მარტვილის "მერანის" მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი წარმატებული სპეციალისტია. მართალია, "მერანს" ევროტურნირების საგზური არ მოუპოვებია, მაგრამ გუნდმა გამოცდილი მწვრთნელის თაოსნობით 2011 წელს პირველი ლიგიდან უმაღლეს ლიგაში გადმოსვლა მოახერხა და წლებია ეროვნულ ჩემპიონატის პირველობაზე საკმაოდ კარგად ასპარეზობს.
”სახლის გუნდად” მიჩნეულ მარტვილის "მერანს", სტადიონის მოუწესრიგებლობის გამო სამტრედიაში უწევს საშინაო შეხვედრების ჩატარება, თუმცა მარტვილელები არც სამტრედიაში ირცხვენენ თავს - მათ მიმდინარე ჩემიონატში "შინ" დამარცხება არ განუცდიათ.
”მერანი” ქულებს იოლად არც სტუმრად თმობს. მაგალითისთვის წინა ტურში ”დინამოსთან” გამართული შეხვედრაც კმარა, სტუმრები ბექა ციკოლიას გოლით უგებდნენ საწყის წუთებში ძლიერ მეტოქეს და ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა ”დინამოს” კლასმა და საფეხბურთო ფორტუნამ საბოლოოდ თბილისელებს მოუტანა გამარჯვება.
პირველი ლიგიდან მოყოლებული დღემდე მარტვილის ”მერანს” სათავეში სწორედ მალხაზ ჟვანია უდგას. გუნდში არსებულ სიტუაციაზე და ”მერანის” მომავალ გეგმებზე სასაუბროდ ”მსოფლიო სპორტი” ჟვანიას დაუკავშირდა.
- სად დაიწყეთ სამწვრთნელო კარიერა?
- აქ დავიწყე, მარტვილია ჩემი სამწვრთნელო კარიერის საწყისი. მარტვილის ხელმძღვანელობამ დიდი ნდობა გამომიცხადა, თუ არ ვცდები, 2007 წელი იყო, გუნდი რომ ჩავიბარე.
- შეიძლება ითქვას, ბოლო წლებში ”მერანის” უცვლელი მწვრთნელი ხართ...
- დიახ ასეა, ეს ჩემთვისაც დიდი პლუსია, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში დროც მქონდა და საშუალებაც ჩემი გამოცდილება გამომეყენებინა. როცა გუნდის ხელმძღვანელობა წლების განმავლობაში ნდობას გიცხადებს, ეს დამატებით სტიმულს გაძლევს.
- არცთუ დიდი ბიუჯეტის მიუხედავად, ”მერანი”ახერხებს იმას, რომ უმაღლეს ლიგაში იასპარეზოს და ტოლ-სწორად ეთამაშოს ფინანსურად მასზე ბევრად გამართულ გუნდებს. რის ხარჯზე ახერხებს ამას ”მერანი?
- ეს ალბათ ყველას, ხელმძღვანელობის, ფეხბურთელების, დამსახურებაა. მოვახერხეთ ჩამოგვეყალიბებინა ისეთი ბრძოლისუნარიანი გუნდი, რომელიც ნებისმიერ მეტოქესთან იბრძოლებს. მართალია, კლუბს არ აქვს დიდი დაფინანსება, მაგრამ ანაზღაურებას სტაბილურად ვიღებთ. შეიძლება ითქვას, რომ მარტვილის "მერანი" ერთი დიდი ოჯახია.
- რა არის მიმდინარე ჩემპიონატში გუნდის მთავარი მიზანი ანუ პროგრამა-მაქსიმუმი?
- ჯერ ის მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგია ფეხბურთელები, რომლებიც დავიმატეთ ამ სეზონში, წარმატებით გამოდიან, რაც ”მერანის” შედეგზე აუცილებლად აისახება. მომავალი გვიჩვენებს რას შევძლებთ, წინასწარ ძნელია პროგნოზის გაკეთება, თუმცა ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, მაქსიმუმს ვაკეთებთ საიმისოდ, რათა ”მერანმა” მიმდინარე ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი ანახოს.
- სტადიონთან დაკავშირებით რა ხდება? როგორც ვნახეთ, მინდვრის საფარი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია...
- მოლოდინში ვართ, ფრიდონ ინჯია ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობს და კარგი იქნება გვერდით თუ დაუდგებიან, რადგან ეს კაცი დიდი ხანია ქართულ ფეხბურთს ემსახურება და ასეთ ხალხს ხელი ყოველმხრივ უნდა შეუწყონ.
- აკაკი შულაიაზე რას იტყვით? 17 წლის ფეხბურთელი წარმატებულად წარმოჩინდა ”მერანში” და ალექსანდრე ჩივაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში უხმო...
- შულაია ძალიან კარგი ფეხბურთელია, შემოქმედებითი ყაიდის ფეხბურთელია და ფიზიკურადაც ძლიერია. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი აქვს საშრომი. შრომისმოყვარე ბიჭია და ვფიქრობ, მისგან მაღალი კლასის მოთამაშე გაიზრდება.
