14.08, 17:00. რუსთავი, “ფოლადი”
“მეტალურგი” (რუსთავი) - “ბაია” (ზუგდიდი)
მსაჯები: გ. ვადაჭკორია; ზ. ფიფია, ლ. ვარამიშვილი; მ. ბეუქლიშვილი.
ჩემპიონატი ერთი ტურის დაწყებულია და “მეტალურგს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. რუსთაველთა თავკაცად კობა ჟორჟიკაშვილის დებიუტი, პირველ ტურში “სიონის” “შთამბეჭდავად” დამმარცხებელ “ბაიასთან” შედგება. უმაღლესი ლიგის გუნდს, საქართველოს 18-წლამდელთა ახლანდელი დამრიგებელი, ბოლოს 2008 წლის ოქტომბრამდე წვრთნიდა. მაშინ, ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილმა ცხინვალის “სპარტაკმა”, სეზონი წარუმატებლად დაიწყო (ზედიზედ 4 მარცხი) და მწვრთნელმა საკუთარი ნებით დატოვა შიდაქართლელთა გუნდის თავკაცის პოსტი.
ამ ეტაპზე, “მეტალურგში” დიდი ცვლილებები არ იგეგმება. რუსთაველები კვლავ სამეულში მოხვედრას და შესაბამისად, ევროტურნირზე გასვლას ისახავენ მიზნად. გავრცელებული ინფორმაციით, მეტალურგიული ქარხნის ახალი მეპატრონეები, კლუბიდან თორნიკე მაისურაძის დათხოვნით შემოიფარგლებიან.
მეტოქეებმა ერთმანეთში 8-ჯერ ითამაშეს. 6-ჯერ რუსთაველებმა იმარჯვეს, “ბაიას” აქტივში კი, გასული სეზონის მიწურულს ”ფოლადზე” მოგებული (3:1) თამაშია (ბურთების სხვაობა 12:5 რუსთაველთა სასარგებლოდ).
ქულა მოგვაქ მინიმუმ !