მგონი დროა ქართული ფეხბურთის ქომაგები, პროფესორობის და კრიტიკოსობის რეჟიმიდან, ნამდვილი გულშემატკივრობის რეჟიმზე გადავერთოთ.
პროფესორი და კრიტიკოსი ნაკრებს ისეთი ჰყავს უკეთესს რომ ვერ ვინატრებთ!
ადრე თუ ესე იყო რომ მწვრთნელი აგებდა და გუნდი იგებდა, ეხლა ეს ორი ცნება ქეცბაში გაერთიანდა, ის გუნდის კაპიტანიც არის, მწვრთნელიც, გულიც და სულიც... შესაბამისად ისინი ერთად იგებენ და ერთად... არ აგებენ!
ძალიან კარგა როცა გუნდს ორი კარგი მეკარე ეღირსა, მიუხედავად დინამოელობისა დიდი სიამოვნებით ვნახავდი გიორგი ლორიას თუნდაც არნემის ვიტესში!
გურამ კაშია უკვე ვიტესშია, 90 წუთი თამაშობს და უმეტესად მასირებული შეტევების მოგრიება უხდება, ამაზე უკეთეს პრაქტიკაც ვერ ინატრებს ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი!
აკაკი ხუბუტია მაღალი ბიჭია, ახალგაზრდა და პრაქტიკა მასაც ძალიან კარგი აქვს...
კალაძეც ათამაშდა კლუბში და გუშინ მართლა კაპიტანი იყო, მიუხედავად შეცდომებისა... შეცდომები კი იმიტომ მოსდის რომ ყველაზე რთულ მომენტებში მას უხდება ბრძოლაში ჩართვა... ფლანგზე ჯობია კალას დაყენება, თუ კობიაშვილი ნახევარდაცვაში იქნა.
კვირკველია იმ დროს მახსენებს როცა ნაკრებში გამოძახებული მოთამაშის გასწვრივ ესე ეწერა ხოლმე, მაგ. ვალტერ გუჩუა (უგუნდოდ)
ჯაბა კანკავას პირდაპირი კონკურენტი ბუბა დაუშვილია, გვანან ეს ბიჭები ერთმანეთს და კარგია რომ მწვრთნელს არჩევანის გაკეთება მათი ფორმიდან გამომდინარე მოუხდება...
ხიზანა ძალიან ჭკვიანია, გუშინ მოედანზე შეიძლება ყველაზე ჭკვიანიც ყოფილიყო...
გოჩა ხოჯავას ან გუშინ ჰქონდა ცუდი დღე, ან მითები რომ ის იჩაგრებოდა და რეალურად უდიდესი პოტენციალი აქვს, მართლა მითებია!
ჯანომ გუშინ საუკეთესო თამაში ჩაატარა, არ გაჩერებულა ტიპი!
ძალიან გამოადგება ნაკრებს სანდრო გურული, მე ესეთი ანთებული მოთამაშე არ მახსენდება, შეიძლება ერთი გოგიტა გოგუა... ტიპს ისე გაუხარდა ნაკრებში დებიუტი რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რამდენს ნიშნავს კარგი სკოლის გავლა და დალაგებულ ქვეყანაში გაზრდა. გოლიც ისე გაიტანა რომ დარწმუნებული ვარ ვერც მოდებაძე, ვერც გელაშვილი და ვერც ბევრი სხვა ამას ვერ გააკეთებდა.
ოქრიაშვილი გაიზრდება და კარგი ბიჭი იქნება, მე ნაკრების სკამზე სულ მეყოლებოდა, არ იცი როდის რას გააკეთებს, არც შენ და არც მეტოქემ!
რევიშვილი (ლორია)
ლობჟანიძე (სალუქვაძე) ასათიანი (კაშია) ამისულაშვილი (ხუბუტია) კალაძე (შაშიაშვილი)
ხიზანიშვილი (კანკავა) კობიაშვილი (დაუშვილი)
გოგუა (ოქრიაშვილი) ანანიძე (ყენია) იაშვილი (გურული)
სირაძე ((დვალიშვილი) მჭედლიძე)
პლუს მომავალ წელს დარწმუნებული ვარ გიორგი ჭანტურიას დებიუტი შედგება ჯერ ვიტესის მთავარ გუნდში, შემდეგ კი ნაკრებში
შემდეგ შესარჩევზე, უკვე კარგი გუნდი უნდა გვყავდეს...
--------კანკავა----ოქრიაშვილი
ანანიძე------ყენია-------ჭანტურია
------------მჭედლიძე
ოცნებას კაცი არ მოუკლავს