნები... ( პირველი მეტოქის ჰიმნია)...მახსოვს, როდესაც მამაჩემმა პირველად სტადიონზე წამიყვანა და ჰიმნები ააჟღერეს, როგორ მითხრა, რომ ფეხზე ავმდგარიყავი და მეტოქე გუნდისთვის პატივი უნდა მიმეგო...ბავშვობაში (მიუხედავად იმისა რომ ფეხბურთის თამაშIს ნიჭით არასდროს გამოვირჩეოდი მაინც მისდამი დიდი სიყვარულის გამო დავდიოდი და ვარჯიშOბდი) ჩემს გუნდში მწვრთნელი, ყოველი თამაშის წინ მოედნის ცენტრში შეგვკრებდა და ერთხმად გავიძახოდით, ,,ჩვენს მოწინააღმდეგე გუნდს გაუმარჯოს"-ო ... სამარცხვინოა ის, რომ ზოგიერთს ერთი ადგილის განძრევა საკუთარი ქვეყნის ჰიმნის მოსმენის დროსაც კი ეზარება... ნუთუ ჩვენს გულებში არ არის ჩვენი ქვეყნის სიყვარული ? ნუთუ, არ გვეკადრება რომ გულზე ხელი დავიდოთ ?? არავინ გვთხოვს სტადიონზე მომღერლობას.. და არავის აქვს პრეტენზია ბურჭულაძეობაზე მაგრამ მე მექნება თქვენთან პრეტენზია იმის გამო რომ გრცხვენიათ ხმა ამოიღოთ და ჰიმნს აჰყვეთ ...თუმცა, ამ მხრივ საქმე მაინც ოდნავ უკეთესად გვაქვს... მაგრამ კაცს რომ საკუთარი ქვეყნისთვის გული არ უძგერს, იმ კაცს ვერც მზესუმზირის ,,ფურთხებას" აუკრძალავ და ვერც ნამდვილი გულშემატკივრობისკენ მოუწოდებ... არ დაგიმალავთ და ხშირად უხერხულობის გრძნობა გამჩენია, როდესაც გაწიწმატებული წამოვმხტარვარ სკამიდან და უკნიდან ვინმე ხანშიშესულს უთქვამს ,,დაჯექი კაცო და ისე უყურე, მეფარები"... რას ვიზამთ, თავს ხომ ვერ გადავახტები...
ვზივარ... მაგრამ როდემდე?! შლეგივით წამოვდგები და დავიძახებ ( სხვა რომ არაფერი დამრჩენია) საქართველოს გაუმარ... მაგრამ დასასრულს მხოლოდ
2-3 კაცი თუ ამბობს.. ისიც ან ჩემი მეგობარი ( ხათრის გამო) ანდაც ვინმე ისეთი, რომელსაც ჩემსავით რაღაცის თქმა უნდა და ისიც ელოდება ერთ ომახიან
შეძახილს... და მარტო შეძახილს?! ის რომ იმ მომენტში სტადიონზე გაუშვათ ალბათ სველ გაზონზეც კი მტვერს აადენს, თუნდაც ხუთი წუთით ირბენს, მაგრამ
ირბენს ისე რომ ბოლომდე გმირულად დაეცემა მოედანზე და (თუნდაც ერთადერთი) საკუთარი გულშემატკივრისა და ქვეყნის წინაშე ვალმოხდილად იგრძნობს
თავს... მერედა ამ დროს შენ, ჰო შენ გეუბნები ახლა ამას, რომ კითხულობ და გეცინება...გამიხარდება თუ შენს თავს ვერ ამოიცნობ იმ მუდო გულშემატკივარში,
რომელიც მთელი თამაშის მანძილზე ხმას არ ამოიღებს, ან თუ რამეს იტყვის ისიც გინება იქნება... ბევრს ვლაპარაკობ ხო ? თუ არ გსურს ნუღარ გააგრძელებ.. მე შენთვის მაინც არ ვწერ ამ კომენტარს ...გეთანხმებით, ჩემგან, არავის არაფერი გესწავლებათ, მაგრამ რატომღაც ვფიქრობ, რომ ჩვენც მიგვიძღვის დიდი წვლილი ჩვენი ბიჭების უჯიგროდ თამაშში... აბა კეთილი ინებე და ხმის ჩახლეჩვამდე უქომაგე შენს ნაკრებს... მერე შენც გექნება იმის უფლება, რომ ფეხბურთელისგანაც მაქსიმუმი მოითხოვო.. მანამდე კინება იბოძე და 75 წუთზე ნუ ტოვებ თამაშს იმის შიშით, რომ თავისუფალი მეტროს გაჩერებას ვეღარ მიასწრებ ან ბევრი ხალხი იქნება ბოლოს და ცოტა ხნიტმოცდა მოგიწევს სტადიონიდან გასასვლელად.. ,,შე კაი დედ-მამის შვილო" სტადიონზე მოდიხარ, ფულს იხდი თამაშის ყურებაში ანგარიში 0-0-ია და ხედავ,რომ შენი გუნდი რაღაცას ცდილობს.. მიდი რა დარჩი და ერთხელ მაინც შემოსძახე შენი ქვეყნის სახელი... მაგრამ მერე ხო ჭყლეტვაში მოჰყვები და სად გაქვს შენ ამის თავი... სამაგიეროდ სახლში მიხვალ და იტყვი დეგენერატები არიან ფეხბურთის თამაში არ იციანო.. ცოტა ხნის მერე უყურებ რეალი-ბარსელონას თამაშს და მთელ ემოციას ამოიღებ იმის გამო, რომ რომელიმე გუნდმა რამდენად რეალური შანსი გაანიავა... მერე რა, იმათმა ხომ თამაში იციან... აბა ახლა ლივერპულის ,,ფანს'' ჰკითხე.. ზეპირად იცის ბითლზების სიმღერა და ოცნებად აქვს ქცეული ენფილდზე მოხვედრა... სამაგიეროდ ბორის პაიჭაძეზე გოლის გატანის მოთხოვნაც კი ეზარება..კი, ნამდვილად გეთანხმები, ბევრს ვწერ და მოგბეზრდა ამდენის კითხვა, ალბათ უკვე თავის მინებებასაც აპირებ... მაგრამ ბარებ ბოლომდე გააკეთე ეს საქმე და ერთი აქეთ მიგდე ყური... ,,საღოლ"-ების და ,,თქვენთან ვართ"-ის წერაში ყველანი მაგრები ვართ... საქმე საქმეზე, რომ მიდგება კი ორი ნაბიჯის გადადგმა გვეზარება, რომ საერთო საქმეს საფუძველი ჩავუყაროთ... ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა სიამაყის გრძნობა დამეუფლა როდესაც ჩემი პატარა ფინანსური წვლილი შევიტანე ამ საქმეში... მეც ყოველთვის მეზარებოდა ასეთი ორგანიზაციების წევრობა, მაგრამ ახლა, როდესაც მცირე შედეგი გამოჩნდა მოდი შენც გადადგი ეს ნაბიჯი... იქნებ 50 წლის შემდეგ ბრაზილიის ნაკრების სტუმრობის დროს ფეხბურთელებმა აღნიშნონ, "საქართველოში თამაში ყოველთვის რთულია, იქაური გულშემატკივარი მართლაც რომ მისაბაძია"... დღეს გვთავაზობთ მივბაძოთ ბერძნებს, ინგლისელებს, არგენტინელებს, თურქებს... და რატომ არ შეიძლება რომ იმათმაც მოგვბაძონ რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ ?? ვითომ რითი ვართ ვინმეზე ნაკლები ?! დამავიწყდა... ჩვენ ხომ სადღეგრძელოში ყველაზე მაგრები ვართ?? ლაპარაკში ხომ ყველაფერს ვაკეთებთ?? საქმე საქმეზე რომ მიდგება კი თეთრი მაისურის ჩაცმა გვეზარება რომ ლამაზი გამოჩნდეს ჩვენი გულშემატკივრობა...მოდით ბიჭებო, გადავდგათ ეს ნაბიჯი... ვერ წარმოიდგენთ როგორი ოცნებით თქვა დღეს ბატონმა კოტემ, ( მამაჩემის ტოლა კაცია და პირველად ვნახე ) ,,აუფ ეს სექტორი, რომ მთლიანად გაგვავსებინა რა იქნება''... მართლა ძალიან ძალიან მაგარი იქნება ბიჭებო... ერთად ვიმღეროთ , ერთად შევსძახოთ გამარჯვებისთვის და მერწმუნეთ შედეგიც არ დააყოვნებს... განა რას გთხოვთ?? ჩავიცვათ თეთრი მაისურები, ვიმღეროთ ბოლო ხმაზე სანამ შეგვიძლია, ვუქომაგოთ ჩვენს ბიჭებს მატჩის საფინალო სასტვენამდე და ისე მოვიხადოთ ჩვენი ვალი ჩვენი ქვეყნის წინაშე... ძალიან რთულია?? ბოდიში თუ ბევრს მოვითხოვ შენგან.. ალბათ შენ ეს არ შეგიძლია... კარგი.. არ ვნანობ რომ ამდენი ვწერე... მთავარია შენი თავი ამოიცანი... ჩვენ მაინც გელოდებით...