ლორიას ყოჩაღ, ძალიან კარგი იყო. მშვიდი და ეს სიმშვიდე გადამდებია.
კაშია - არ არის ფლანგის მცველი აშკარად. ცენტრში მოთამაშე და ფლაგნზე მოთამაშე კაშია სულ სხვადასხვა არიან. ბევრჯერ გაექცა კაცი ფლანგზე და რამდენიმე ჩაწოდებაც გაუცუდდა. სალუქვაძე, ლობჟანიძე, კაშია აქ არჩევანი უნდა გაკეთდეს ცუდსა და უარეს შორის...
კალაძე - სანამ შეუძლია არ უნდა ვთქვათ უარი მასზე, უკეთესი ამ ეტაპზე არ გვყავს.
ხუბუტია - გავრისკავ და ვიტყვი რომ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში მას ადგილი არ ააქვს. ქონდა ძალიან ბევრი წუნი თამაშში. ფაქტია რომ ვერ შეძლებს კონკურენციის დაძლევას ასათიან-ამისულაშვილთან ჭიდილში. მე პირადად ცენტრში მოთამაშე სალუქვაძე და კაშია მირჩევნია მას.
კვირკველია - კომენტარი ზედმეტია. უამრავი შეცდომა, დაკარგული პოზიციები და გაუთვლელი გასვლები პერეხვატზე.
კანკავა - მე მჯერა რომ ჯაბა კიდევ უფრო მოუმატებს. არ ვიზიარებ იმ აზრს რომ ის ძალიან ცუდი იყო გუშინდელ თამაშში.
ხიზანიშვილი - ისე თამაშობდა გუშინ გეგონებოდა ბავშობიდან მცველების წინ საყრდენად თამაშობსო. ისე არ იქნებოდა ცუდი მისი მარჯვენა მცველად გამოცდა.
გელაშვილი - ამ ბიჭს პასის კარგი მიმწოდებელი უნდა და სისწრაფის ფორვარდია. ასეთი მომმარაგებელი კი ძალიან აკლდა გუშინ. თან დაცვაში თამაშიც არ არის მისი სტიქია. მისი მისამართით იყო მგონი ქეცბაიას შეძახილი - "ეეეეეეეეე, სად დგახარ, ცამო უკან შე ჩემა

?
ხოჯავა - მე არ მქონდა მისი თამაში ნანახი. გვიყვარს ამ ქართველებს ეს მითები და რა ვქნათ.. კარგით რა..
ანანიძე - ყველაზე კარგი თამაში ჩაატარა ეროვნულში. ასე თამამად უნდა გაამწვავოს. შეტევის ხერხემალი ეგ არის. და იქნება და გადავიდეს სადმე ამ სპარტაკიდან..
მოდებაძე - მძიმედ მოძრაობდა და სიარულით გადაადგილდებოდა სტადიონზე. მეორე სართულზე ბრძოლის დროსაც არ იყო საიმედო. ამ ეტაპზე ნაკრებში მისი ადგილი არ არის.
ოქრიაშვილი - კარგია რომ თამამია, მაგრამ ეს სითამამე ხშირად ბურთის დაკარგვით დაასრულა და ეს დაუშვებელია. სათამაშო პრაქტიკა სჭირდება ნელა ნელა მაღად დონეზე უფრო, ვიდრე ეს შახტარის მეორე გუნდია.
გურული - !!!!!!!!!!!!!!!!!!!!! დიდი ხანია ასე ნაკრებში არავის თამაში არ მომწონებია. დიდი ხანია ვეძებდი ქართველ ფეხბურთელს ნაკრებში, რომელიც შეტევისას მოწინააღმდეგის მცველს ტრაკს კი არ შეაქცევს, მასზე წავა და თვალებში ჩახედავს. ბრძოლის ჟინი, ტექნიკა, ართმევაზე თამაში, ყველაფერი იყო. თამამად ვიტყვი, თუ მან ასე გააგრძელა იაშვილის ნაცვლად ძირითადში უნდა დადგეს!!!!!
კოშკაძეზე და კაკუბავაზე ვერაფერს ვიტყვი ითამაშეს როგორც შეეძლოთ..