ომარ თეთრაძე: “”ვოლგაში” ქართველთა დიასპორა შემცირდება”
18.12.2010 18:01
ომარ თერაძემ, ქართველი ფეხბურთელები სხვებივით დიდ ხელფასს არ ითხოვენო
რუსულ “სოვეტსკი სპორტში” ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” თავკაც ომარ თეთრაძესთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც საუბარი ქართველ ფეხბურთელებსაც ეხებათ.
მაგალითად, ხომ არ წარმოიქმნება “ვოლგაში” ის პრობლემა, რაც “ანჟიში” იყო – გუნდში ბევრი ქართველი ფეხბურთელის გამო.
“ქართული საკითხი ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ჩვენ ქართველი ფეხბურთელების დიასპორას შევამცირებთ. რაც შეეხება ახალწვეულ გოგიტა გოგუას, ის კვალიფიციური ფეხბურთელია. ჩვენ ვმოქმედებთ ბიუჯეტიდან გამომდინარე და ქართველები იმიტომ გადმოგვყავს, რომ მათ არცთუ დიდი ხელფასები აქვთ. სხვა კანდიდატი ფეხბურთელები უფრო დიდ ფულს ითხოვენ, ჩვენ კი ხუთჯერ და ათჯერ მეტს ვერ გადავუხდით” - თქვა თეთრაძემ, რომელსაც არ დაუსახელებია ვინ მოჰყვება ქართველთაგან “შემცირებაში”. დღესდღეობით გუნდში 6 ქართველია – გოჩა ხოჯავა, ოთარ მარცვალაძე, ედიკ საჯაია, მათე ვაწაძე, გიორგი ნავალოვსკი და გოგიტა გოგუა.
“ვოლგას” მწვრთნელთან ასეთი კითხვაცაა – ყოფილი საბჭოეთის რომელიმე ქვეყნის ნაკრებიდან რომ გქონდეთ შემოთავაზება, წახვიდოდით? მაგალითად, ყაზახეთში ან საქართველოში.
თეთრაძის პასუხი ასეთია: “ამაზე ადრეა საუბარი. სამწვრთნელო კარიერა მხოლოდ ახლა დავიწყე და როგორც იტყვიან, “საუკუნის განმავლობაში იცოცხლე – საუკუნის განმავლობაში ისწავლე”. ჯერჯერობით, კლუბში მუშაობა უფრო მომწონს, მუდმივად ტონუსში ვარ და ნაკრებიდან წინადადების განხილვაზე არ ვფიქრობ”.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=14175&lang=1