გაიხარე-გოლიც რომ ჩაეთვალა მერანის გატანილი მსაჯს მთლად დავიხატებოდით
* * *
* * *
დინამო (თბ)-მერანი 0:0 - უგოლო, მაგრამ საინტერესო 5 ოქტომბერს უცნაური მატჩის მომსწრენი გავხდით: იმის მიუხედავად, რომ შეხვედრა უგოლო ფრით დამთავრდა, ორივე გუნდის ქომაგი გულგრილი ნამდვილად ვერ დარჩებოდა... ათეულობით მომენტის შემხედვარე!
ჰო, ისეთი თამაში იყო (განსაკუთრებით - მეორე ტაიმში), აი, "გახსნილს" რომ ვუწოდებთ ხოლმე და როცა ლამის ყოველ მეორე-მესამე წუთში სახიფათო მომენტს არანაკლებ სახიფათო მომენტი მოჰყვებოდა ხოლმე; თანაც, ყველაზე მთავარი მაინც ის იყო, რომ ეს უაღრესად სახიფათო მომენტები ორივე კართან იქმნებოდა და, აქედან გამომდინარე, ცოტა არ იყოს, ძნელი სათქმელიც არის, თუ რომელი გუნდი უფრო იმსახურებდა მოგებას და რომელი - წაგებას. არადა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ლაპარაკია მატჩზე, სადაც გამოკვეთილი ფავორიტის რანგში მასპინძლები იყვნენ და ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე მოვლენების მსგავს განვითარებას.
წინა ტურის მატჩთან შედარებით, "დინამოს" თავკაცმა კახა გოგიჩაიშვილმა თავისი გუნდის ძირითადში სამი გადაადგილება მოახდინა, ზოგიერთ ფეხბურთელს კი ამპლუა შეუცვალა. მასპინძლებმა შეხვედრა რიხით დაიწყეს და უკვე მეორე წუთზე გიორგი მჭედლიშვილი მარცხნიდან შეიჭრა სტუმართა საჯარიმოში, მაგრამ გამოცდილმა ზურაბ მამალაძემ კარი დროულად დატოვა და სიტუაციაც განმუხტა.
"მერანის" მეკარემ თავისი გუნდი იმ ეპიზოდშიც გადაარჩინა, როცა გიორგი პაპუნაშვილი ბურთს კუთხურიდან "ახვევდა" კარში. ერთ ეპიზოდში სტუმრები სერგი ორბელაძემ გადაარჩინა, ტაიმის ბოლოსკენ კი ნიკა საბანაძის "თავური" ხარიხას მოხვდა.
"დინამომ" პირველი ტაიმის უკანასკნელ წამებზე მაინც შეძლო გოლის გატანა, მაგრამ გიორგი ჩირგაძემ ამ წარმატების აღნიშვნა ვერც მოასწრო - მსაჯებმა წესების დარღვევა დააფიქსირეს.
აი, რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ თამაში სწრაფ კონტრშეტევებზე ააწყვეს და ამ ტაქტიკამ მეორე ტაიმში თითქმის 100 პროცენტით გაამართლა;
თუმცა, მანამდე ის ერთადერთი და მეტად და მეტად სახიფათო შეტევა უნდა ვახსენოთ, "მერანს" პირველ ტაიმში რომ ჰქონდა და მასპინძლებიც ბეწვზე რომ გადარჩნენ: მთელი მატჩის განმავლობაში უაღრესად აქტიურმა ნოდარ კიკნაველიძემ მარცხენა ფლანგიდან შორეული პასით "დინამოს" საჯარიმოში დავით ციცხვაია მოძებნა, თუმცა ამ გამოცდილი ფეხბურთელის ახლო მანძილიდან, ფაქტობრივად, დაუცველ კარში თავით დარტყმული ბურთი მიზანს სულ მცირედით ასცდა.
აი, მეორე ტაიმში შექმნილი მომენტები (აქეთ-იქით) დეტალურად (გნებავთ, სრულად) რომ აღვწეროთ, ძალიან, ძალიან შორს წაგვიყვანს! თანაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თამაში "გაიხსნა" და უკიდურესად სახიფათო ეპიზოდ(ებ)ის შემდეგ ბურთი ხარიხას იმდენჯერ მოხვდა, ამის სათვალავიც აგვერია!
