ლევან ელიზბარაშვილი,რომელიც ამჟამად ს/კ “ნორჩი დინამოელის” შემადგენლობაში ირიცხება,ბევრისთვის ფაქტობრივად უცნობი მოთამაშე გახლავთ.თუმცა მას საქართველოს სამ ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები.ცოტა რომ გამართლებოდა, შესაძლოა დღეს იგი ფართო მასებს იმედის მომცემ ფეხბურთელად ეღიარებინათ და მინიმუმ “პარმას” მაისურით ებურთავა.
- გამარჯობა ლევან.შენი საფეხბურთო კარიერის შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცის.მოდი გვითხარი,როგორ დაიწყო შენი საფეხბურთო ცხოვრება?- პირველად ფეხბურთის თამაში ფიზკულტურულ ინსტიტუტთან არსებული გუნდისი “ფე-შე-ემის” აკადემიაში დავიწყე.ამ გუნდის შემადგენლობაში დაახლოებით 5-6 წელი გავატარე და ამის შემდეგ აღმოვჩნდი იქ,სადაც ახლა ვარ – “ნორჩ დინამოელში”.
ლევან,გაიხსენე ის გუნდი,სადაც პირველად ითამაშე პროფესიულ დონეზე…- პირველად პროფესიულ დონეზე “ნორჩი დინამოელის” შემადგენლობაში ვითამაშე.ჩემი დებიუტი საქართველოს დავით ყოფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე, ბოლნისის “სიონის” წინააღმდეგ შეხვედრაში შედგა 15 წლის ასაკში.ამის შემეგ საქართველოს U-17 ნაკრებში გამომიძახეს და ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე.
- ნაკრები ახსენე და მინდა დაგეკითხო აქვე,რა გრძნობა დაგეუფლა,როდესაც შენი ქვეყნის ნაკრების მაისურით ითამაშე პირველი შეხვედრა?- ნაკრებში თამაში სულ სხვა “სიმძიმისაა”.თამაშის წინ საკუთარი ქვეყნის ჰიმნს ისმენ და ფსიქოლოგიურად მხოლოდ ერთი მიმართულებით აზროვნებ – ასახელო შენი ქვეყანა.პირველად ნაკრების მისურით უნგრელი თანატოლების წინააღმდეგ ვითამაშე 15 წლის ასაკში.მაინც და მაინც ტკბილად მოსაგონი დებიუტი არ მქონია,ორჯერ ვიგებდით იმ შეხვედრაში და საბოლოოდ მატჩი 2:2 დასრულდა.ბოლო წუთზე გავუშვით დასანანი გოლი.
- თითქმის არავინ არავინ იცის,რომ შენ ერთ დროს Lazio-Jugend-ში ირიცხებოდი.მოდი გვითხარი იქ გატარებულ პერიოდზე ერთი-ორი სიტყვით.- Lazio-Jugend-ში ყველასთვის კარგად ცნობილმა ჯანი კარნევალემ წამიყვანა სავარჯიშოდ.ჩემზე საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებდნენ ადგილობრივები,თუმცა საბოლოოდ მაინც წამოსვლა მომიწია.ერთი კვირა გავატარე Lazio-Jugend-ში,მერე საქართველოში დავბრუნდი და 20 დღეში ისევ იტალიაში უნდა წავსულიყავი.ამასობაში კი კარნევალე დამიკავშირდა და მითხრა,”ლაციოში” სპორტული დირექტორი შეიცვალა და ეს საქმე ვერ გამოვაო.
- და მერე იყო “პარმა”.რატომ ვერ მოხერხდა შენი იტალიაში გადასვლა?- იმ დროს,როდესაც “პარმადას” სპორტული დეირექტორი იყო ჩამოსული და ჯანი კარნევალესთან ერთად მამაჩემს კონტრაქტი წარუდგინა,რომელზეც მას უნდა მოეწერა ხელი,აღმოჩნდა,რომ თითქმის ყველა დეტალი იყო შეცვლილი,რაც სრულიად არ გვაკმაყოფილებდა.კონტრაქტის წარდგენას ჟურნალისტი მერაბ მამულაშვილიც ესწრებოდა,თუმცა შეთანხმება არ შედგა.მე ამ პერიოდში ხორვატიაში ვიმყოფებოდი ჩემს გუნდთან ერთად შეკრებაზე და უკან დაბრუნებულმა გავიგე,რომ “პარმა” ჩავარდა.
- ბოლოს გასული წლის ოქტომბერში ითამაშე ასაკობრივ ნაკრებში,სადაც ჩვენმა გუნდმა საკუთარი შანსი ვერ გამოიყენა…- ნამდვილად ასე იყო.საქართველოს U-19 ნაკრებს პორტუგალიაში გამართულ საკვალიფიკაციო რაუნდში საკმაოდ კარგი შანსი მიეცა.ჯგუფში საბერძნეთის,პორტუგალიის და აზერბაიჯანის ასაკობრივი ნაკრებები გვყავდა.პირველი შეხვედრა მოვიგეთ საბერძნეთთან,შემდეგ მასპინძელ პორტუგალიასთან დავმარცხდით და ბოლო ტურში უშუალო კონკურენტთან,აზერბაიჯანის გუნდთან ფრეც გვაძლევდა ხელს,შემდეგ ეტპზე გასასვლელად.თუმცა ყველაფერი ჩვენდა სამწუხაროდ აეწყო.აზერბაიჯანელი ფეხბურთელებისგან სამი უპასუხო გოლი მივიღეთ ჩვენს კარში და უკანასკნელ ადგილზე გავედით შესარჩევ ქვეჯგუფში.
- რომელი იყო შენთვის ყველაზე დასამახოვრებელი შეხვედრა?- ნაკრების მაისურით ჩატარებული ყველა შეხვერა და “პარმას” პირველი გუნდის წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩი.ეს უკანასკნელი,მართლაც დასამახსოვრებელი იყო.ამ პერიოდისათვის “პარმა” უკვე Serie B-ში იყო დაქვეითებული.თუმცა ვალერი ბოჟინოვის წინაღმდეგ თამაში მაინც არ დამავიწყება.
- ინტერვიუს დასასრულს მინდა დაგეკითხო.დღეს,რომ აკეთებდე არჩევანს,რომელ ქართულ გუნდში ამჯობინებდი კარიერის გაგრძელებას?- საქართველოში თბილისის “დინამოს” მაისურით ვითამაშებდი დიდი სიამოვნებით.
ავტორი: ირაკლი ხვედელიანი
წყარო:
http://fanebi.com/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83...83%90%E1%83%A8/
მიმაგრებული სურათი