- სხვა გუნდიდან ხომ არ იყო შემოთავაზება შულაიასთან დაკავშირებით?
- გვქონდა რაღაც წინადადებები, მაგრამ კონკრეტულად არაფერი.
- წინა ტურში „დინამოსთან“ გამართულ შეხვედრაზე "მერანმა" საკმაოდ დიდი წინააღმდეობა გაუწია საქართელოს მრავალგზის ჩემპიონს...
- „დინამოსთან“ თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის განსაკუთრებულია. მთავარია ბიჭები არ შეუშინდნენ ”დინამოს” და ეცადნენ თავიანთი თამაში ენახებინათ. ბოლომდე იბრძოლეს ჩვენეული პრინციპით: "არ დანებდე მოწინააღმდეგეს”. საინტერესო მატჩი გამოვიდა, ხარვეზებიც გვქონდა, მაგრამ მათ გამოსწორებაზე ვმუშაობთ.
- და ბოლოს, რაც არ უნდა დიდხანს იმუშაოს მწვრთნელმა გუნდში, დგება მომენტი, როცა თავისი სამწვრთნელო კარიერა სხვა გუნდს უნდა დაუკავშიროს. ამ მხრივ თქვენ შემთხვევაში რა ხდება?
- ამ თემაზე ექვსში (6 ოქტომბერი-ავტ) გავაკეთებ განცხადებას.
ედემ ელერჯია
* * *
ერთი მერანელი სიმბოლურში
* * *
თბილისის "დინამოსა" და მარტვილის "მერანის" შეხვედრის მიმოხილვაში ვწერდით, რომ სტუმართა შემტევმა აკაკი შულაიამ ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა.
17 წლის ფეხბურთელი აქტიურობითაც გამოირჩეოდა, ტექნიკითაც და გასაოცარი ბრძოლისუნარიანობითაც.
მისი თამაში არც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელს გამორჩენია. ევროშესარჩევის მოახლოებული მატჩებისთვის ალექსანდრე ჩივაძე იძულებით ცვლილებებს ვერ ასცდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში პოლონური "იაგელონიიდან" გამოგზავნილი წერილის მიხედვით, მძიმე ტრავმის შემდეგ ნიკა ძალამიძემ ხანგრძლივი მკურნალობა დაასრულა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს და თამაშიც დაიწყო, მაგრამ ფორმის აღსადგენად დრო კიდევ სჭირდება, ახლაც ექიმებისა და თერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და გთხოვთ, არ გამოიძახოთო.
აქედან გამომდინარე, ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელს შემადგენლობაში კორექტივების შეტანა მოუხდა და მარტვილის "მერანის" 17 წლის შემტევი გამოიძახა.
ირკვევა, რომ ალექსანდრე ჩივაძე შულაიას ჯერ კიდევ გიორგი დევდარიანის 17-წლამდელთა ნაკრებში გამოსვლის პერიოდიდან აკვირდებოდა.
"ჩივაძეს შულაია მუდმივად მხედველობის არეში ჰყავდა. ახლა კი ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა გადაწყვიტა, 17 წლის ფეხბურთელი გამოეძახა, რაც, თავისთავად, დიდ ნდობას ნიშნავს.
მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში აკაკი შულაია მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელია და ამას ყველა თამაშში ამტკიცებს", - ასეთია ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის შინაარსი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მარტვილის "მერანის" მოთამაშეს ასაკობრივ ნაკრებში იწვევენ: 19-წლამდელებში სტაბილურად ხვდებოდნენ ლევან გეგეჭკორი და პაპუნა ფონიავა.
მარტვილის "მერანის" დირექტორმა ელდარ ბაკურიამ "ლელოს" უთხრა, რომ, მისი ინფორმაციით, ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელობა ბექა ციკოლიათიც დაინტერესდა. 3 შეხვედრაში გატანილი 2 გოლი - ასეთია მარტვილის "მერანის" ახალწვეულ ციკოლიას შედეგი. მას ქართველი გულშემატკივარი არ იცნობს. არადა, ციკოლიას საინტერესო ისტორია აქვს - ის მოსკოვშია დაბადებული და "სპარტაკის" საფეხბურთო სკოლაში იზრდებოდა. ჯერ კიდევ 12 წლისა კალუგაში გამართულ ფინალურ ტურნირში რუსეთის თასის მფლობელი გახდა, ფინალში მოსკოვის "სპარტაკს" გოლით შეეწია და საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. იყო მოსკოვის ჩემპიონიც.