განსაკუთრებით უიღბლო დღე კვირას ბესიკ ჩიმაკაძეს ჰქონდა: "მერანის" ახალწვეულმა ფორვარდმა ჯერ ნოდარ კიკნაველიძის მორიგი ჩინებული პასის მერე ძალიან ახლო მანძილიდან ააცილა, მერე კი თანაგუნდელების მეტად სახიფათო შეტევის მერე (აკაკი შულაიამ ბურთი ხარიხას რომ გაარტყა) კვლავაც ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ იხეირა.
სტუმართა თამაში საგრძნობლად გამოაცოცხლა შეცვლაზე შემოსულმა პაპუნა ფონიავამ, რომელმაც აკაკი შულაიასთან და კიჭი მელიავასთან ერთად მასპინძელთა მარცხენა ფლანგზე გაილაღა.
ერთ ეპიზოდში "მერანის" აქტიურობა გოლითაც დასრულდა: თუმცა არბიტრებმა ამ შემთხვევაშიც წესების დარღვევა დააფიქსირეს.
ერთ-ორ ეპიზოდში ომარ მიგინეიშვილმა შეარჩია ზუსტი პოზიცია, მერე ისევ ჩიმაკაძე მოექცა ორჯერ ყურადღების ცენტრში; თუმცა, ისე არავინ გაიგოს, თითქოს მეორე ტაიმში "დინამოს" არ შეუტევია: შესვენების შემდეგ კახა გოგიჩაიშვილმა შეცვლებით და ტაქტიკური გადაადგილებებით სცადა სიტუაციის შეცვლა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.
ნიკა საბანაძე ტაიმის დასაწყისში ორჯერ დაემუქრა სტუმართა კარს, მერე ჩისკომ შეუტია, ამას გიორგი პაპუნაშვილის სახიფათო სტანდარტული მოჰყვა, ზურაბ მამალაძე რომ დაეუფლა; ყველაზე რეალური შანსი "დინამოს" მაშინ ჰქონდა, როცა ირაკლი ძარიამ პენალტის ნიშნულიდან ბურთი ხარიხას გაარტყა!
...უკვე მსაჯის მიერ დამატებული ბოლო, მესამე წუთი იწურებოდა, როცა "მერანმა" სახიფათო ჯარიმა შეასრულა, მაგრამ გამოცდილი დავით ბოლქვაძის დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა.
აი, ასე - ხანდახან უგოლო თამაშიც თვალსასეირო გამოდის ხოლმე, თუმცა, საშემსრულებლო ოსტატობაც ხომ სასურველია ასეთ შემთხვევებში?!.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VIII ტური
05.10. თბილისი. "დინამო არენა". 1 500 მაყურებელი
დინამო (თბ)-მერანი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: ძარია (75. დინამო, ხარიხა)
დინამო (4-3-1-2): მიგინეიშვილი - კაკაბაძე (70. ჩისკო), ჭანტურია, თოთაძე, გ. მჭედლიშვილი (77. შერგელაშვილი) - პაპავა, ცინცაძე, ძარია - პაპუნაშვილი - ჩირგაძე, საბანაძე (79. ს. ლობჟანიძე).
სათადარიგოები: პარუნაშვილი, დ. ჯიქია, გველესიანი, დაუშვილი
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
მერანი (4-4-2): მამალაძე - მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, კიკნაველიძე - შულაია, წყაროზია (63. ჯღამაია), ბოლქვაძე, გეგეჭკორი - ციცხვაია (46. ფონიავა), ჩიმაკაძე (90. გ. წურწუმია).
სათადარიგოები: წულაია, ხარჩილაძე, გეგია, ხაინდრავა
მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი
გაფრთხილება: ჭანტურია (48), ბოლქვაძე (83)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-f...reso-video.html * * *
* * *
* * *
* * *
* * *
* * *
* * *
* * *
* * *
* * *
* * *