geor-gienსამიდან 2-ს კი არა სამივე გასაშვებია რა...
ამათთან რო ვერაფერს აკეთEბენ...
პროსტა ვერ მივხვდი რათ უნდოდათ ამდენი მცველი რო მოიწვიეს...
მართლა რაღაც ძაან უაზროდ გამოდის...
"აი, "დინამო" ბოლოს როდის იყო "სატრანსფერო ბაზარზე" ასეთი აქტიური, ვეღარც გაგვიხსენებია! თითქმის ასი პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს ცნობილი ბიზნესმენი რომან ფიფია უპატრონებს და ეს კი იმის წინაპირობაა, რომ გუნდის სამწვრთნელო შტაბსა თუ მოთამაშეებს ფეხბურთის გარდა სხვა საფიქრალი არაფერი ჰქონდეთ. უმთავრესი ცვლილება სამწვრთნელო შტაბს შეეხო: მთავარ მწვრთნელად კვლავაც კახა კაჭარავა იმუშავებს, ვისაც ამიერიდან ზაურ სვანაძე მიეხმარება; სასიამოვნო სიახლეა ისიც, რომ კაჭარავას მსგავსად, მშობლიურ კლუბს ხანმოკლე პაუზის შემდეგ შოთა კაშია დაუბრუნდა; ზუგდიდის "ბაიადან" ორი პერსპექტიული ფეხბურთელის (თორნიკე ზარქუა, ნიკა კვკევესკირი) დამატებაც კლუბისთვის წარმატებულ ტრანსფერად უნდა შეფასდეს, ისე როგორც ბოლო დროს უცხოეთში მოასპარეზე მოთამაშეების (დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი ფოფხაძე, გიორგი ციმაკურიძე) "დინამოში" ჩამოყვანა. აი, რაც შეეხება გუნდში სინჯებზე მყოფ უცხოელებს (დანიელ ოდონელი, კრის ბრაიტი, სემი დერასი, ანდრეა ტოდოროვი, პანჩე კუმბევი, მარკო მაროვიჩი, მარკო ევტიჩი), ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, ამათგან რომელი გააგრძელებს კარიერას საქართველოს ჩემპიონატში. თუმცა, "დინამოს" დანაკლისიც აქვს, თანაც, სოლიდური (ამ შემთხვევაში "ხარისხს" ვგულისხმობთ, და არა - რაოდენობას): კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა დავით მუჯირს, რუსულ პრემიერლიგაში გააგრძელებს კარიერას მათე ვაწაძე, ხოლო ლევან ხმალაძე უკრაინულ "ზარიაში" ცდილობს მოწყობას."
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...grdzeldeba.html This post has been edited by acdachi on 15 Jan 2011, 16:20