19 წლის ნახევარმცველი საქართველოში წლეულს ჩამოვიდა. ქართული კარგად ესმის და ლაპარაკობს, მაგრამ რუსულად უფრო უადვილდება:
ეს ის ბიჭია, რომელმაც თბილისის "დინამოსთან" შეხვედრაში ანგარიში ეფექტური დარტყმით გახსნა. 3 შეხვედრაში გატანილი 2 გოლი - ასეთია მარტვილის "მერანის" ახალწვეულ ციკოლიას შედეგი. მას ქართველი გულშემატკივარი არ იცნობს. არადა, ციკოლიას საინტერესო ისტორია აქვს - ის მოსკოვშია დაბადებული და "სპარტაკის" საფეხბურთო სკოლაში იზრდებოდა. ჯერ კიდევ 12 წლისა კალუგაში გამართულ ფინალურ ტურნირში რუსეთის თასის მფლობელი გახდა, ფინალში მოსკოვის "სპარტაკს" გოლით შეეწია და საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. იყო მოსკოვის ჩემპიონიც.
19 წლის ნახევარმცველი საქართველოში წლეულს ჩამოვიდა. ქართული კარგად ესმის და ლაპარაკობს, მაგრამ რუსულად უფრო უადვილდება: "ჩემი ოჯახი წარმოშობით მარტვილიდან არის, მაგრამ პირადად მე მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე. იქ რამდენიმე სკოლაში ვვარჯიშობდი.
ყველაზე დიდი დრო, ოთხი წელი, მოსკოვის "სპარტაკის" საფეხბურთო სკოლაში გავატარე. ბოლოს 1994 წელს დაბადებულთა ასაკობრივ გუნდში ვთამაშობდი.
სხვათა შორის, ჩემი თანაგუნდელი იყო თავდამსხმელი თემურ ბუკია, რომელიც ახლახან "სპარტაკმა" კრასნოდარის "ყუბანის" ახალგაზრდულ გუნდში იჯარით გაუშვა. რომ იცოდეთ, ძალიან ნიჭიერი ბიჭია".
რატომ ჩამოვიდა ციკოლია საქართველოში, როცა აქედან რუსეთში გარბიან? ბექას ამის შესახებაც ვკითხეთ:
"ჩემი საკითხი ზაფხულში გაირკვა და "მერანში" თამაში ვამჯობინე. საქართველოში ახალგაზრდებს თამაშისა და თავის გამოვლენის უფრო მეტ შანსს აძლევენ, ვიდრე რუსეთში. ეს ვიცოდი და ამიტომაც გადავწყვიტე აქ ჩამოსვლა.
თანაც, ჩემი ქალაქის გუნდია, უმაღლეს ლიგაში გამოდის და თუ დავეხმარები, ძალიან გამიხარდება. სათამაშო პრაქტიკა ძალიან მჭირდება. უკუსვლისთვის ერთი სეზონის ჩაგდებაც საკმარისი იქნება".
"მერანის" ახალწვეული საქართველოს ჩემპიონატის დონეზეც გველაპარაკა:
"რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული სხვაგვარად ვფიქრობდი - მეგონა, რომ დაბალი დონის ჩემპიონატი იქნებოდა. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ შეფასებაში შევცდი - აქ თამაში ძალიან ძნელი ყოფილა, საკმაოდ ძლიერი გუნდები და ფეხბურთელები არიან.
მართალია, რუსეთიდან ჩამოვედი, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი და უმდიდრესი ლიგაა, მაგრამ მაინც ასაკობრივი გუნდების ჩემპიონატში გამოვდიოდი და უცებ, სრულიად სხვა სტილის ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში ძნელი გამოდგა. თანაც, დიდების ფეხბურთში ეს ჩემთვის პირველი სეზონია.
ამ ნაბიჯს სულაც არ ვნანობ, საკმაოდ კარგი დონის ჩემპიონატია და უდიდეს გამოცდილებას ვიძენ. ყველაფერი წინ მაქვს და იმედია, საქართველოში მიღებული გამოცდილება უფრო ძლიერ ჩემპიონატშიც გამომადგება. აქ სწორედ ამიტომ ჩამოვედი - მინდა, საქართველოს ჩემპიონატი ტრამპლინად გამოვიყენო".
ბექა ციკოლიას მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება 2013 წლის 29 სექტემბერი, როცა "დინამო არენაზე" პირველად ითამაშა და პირველივე შეხვედრაში ულამაზესი გოლი გაიტანა:
"ჩვენი მეტოქე თბილისის "დინამო" იყო, რომელზეც რუსეთში დღემდე ლეგენდები დადის.
ჩემთვის ამ დღეს სამი მნიშვნელოვანი რამ მოხდა: ჯერ ის, რომ საქართველოს მთავარ სტადიონზე პირველად ვითამაშე, მეორე ის, რომ თბილისის "დინამოს" წინააღმდეგაც ასევე პირველად გავედი მოედანზე და მესამე - ლეგენდარული კლუბის კარში ბურთი გავიტანე.
არ დავმალავ, ამაზე ვოცნებობდი და მიხარია, რომ ეს ეფექტური გოლით მოვახერხე".
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...qmeranshiq.html