“მერანის” დამაჯერებელი გამარჯვება .................................................. .......................................მარტვილის “მერანმა” ქუთაისის “ტორპედო” სამტრედიაში მიიღო. მარტვილელებს მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ ქულაც არ ჰქონდათ აღებული, აქიდან გამომდინარე “მერანის” მოტივაცია განსაკუთრებული იყო.
შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო, ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილ მწვრთნელს ბესიკ ბრეგაძეს მიაგეს პატივი.
პირველი ხიფათი მე-6 წუთზე “მერანმა” შექმნა, პაპუნა ფონიავამ კარგი გადაცემა გაუკეთა გუნდის ახალწვეულ ჩიმაკაძეს, ჩიმაკაძემ ეფექტურად კი დაარტყმა, მაგრამ არაზუსტად.
12-ე წუთზე ქუთათურებმა შეტევითვე უპასუხეს ნომინალურ მასპინძლებს და ცოტა რომ გამართლებოდათ ანგარიშიც გაიხსნებოდა. ტაბატაძის პასით მეკარესთან პირისპირ გოგი ფიფია გავიდა, ფიფიამ მარცხენა დაბალ კუთხეში კარგად დაარტყა, ბურთი სანტიმეტრებში აცდა მამალაძის კარს.
21-ე წუთზე ბოლქვაძის მიერ მოწოდებული კუთხურის გამოყენებას გეგეჭკორი ცდილობდა, თუმცა მისი თავური დარტყმა ბობღიაშვილმა გაანეიტრალა.
თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და გუნდები მონაცვლეობით ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს.
34-ე წუთზე ლამაზი კომბინაცია გათამაშდა ფიფიას და კვერნაძის მონაწილეობით, თუმცა საბოლოო დარტყმა არ გამოუვიდათ სტუმრებს.
35-ე წუთზე კი მიუტევებელი შეცდომა დაუშვა სტუმართა მეკარემ, კიჭი მელიავამ “ტორპედოს” საჯარიმოში მყოფი ჩიმაკაძის მისამართით პასი გააკეთა, ბობღიაშვილი კარიდან გამოვიდა და ბურთის დაუფლება სცადა, თუმცა ბურთი ხელიდან გაუვარდა და იქვე მყოფმა ჩიმაკაძემ დასაჯა 1-0.
“ტორპედომ” სრაფადვე სცადა ანგარის გათანაბრება და მწვავედ შეუტია, თუმცა კვერნაძის მიერ შესრულებული დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
მეორე ტაიმის სულ ორიოდე წუთის დაწყებული იყო, როცა მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშე პაპუნა ფონიავამ “ტორპედოს” მდომარეობა კიდე უფრო მძიმე გახადა. ფონიავამ შორიდან უძლიერესად დაარტყა და მეკარისგან მარჯვენა მაღალ კუთხეში ულამაზესი გოლი გაიტანა.
49-ე წუთზე “ტორპედო” ძალიან ახლოს იყო ანგარიშის შემცირებასთან, მაგრამ ტუღუშის დარტყმა მამალაძემ ნახტომში მოიგერია და საკუთარი გუნდი იხსნა.
მატჩის 59-ე წუთზე ქუთაისელი ფეხბურთელები თერთმეტმეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ “მერანის” კარში, მაგრამ მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებით თამაშის წესი არ დარღვეულა.
78-ე წუთზე საბოლოოდ გადაწყდა მატჩის ბედი, თან შესანიშნავი კომბინაცია გამოუვიდათ “მერანელებს”, შეტევა შეცვლაზე შემოსულმა ბექა ციკოლიამ წამოიწყო, რომელმაც ფლანგზე მოჭრილი კარგი გადაცემა გაუკეთა ასევე შეცვლაზე შემოსულ შულაიას, შულაიამ “ტორპედოს” საჯარიმოში მყოფი ჩიმაკაძე მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი თანაგუნდელებს გარჯა დაუფასა და ადვილად შეაგორა ბურთი ბობღიაშვილის კარში.
“ტორპედომ” დარჩენილ დროში მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შესძლო, გოლი “მერანის” კარში კვერნაძემ გაიტანა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში.
საბოლოოდ მატჩი 3-1 მორჩა “მერანის “ გამარჯვებით.
შალვა ღონღაძე: (“მერანი”) “უპირველესად “მერანის” ყველა გულშემატკივარს ვულოცავ გამარჯვებას. მართალია ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ ამაზეც ვმუშაობთ. საინტერესო შეხვედრა გამოდგა, ღირსეულად გავიმარჯვეთ და შევეცდებით წარმატებით გავაგრძელოთ მომდევნო შეხვედრებიც.”
რევაზ ძოძუაშვილი: (“ტორპედო”) “სამწუხაროა, რომ წავაგეთ, ვფიქრობ მეტოქე სათანადოდ ვერ შეაფასეს ბიჭებმა და ეს ძვირად დაგვიჯდა. თან თვითონაც ნახეთ პირველი გოლი როგორ გავუშვით. “მერანს” ვულოცავ გამარჯვებას.” “მერანი” (მარტვილი) – “ტორპედო” (ქუთაისი) 3-1 (1-0)
სამტრედია. 17:00. ე. მანჯგალაძის სახელობის სტადიონი.
“მერანი”: მამალაძე, მელიავა, გეგეჭკორი, ორბელაძე, ლომაშვილი, კიკნაველიძე, წყაროზია (ჯღამაია, 65) ფონიავა, ჩიმაკაძე, ციცხვაია (შულაია, 46), ბოლქვაძე( ციკოლია, 71)
მთავარი მწვრთნელი: შალვა ღონღაძე
“ტორპედო”: ბობღიაშვილი, ტაბატაძე, აბრამიძე (ბაბუნაშვილი, 46), თოდუა, მახვილაძე, მარკოზაშვილი, ჩიკვილაძე (ბენაშვილი, 75), ჩაკვეტაძე, ქებურია (ტუღუში, 46), ფიფია, კვერნაძე.
მთავარი მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი
გოლები: 1:0 ჩიმაკაძე (35), 2:0 ფონიავა (47), 3:0 ჩიმაკაძე (78), 3:1 კვერნაძე (90+1)
გაფრთხილება: ჩაკვეტაძე (39), ციკოლია (89)
მთავარი მსაჯი: ლევან კვარაცხელია
ედემი ელერჯია
* * *
https://www.youtube.com/watch?v=NBeAneT-YG0 * * *

..................ფონიავა ნაკრებსაც გამოადგებოდა