http://worldsport.ge/Read.aspx?news=15506&lang=1“ბაიამ” პირველი ლიგის ლიდერთან წააგო მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა ზუგდიდის “ბაიამ”. ელგუჯა ქომეთიანის გაწვრთნილმა გუნდმა შინ მარტვილის “მერანი” მიიღო და 1:2 წააგო. ზუგდიდელებმა, ტაიმებში ტრადიციულად სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშეს.
“ბაიას” თავკაცის თქმით, ძირითადმა გუნდმა, 27-ე წუთზე ქობალიას მიერ გატანილი გოლით, პირველი ტაიმი მოიგო. რაც შეეხება მე-2 ტაიმს, მასში მარტვილელებმა უკეთ ითამაშეს. ანგარიში თორნიკე კაკუშაძემ გაათანაბრა, ხოლო მატჩის მიწურულს გიგა ამბროლაძემ “მერანს” მოაგებინა.
გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს.
“ბაია”: I ტაიმი - სომხიშვილი, სვირავა, აქუბარდია, რ. ონიანი, ქვარცხავა, ვართაგავა, რიგვავა, სიხარულია, შ. ლომია, წურწუმია, ქობალია;
II ტაიმი - მაქაცარია, გ. ქირია, აქუბარდია, მამულია, თ. აკობია, გუჯეჯიანი, ნ. შონია, მალიჩავა, კ. ახალაია, ჩანგელია, კუკავა.
“მერანი”: I ტაიმი - ჯ. შეროზია, იობაშვილი, გ. ჟვანია, სუხიაშვილი, კაკუშაძე, ილურიძე, დ. ბერუაშვილი, თურმანიძე, ლ. კუჭუხიძე, ამბროლაძე, ტაპე;
შეცვლაზე შევიდნენ - ფაცაცია, მელიავა, წოწორია, ჯოელი, ფონიავა, ტორაძე, ჩალაძე.
ქომეთიანის თქმით, “ბაიას” ერევნის “ულისთან” 28 იანვარს დანიშნულ მატჩამდე, კიდევ ერთი საკონტროლო შეხვედრის გამართვა სურს. “მერანს” რაც შეეხება, პირველი ლიგის ერთპიროვნული ლიდერი “ბენდელას თასზე” ასპარეზობს და ზესტაფონში, მე-2 ტურის მატჩს რევაზ ძოძუაშვილის საერთაშორისო აკადემიის გუნდთან 25 იანვარს ჩაატარებს.
მიმაგრებული სურათი