ფიფას რეიტინგის ქულები ასე დაითვლება:
100 X (შედეგის ქულა X მატჩის სტატუსი X მოწინააღმდეგის სიძლიერე X რეგიონის ქულა)
შედეგის ქულა:
მოგება (პენალტის გარეშე) - 3 ქულა
მოგება (პენალტით) - 2
ფრე - 1
წაგება (პენალტით) - 1
წაგება (პენალტის გარეშე) - 0
მატჩის სტატუსი:
ამხანაგრუი მატჩი x 1.0
FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ან რეგიონალური ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი x 2.5
საკონტინენტო ჩემპიონატის მატჩი x 3.0
მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი x 4.0
მოწინააღმდეგის სიძლიერე:
გამოიყენება შემდეგი ფორმულა:
მეტოქის სიძლიერე = 200 - მიმდინარე პოზიცია რეიტინგში / 100
მაგალითად:
1) თუ მეტოქე იმყოფება მერვე ადგილზე, მაშინ
200-8/100=1.92
ანუ მეტოქის სიძლიერის კოეფიციენტია 1.92
2) თუ მეტოქე იმყოფება 125ე ადგილზე, მაშინ
200-125/100=0.75
ანუ ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგის კოეფიციენტია 0.75
რეგიონის სიძლიერე:
UEFA (ევროპა) 1.00
CONMEBOL (სამხრეთ ამერიკა) 1.00
CONCACAF (ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა) 0.88
AFC (აზია) 0.85
CAF (აფრიკა) 0.86
OFC (ოკეანიის ქვეყნები) 0.85
რეგიონალური სიძლიერე = პირველი გუნდის რეგიონალური სტატუსი + მეორე გუნდის რეგიონალური სტატუსი / 2
მაგალითად:
1) თუ ერთმანეთს ხვდებიან ევროპული და სამხრეთ ამერიკული გუნდები, ქულები დაიწერება შემდეგნაირად:
1+1 / 2 = 1
დავუბრუნდეთ პირვანდელ მოცემულ ფორმულას და მის მიხედვით გამოვთვალოთ საქართველოს ნაკრების მიერ დღევანდელ მატჩში მოპოვებული ქულათა რაოდენობა:
100 X (შედეგის ქულა X მატჩის სტატუსი X მოწინააღმდეგის სიძლიერე X რეგიონის ქულა) = 100 x (3 x 1 x 1.85 x 1) = 555
დაიცა კაცო რაღაც ამერია?

არამგონია

ახლა გვაქვს 422 და 555 თუ დაემატა 15ეზე გადავდივართ
დამეხმარეთ რა დათვლაში