თსუ-მ ქუთაისშივე მოამთავრა საქმე. მეოთხე მატჩში 80:74 მოიგო და ფინალში გავიდა. გიორგი მარხვაშვილმა გაიგიჟა თავი, ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი - 24 ქულა ჩააგდო. იშვიათი გამონაკლისების გარდა, არაა ხოლმე ეს კაცი ამდენად აქტიური და ნეტავ რა აწყენინეს ასეთი ქუთაისელებმა, ასე რომ აბობოქრდა ფანტომასივით?
მაშ ასე, წინ ფინალია არმია-თსუ. ძალიან მაგარი თამაშები იქნება. მოუთმენლად ველი.