უფრო სწორი იქნება დღეს ვინაა უკეთესი ის გამოჩდება...
თორე #1 რო დინამოა ამას არ ჭირდება დამტკიცება ერთი 20-25 წელიწადი..
მერე ვნახოთ...
23.10, 18:00. ზესტაფონი, “დავით აბაშიძე”. “ზესტაფონი” - “დინამო” (თბილისი) (I წრე - 1:2)
დისკვალიფიცირებული: ირაკლი ძარია, გიორგი ხიდეშელი (“ზესტაფონი”); დონალდ ჯუისი (“დინამო”).
მსაჯები: გიორგი ვადაჭკორია; გურამ ჩიგოგიძე, ირაკლი თოდრია; ლევან კვარაცხელია.
ტურის ცენტრალურ შეხვედრას ზესტაფონი უმასპინძლებს. სათამაშო მინდვრის განახლების შემდეგ, ”დავით აბაშიძეზე” პირველი მატჩი ჩატარდება. როგორც ”სპორტულ ამბებს” კლუბში უთხრეს, გრუნტი, რომელზეც ახალი ბალახი ამ ერთი თვის წინ დაითესა, საგრძნობლად გაუმჯობესებულია. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზეა დაგეგმილი, ტრიბუნებზე ანშლაგს ელიან.
მეტოქეების ურთიერთდაპირისპირებას ყოველთვის პრინციპული ხასიათი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ”ზესტაფონმა” ”დინამოსთან” ბოლო გამარჯვება 2009 წლის 29 აგვისტოს იზეიმა (4:1). მას შემდეგ გამართულ 4-ვე მატჩში, თბილისელებმა იმარჯვეს.
უშუალოდ ამ გუნდებს შორის, 2004 წლიდან, 18 საჩემპიონატო შეხვედრაა ჩატარებული, რომლებშიც 5-ჯერ იმერლებმა იმარჯვეს, 10-ჯერ დედაქალაქელებმა (ბურთების სხვაობა 25:13 ”დინამოს” სასარგებლოდ). რაც შეეხება ეროვნული ჩემპიონატების დაწყებიდან (1990), სულ, ზესტაფონურ გუნდებსა (”მარგვეთი”, ”მეტალურგი”, ”ზესტაფონი”) და ”დინამოს” (თავიდან გუნდს ”იბერია” ერქვა) შორის 38 შეხვედრა ჩატარდა. თბილისელებმა 25 მოიგეს, ზესტაფონელებმა - 7 (ბურთების სხვაობა 104:28).
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=12007&lang=1