“ბაიამ” შეკრებისთვის 22 ფეხბურთელი დაასახელა
ზუგდიდის “ბაიაში” მიმდინარე სინჯები, გუნდის თავკაცებს იმ ბირთვის დადგენაში დაეხმარა, რომელმაც ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპზე უნდა იასპარეზოს. წინასწარი გეგმის მიხედვით, ძირითადი გუნდის ფეხბურთელები, 16-დან 26 იანვრამდე, “ბაიას” საწვრთნელ ბაზაზე პირველ შეკრებას გაივლიან.
“მსოფლიო სპორტი” ზუგდიდელთა მთავარ მწვრთნელ გოჩა ტყებუჩავას დაუკავშირდა და იმ 22 ფეხბურთელის ვინაობა დაადგინა, რომლებიც სეზონის განახლებისთვის მზადებას გააგრძელებენ: გიორგი სომხიშვილი, არჩილ მაქაცარია, ვახტანგ ჯომიდავა, რომეო კანკია, მაკარ აქუბარდია, ლევან ტყებუჩავა, გიორგი პაჭკორია, ილია გამრეკლიძე, ნიკა აფაქიძე, გიორგი ქვარცხავა, ლევან აკობია, ზურაბ ქვარცხავა, ვალიკო ტყემალაძე, ნიკა შონია, ზვიად სიხარულია, შოთა ლომია, ავთანდილ ენდელაძე, ლევან კუტალია, ნიკა ახვლედიანი, აკაკი ფარჯიკია, ლაშა კუკავა, ირაკლი ეხვაია.
ცნობილია პირველი შეკრებისას “ბაიას” მიერ გასამართ სპარინგებში სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა. 21 იანვარს, ზუდიდელებს ლანჩხუთის “გურია” დაუპირისპირდება, 24-ში - ხობის “კოლხეთი”, 26-ში - ოზურგეთის “მერცხალი”. სამივე მატჩი “ბაიას” საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდება.
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=29991&lang=1