ogafa2
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4672
წევრი No.: 140280
რეგისტრ.: 12-December 11
|
#36131727 · 22 Apr 2013, 20:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მარტვილის საფეხბურთო კლუბი“მერანი” ,,სალხინოს” ბაზაზე შეიქმნა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მარტვილის რაიონში (ჭყონდიდის ეპარქიაში), რომელიც მდიდარია ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებული ჭეშმარიტი მამულიშვილებითა და საფეხბურთო ტრადიციებით.
1955 წელს ჩამოყალიბდა საფეხბურთო გუნდი გეგეჭკორის (ამჟამინდელი მარტვილის) ,,სალხინო”, რომელიც 2006 წლიდან გამოდის „მერანის“ სახელით.
1955 წლიდან ,,სალხინო” გამოდიოდა საქართველოს ჩემპიონატში და 1960 წელს გადავიდა საქართველოს ჩემპიონატის პირველ ჯგუფში , რომლის ძირითად საფეხბურთო ბირთვს შეადგენდნენ ისეთი გუნდები, როგორებიც იყვნენ: სოხუმის“დინამო”, ზუგდიდის “დინამო”, ფოთის “კოლხეთი”, სენაკის “ეგრისი”, სამტრედიის“ლოკომოტივი”, ლანჩხუთის “გურია”, ოზურგეთის “მერცხალი”, ბათუმის “დინამო”,ქუთაისის “დინამო”, ტყიბულის “მეშახტე”, ჭიათურის “მაღაროელი”, ზესტაფონის“მეტალურგი”, გორის “დილა”, ახალციხის “მესხეთი”, ცხინვალის “სპარტაკი”, ფიზკულტურის “ინსტიტუტი”…
1964 წელს საფეხბურთო კლუბი ,, სალხინო” ჩაიბარა სპორტულმა საზოგადოება,,კოლმეურნემ”, 1972 წლამდე მწვრნელთა კორპუსს სათავეში ედგა ცნობილი მწვრთნელი ბიჭიკო შალელაშვილი.
1968-1977 წლებში რაიონის ხელმძღვანელთა მხარდაჭერითა და დახმარებით მარტვილში აშენდა საფეხბურთო სტადიონი. გასული საუკუნის 70-80იანი წლები გუნდისათვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა: 1974 – 77-85 წ. ა.ჟორდანიას სახელობის თასის სამგზის მფლობელი, 1975 წ. მოლდოვაში ოქროსთავთავის თასის ვერცხლის პრიზიორი, 1976 წ. ერევანში ოქროს თავთავის თასზე მე-3ადგილი, 1977 წ. საქართველოს თასის ფინალისტი, 1978 წ. ოქროს თავთავის თასის გამარჯვებული, 1986 წ. საქართველოს თასის ფინალისტი.
საფეხბურთო გუნდ ,, სალხინოში” აღიზარდნენ საერთაშორისო კლასის ფეხბურთელები: თბილისის „დინამოს“, საბჭოთა კავშირის ნაკრების ცენტრალური მცველი და გუნდის კაპიტანი მურთაზ ხურცილავა,ქუთაისი „ტორპედოს“ თავდამსხმელი, საკავშირო ჩემპიონატის მრავალგზის ბომბარდირი დევიზ დარჯანია, თბილისის „დინამოს“, ლანჩხუთის „გურიისა“ და უცხოეთის წამყვან კლუბებში მოთამაშე ბადრი დანელია, ასევე საქვეყნოდ ცნობილია მარტვილელი ფეხბურთელები: კარლო ოდიშარია, მერაბ გაგუა, დამზირ ოდიშარია, გოგა გახოკიძე, გია გრიგალავა და სხვ.
2009-2010 წელი საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშებაში პირვე ლად საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში პირველი ლიგის გუნდი მარტვილის “მერანი”გავიდა 1/2ფინალში.
2011 წელს პირველად არსებობის მანძილზე გუნდმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია, მოიპოვა რა უმაღლესი ლიგის საგზური და ქართული ფეხბურთის ძლიერთა მარაქაში გაერია. მას შემდეგ „მერანი“ სასიამოვნოდ აოცებს ფეხბურთის სპეციალისტებს და სრულად ამართლებს გულშემატკივართა იმედებს.
„მერანი“: ჯ.შეროზია, გ.ბერია,დ.ხარძეიშვილი, მ.მუჯრიშვილი, ლ.გეგეჭკორი, გ.გეგია, ბ.გელაჭეიშვილი, ლ.ღონღაძე, ვ.იობაშვილი, მ.ქაჯაია, გ.ქარქუზაშვილი, თ.ლუსმანაშვილი, კ.მელიავა, თ.მონიავა, ა.შულაია, ც.ბუკია, ნ.დარჯანია, გ.დიდავა, ლ.დვალი, გ.გაბისონია, გ.გუგუნაშვილი, გ.ხუბუა, ო.კურტანიძე, ლ.კუჭუხიძე, ი.მონიავა, პ.ფონიავა, მ.ტორონჯაძე, კრისი, ს.ლომია, გ.მეგრელაძე, ბ.შარვაძე, დ.წულაია. მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია
|