ამ ორი ამხანაგურისთვის ქეცბას გეგეჭკორი რომ გამოეძახა კარგი იქნებოდა ახალგაზრდაა ნაკრებს შეაჩვევდა.
* * *
ჩვენ ერთიანად ვიზრუნებთ როგორც კერძო, ისე მუნიფიპალურ კლუბებზე. .სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ქართულ საფეხბურთო კლუბებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი. მინისტრის თქმით, მიმდინარე თვის ბოლომდე სამინისტრო წარმოადგენს პროექტს, რომელიც თანაბარ პირობებში აყენებს როგორც კერძო, ისე მუნიციპალურ კლუბებს.
ლევან ყიფიანი: "უნდა არსებობდეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც კონკრეტულ სახეობაში მოგვცემს მიმართულებას. ჩვენ ვმუშაობთ პროექტზე, რომელსაც თვის ბოლომდე გავაცნობთ ჯერ გუნდებს, შემდეგ საზოგადოებას. ჩვენი პოზიცია ის არის, რომ როგორც კერძო, ისე მუნიციპალურ კლუბებზე ერთნაირად ვიზრუნოთ. უპირატესობას არცერთს მივანიჭებთ. პირველ რიგში კი, ის კლუბებია მისახედი, რომელთა ბიუჯეტი ხელოვნურად იყო გაზრდილი. მათ გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალი გუნდების მუნიციპალიტეტებზე გადაცემა იყო, თუმცა ყველა მუნიციპალიტეტში ერთნაირი დაფინანსება არ არის, ამიტომ გადასახედია მდგომარეობა.
სპორტი და კლუბური სისტემა თუ კერძო ინვესტორზე იქნება დამოკიდებული, ეს ყველაზე საუკეთესო ვარიანტია. ამისთვის კი საჭიროა შეიქმნას შესაბამისი ბაზარი, რომელიც დაარეგულირებს ამ ურთიერთობებს. ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ შევქმნათ ეს ბაზარი, რომელიც მიმზიდველი გახდება ინვესტორისთვის.
მსგავსი ფინანსური პრობლემა საკალათბურთო სფეროშიც არის, რომელიც წინა წლებშიც იყო. ზოგადი სისტემაა ჩამოსაყალიბებელი. თუ ფეხბურთში დალაგდება სიტუაცია, ეს გავრცელდება სპორტის სხვა სახეობებზეც. ნებისმიერი სპორტის სახეობის განვითარება კონკრეტული პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ".