ჩიმაკაძე სიმბოლურში
* * *
მერანის აღმოსვლა---...როცა ამა თუ იმ გუნდს ფავორიტთა შორის არავინ მოიაზრებს და ბევრად მოკრძალებულ ასპარეზობას უწინასწარმეტყველებენ, აი, სწორედ ამ გუნდის წარმატებული სერია ხდება ხოლმე ხშირად განსჯის საგანი. თანაც, ორი სამმატჩიანი წაუგებელი სერია, შესაძლოა, დროებით აღზევებად შეფასდეს, მაგრამ როცა გუნდი ექვსმატჩიან წაუგებელ სერიას "გამოაცხობს", ამ შემთხვევაში შემთხვევითობა უნდა გამოვრიცხოთ!
ხვდებით, ალბათ, რომ "მერანს" ვგულისხმობთ: მარტვილელთა გუნდმა ამ ბოლო ექვს შეხვედრაში 14 ქულა მოაგროვა და "ჩიხურასთან" ერთად მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს. ეგ კი არა, წინა სეზონის მიხედვით, პირველ ლიგაში დაქვეითებული (რეგლამენტის მიხედვით ასე უნდა მომხდარიყო) გუნდი დღესდღეობით მხოლოდ და მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება მეორე-მესამე ადგილზე მყოფ "დილასა" და "სამტრედიას"!
...გასულ ტურში "მერანმა" სეზონში პირველი საგარეო გამარჯვება მოიპოვა და ისე, როგორც წინა მატჩებში, ამჯერადაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. რაც მთავარია, ამ გუნდში ბევრი საინტერესო და პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელია (აკაკი შულაია, პაპუნა ფონიავა, ლაშა ჯღამაია), რომლებიც ერთიმეორეზე გამოცდილ თანაგუნდელებთან (ზურაბ მამალაძე, სერგო ორბელაძე, დავით ბოლქვაძე) ერთად "მერანის" ლიდერებად მიიჩნევიან.
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-f...ri-nakrebi.html