22.02. მცხეთა. მცხეთა პარკი. 14:00
ვიტ ჯორჯია-მერანი
მსაჯები: ი.კვირიკაშვილი, ზ.ფიფია, ფ.ჭაავა, გ.ვადაჭკორია (სათადარიგო)
ურთიერთშეხვედრები: 11: +5 =3 -3, 10:7
პირველი წრე 2:0
შაბათ-კვირას ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრე იწყება. 22 თებერვალს "მერანი" მცხეთას ესტუმრება და ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "ვიტ ჯორჯიას" დაუპირისპირდება.
ვიტელებმა მართალია, უცხოური შეკრება ვერ გაიარეს, თანაც მიმდინარე ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზე არიან, თუმცა თასზე ერთ-ერთ ლიდერ “ცხინვალთან” 5:4 გამარჯვება სახუმარო საქმე ნამდვილად არაა.
აი, "მერანმა" კი პირველი წრე მართლაც შთამბეჭდავად ჩაატარა, უკრაინელი სპეციალისტის, ვლადიმირ ლობასის გაწვრთნილი გუნდი მეორე წრეს VIII ადგილზე ხვდება.
თანაც, ხაზგასასმელია, რომ "მერანში" უამრავი ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელია.
იმედი გვაქვს სანახაობრივი მატჩის მომსწრენი გავხდებით და ჩვენი გუნდი მორიგ სამ ქულას მოიპოვებს.
* * *