კრიზისი ზუგდიდის "ბაიაში" - ფეხბურთელები თამაშზე უარს ამბობენ!
ზუგდიდის "ბაია", წესით და რიგით, ფოთს უნდა ესტუმროს და მეგრულ დერბიში "კოლხეთს" დაუპირისპირდეს, თუმცა ამ შეხვედრას ჩაშლა ემუქრება. მიზეზი არა სიცივე და დიდთოვლობაა, არამედ ფინანსური კრიზისი, ზუგდიდურ გუნდს ჩემპიონატის მიმდინარეობისას ხშირად რომ ახსენებს თავს.
კლუბს ფეხბურთელების მიმართ ერთი თვის დავალიანება და პრემიალურები აქვს გასასტუმრებელი, ამიტომ მოთამაშეები მოედანზე გასვლას არ აპირებენ.
დაპირებისამებრ, ხელფასები 5-დან 10 მარტის ჩათვლით უნდა გაცემულიყო, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა.
აჰა დაიწყო ისევ

16 გუნდამდე როდის ვზრდით ჩემპიონატს?